აშშ-მა და ჩინეთმა „ტიკტოკთან“ დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს
1761838530
„თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე გალდავამ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
პანელზე, სახელწოდებით „საგადახდო სისტემების დაკავშირება: როგორ ხსნის ურთიერთთავსებადობა ფულის მოძრაობის მომავალს“ განიხილეს საგადახდო ბარიერების მოხსნის შესაძლებლობები ღია, ურთიერთთავსებადი ინფრასტრუქტურის მეშვეობით. ასევე ისაუბრეს, თუ როგორ უზრუნველყოფენ ციფრული აქტივები ფულის შეუფერხებელ მოძრაობას პლატფორმებსა და საზღვრებს შორის და რა არის საჭირო გადახდების მომავლის ასაშენებლად.
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობდნენ იზვან ალი, Nexus Global Payments-ის მრჩეველი და მახბუბა მუხამადიევა, „ვიზას“ კრიპტო გადაწყვეტილებების ხელმძღვანელი.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საგადახდო სისტემების გაუმჯობესების აუცილებლობას და გლობალური ეკოსისტემის შექმნის საჭიროებას, სადაც მეტად იქნება ერთმანეთთან დაკავშირებული სხვადასხვა ქვეყნის მყისიერი საგადახდო სისტემები.
როგორც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოსთვის უნაღდო ანგარიშსწორების განვითარება მეტად მნიშვნელოვანია. მიმდინარეობს დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის(RTGS) განახლებისა და მყისიერი გადახდების სისტემების დანერგვის პროექტი. მისი შეფასებით, როგორც საერთაშორისო, ასევე რეგიონალური თანამშრომლობა ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია. „გლობალურ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავება არის გადახდების მომავლის ერთ-ერთი მთავარი გასაღები“, – აცხადებს ეკატერინე გალდავა.
პანელურ დისკუას მოდერატორობას უწევდა პატ პატელი-GFTN-ის ფორუმების აღმასრულებელი დირექტორი.
„თბილისის ფინანსური სამიტს“, რომელიც „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გაიმართა 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი და 1 000-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა.
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.