ვიდეოები

1747811762

დატბორილი ქუჩები და წყალში მოცურავე ავტომობილები - რა ვითარებაა ამ დროისთვის საფრანგეთში, სადაც წყალდიდობაა

წყალდიდობა საფრანგეთში - სანაპირო ქალაქ ლე ლავან-დუში, ძლიერი შტორმის გამო, ქუჩები დაიტბორა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ერთი დაკარგულად ითვლება. 

წყალდიდობა საფრანგეთში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1747773456

კრედიტის ლიმიტი 200 000 ლარამდე იზრდება - დეტალები

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიკროკრედიტის ლიმიტი ორმაგდება.კერძოდ, ამოქმედდა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილება, რომლის მიხედვითაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთ მსესხებელზე გაცემული კრედიტის ლიმიტი 100 000-დან 200 000 ლარამდე იზრდება.როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ, ახალი პროდუქტები და მომსახურებები შესთავაზონ საკუთარ მომხმარებლებს. ამასთან, როგორც მარეგულირებელში განმარტავენ, ეს ნაბიჯი სექტორის გაჯანსაღებასაც შეუწყობს ხელს.ცნობისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიკროსესხების ლიმიტი ბოლოს 2017 წელს შეიცვალა, როცა ის 50 ათასიდან, 100 ათას ლარამდე გაიზარდა.საქართველოში 29 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა რეგისტრირებული, რომელთა საკრედიტო პორტფელების ჯამური მოცულობა 2 მილიარდ ლარს შეადგენს.აქედან სესხების 95% ფიზიკურ პირებზე მოდის. რაც შეეხება შემოსავლებს, 2024 წელს 2023 წელთან შედარებით, მისოების საპროცენტო შემოსავლები 31 მილიონი ლარით, 463 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ამასთანავე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა წინა წელთან შედარებით 134 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს, ეს მაჩვენებელი კი 8 მილიონი ლარით მეტია 2023 წლის მოგებასთან შედარებით.

სხვა სიახლეები

საცობი

საზოგადოება 1751747407

ჯარიმა 2000 ლარამდე! - ინფორმაცია მძღოლებისთვის

ბოლო პერიოდში გახშირებული ავარიები და ტრაგიკული შემთხვევები, კანონმდებლობის გამკაცრების მიზეზი გახდა. პარლამენტმა სამი მოსმენით უკვე დაამტკიცა ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმების ზრდას, როგორც მძღოლებისთვის, ისე ქვეითებისთვის. მხოლოდ 2025 წლის პირველ კვარტალში ავტოსაგზაო შემთხვევებს უკვე 112 ადამიანი ემსხვერპლა. მათი უმეტესობა ქვეითად მოსიარულე იყო.საკანონმდებლო ცვლილებებით, საგზაო ნიშნების უგულებელყოფისთვის ქვეითები 10 ლარის ნაცვლად, ახლა 50 ლარით დაჯარიმდებიან. ავტომაგისტრალზე მოძრაობის წესების დარღვევა კი გამოიწვევს მათ დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. განმეორების შემთხვევაში ფულადი სანქციები ორმაგდება. კანონმდებლობის გამკაცრება ლოგიკური და მისაღებია მოქალაქეებისთვის.ცვლილებები ავტომობილების მიერ ხელოვნურად გამოწვეულ ხმაურსაც არეგულირებს. 100 ლარის ნაცვლად 200 ლარით დაჯარიმდება მძღოლი, რომელიც ავტომობილს ხელოვნურად გადაკეთებული მაყუჩით მართავს. ჯარიმები იზრდება ე.წ. დრიფტის შემთხვევაშიც. 2000 ლარიანი საჯარიმო ქვითარი გადაეცემა მძღოლს, რომელიც სხვა მძღოლების შეცდომაში შეყვანის მიზნით დადგენილი ფერისგან განსხვავებული ციმციმით და სიგნალით გადაადგილდება.გამკაცრებული კანონმდებლობის პარალელურად აღსრულების გამკაცრებას ელოდებიან საგზაო უსაფრთხოების ექსპერტები. სპეციალისტები ამბობენ, რომ ახალი ჯარიმების შესახებ მოქალაქეების ინფორმირება დროულად უნდა მოხდეს.საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა უკვე დაამტკიცა. დოკუმენტს პრეზიდენტი მომავალ კვირას მოაწერს ხელს და კანონიც ოფიციალურად ამოქმედდება.

სუხიშვილები

საზოგადოება 1751747334

„სუხიშვილები“ ინფორმაციას ავრცელებს

„სუხიშვილები“ ინფორმაციას ავრცელებს.„უკვე მეოთხედ გვიწევს კონცერტის გაუქმება ამინდის პროგნოზის გამო.გვესმის თქვენი იმედგაცრუება და გულწრფელად ვწუხვართ.არაფერია იმაზე მძიმე, ვიდრე მოლოდინით მოსული მაყურებლის უკან გაბრუნება.და სწორედ ამიტომ, ვცდილობთ წინასწარ მივიღოთ გადაწყვეტილება, სანამ თქვენ დაგაღალატებთ არა ჩვენ, არამედ ცა  მადლობა გაგებისთვის, მოთმინებისთვის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სალომე წვერავა

საზოგადოება 1751746822

„დამაძინებლით გაბრუებული დატოვეს...“ - გიორგი ჯობავას მეუღლე მიმართვას ავრცელებს

გიორგი ჯობავას მეუღლე, სალომე წვერავა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ ეკვადორში გიორგი ჯობავა გაძარცვეს. ვლოგერი საავადმყოფოში მოხვდა. „მთავარია ცოცხალია! მთავარია კარგად არის! დანარჩენს ეშველება! მე განადგურებული ვარ… იმედი მაქვს და მჯერა რომ ყველაფერი იქნება კარგად… მთავარია ჯანმრთელად დაბრუნდეს ჩემთან, რომ ჩავეხუტო და კიდევ ერთხელ ვუთხრა რომ ყველაფერი კარგად იქნება!!! რომ ყველაფერი რამაც გაგვყო დროებითია, და არ არსებობს არაფერი რაც არ გამოვა...რადგან ამ ამბის დასასრული გამარჯვებაა,რადგან ამ ამბის დასასრულიც დასაწყისია…! - წერს გიო ჯობავას მეუღლე და ვიდეო მიმართავს ავრცელებს.

jobava

საზოგადოება 1751744974

„სიტყვებს ვერ ვუყრი თავს…“ - ეკვადორში, გიორგი ჯობავა საავადმყოფოში გადაიყვანეს | რა შეემთხვა ვლოგერს

ეკვადორში, ვლოგერი გიორგი ჯობავა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეუღლე სალომე წვერავა ავრცელებს.„სიტყვებს ვერ ვუყრი თავს, ეკვადორში გიო გაძარცვეს, 30 000 დოლარის ტექნიკა არის გატანილი მისი სახლიდან.. გიო კლინიკაში გადაიყვანეს. მის ჯანმრთელობას ახლა საფრთხე არ ემუქრება...მთავარია ცოცხალია! მთავარია კარგად არის! დანარჩენს ეშველება!მე განადგურებული ვარ… იმედი მაქვს და მჯერა რომ ყველაფერი იქნება კარგად… მთავარია ჯანმრთელად დაბრუნდეს ჩემთან, რომ ჩავეხუტო და კიდევ ერთხელ ვუთხრა რომ ყველაფერი კარგად იქნება!!! რომ ყველაფერი რამაც გაგვყო დროებითია, და არ არსებობს არაფერი რაც არ გამოვა...რადგან ამ ამბის დასასრული გამარჯვებაა,რადგან ამ ამბის დასასრულიც დასაწყისია…! - წერს გიორგი ჯობავას მეუღლე და ვიდეო მიმართავს ავრცელებს.

ჰოროსკოპი

ასტროლოგია 1751743501

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძიგრძნობთ შთაგონებას და მზად ხართ ახალი გამოწვევებისთვის. კარგი დღეა სამომავლო გეგმების დასაწყებად. საღამო სასიამოვნო ემოციებით და ადამიანებთან ურთიერთობებით გაჯერებული იქნება.კუროდამშვიდდით და ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას. ეცადეთ დაისვენოთ და მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ სურვილებს. სჯობს საღამო გაატაროთ მშვიდ გარემოში.ტყუპიაქტიური და მრავალფეროვანი დღე გელით. შესაძლებელია საინტერესო შეხვედრები ან საუბრები, რომლებიც გავლენას იქონიებს თქვენს მომავალზე. იყავით ღია სიახლეების მიმართ.კირჩხიბიემოციური განწყობა ძლიერია და დიდ გავლენას ახდენს თქვენს მოქმედებებზე. არ მიაყენოთ ახლობლებს გულდასაწყვეტი სიტყვები. საღამო კარგია ოჯახური გარემოსთვის.ლომიდღეს თქვენი ენერგია და სითამამე დაგეხმარებათ მიზნების მიღწევაში. თუმცა, ეცადეთ არ მოექცეთ ადამიანებზე ზეწოლით. სჯობს საქმეში დიპლომატიურობა გამოავლინოთ.ქალწულიდღე შესაფერისია დეტალური დაგეგმვისა და საქმის ბოლომდე მიყვანისთვის. შეიძლება მოულოდნელად მოგეცეთ პასუხი ძველ კითხვაზე. საღამოს თავი დაიმშვიდეთ და დაისვენეთ.სასწორითქვენს წინაშე შესაძლოა დადგეს მნიშვნელოვანი არჩევანის საკითხი. ნუ გადადებთ გადაწყვეტილებას, მაგრამ არც იჩქაროთ. კარგი დროა ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.მორიელიდღე დატვირთულია, მაგრამ ბევრი შესაძლებლობა გაქვთ. ყურადღება მიაქციეთ სხეულის და ფსიქიკური ჯანმრთელობის სიგნალებს. საღამო კი იდეალურია თვითანალიზისა და სულიერი განტვირთვისთვის.მშვილდოსანიდღე ოპტიმიზმით დაიწყება და ეს განწყობა დიდხანს შეგინარჩუნდებათ. კარგი დროა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, მოგზაურობის დაგეგმვისთვის ან სასიამოვნო აქტივობებისთვის.თხის რქამნიშვნელოვანია, რომ არ გადაიღალოთ და ენერგია სწორად გადაანაწილოთ. ყურადღება მიაქციეთ ოჯახის წევრების საჭიროებებს. საღამოს შესაძლოა მიიღოთ სიახლე, რომელიც გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვს.მერწყულისაინტერესო იდეები და მოულოდნელი ცნობები დაგხვდებათ. კარგი დროა ძველი პროექტების გადასახედად. იყავით ყურადღებით კომუნიკაციაში, რადგან ვინმე შესაძლოა არასწორად გაგიგოთ.თევზებიდღეს ინტუიცია განსაკუთრებულად ძლიერია. მოერიდეთ ზედმეტად ემოციურ რეაქციებს და მოისმინეთ სხვების აზრი. საღამოს დაისვენეთ წყნარ გარემოში ან მუსიკის თანხლებით.