პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1750868882
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის თქმით, ევროკავშირი რუსეთისთვის მტრად გადაიქცა და უკრაინის მასში გაერთიანება რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
მედვედევის თქმით, ევროკავშირი ეკონომიკური ბლოკიდან ანტირუსულ და თანდათანობით სამხედრო ორგანიზაციად გადაიქცა.
"დღევანდელი ბრიუსელი რუსეთის რეალური მტერია. თავის დამახინჯებულ ფორმაში ევროკავშირი ჩვენთვის არანაკლები საფრთხეა, ვიდრე ჩრდილოატლანტიკური ალიანსი" - დაწერა მედვედევმა ტელეგრამზე.
მისი თქმით, არასწორია იმის თქმა, რომ უკრაინას შეუძლია გაწევრიანდეს სადაც უნდა იყოს, ოღონდ არა NATO-ში
"ევროკავშირი, რომელიც იარაღითაა გავსებული, წარმოადგენს უშუალო საფრთხეს რუსეთისთვის. მას სწორედ ასე უნდა მივუდგეთ. სულ მცირე, მანამ, სანამ ის ჩვენდამი დამოკიდებულებას არ შეცვლის. ამგვარად, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების იდეა ჩვენი ქვეყნისთვის სახიფათოა". - აღნიშნა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ.
მედვედევმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა ევროკავშირის ცალკეულ წევრ ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობა უნდა გააგრძელოს.