ვიდეოები

1786434359

ვაზიანის სატრანსპორტო კვანძი - თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, “China Road and Bridge Corporation”-მა განახორციელა ვაზიანი-საგარეჯოს (ლოტი 1) კმ4-კმ27 მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც განათების სისტემის ტესტირების სამუშაოები განსაზღვრულ ვადაზე ადრე დაასრულა და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის კმ24 (ვაზიანის სატრანსპორტო კვანძი) - კმ57-ში (თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძი) გამავალ მონაკვეთზე ორივე მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე გახსნილია.

ვაზიანი-თოხლიაური

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ხელფასი

1779644170

ცნობილია ვის ამოიღებენ სოციალურად დაუცველი პირების ბაზიდან - დეტალები

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი, ერთ წევრზე გაანგარიშებით, 1250 ლარი ან მეტია.აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.სოციალური დახმარების მიმღები ოჯახის სტატუსის შეფასებისას გათვალისწინებული იქნება ოჯახის მთლიანი, ჯამური შემოსავალი. თუ ოჯახის ჯამური შემოსავალი, ოჯახის წევრებზე გადანაწილების შედეგად, ერთ წევრზე ყოველთვიურად 1250 ლარს ან მეტს შეადგენს და ეს შემოსავალი ზედიზედ სამი თვის განმავლობაში გრძელდება, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დამატებითი შეფასების გარეშე.მაგალითად, თუ ოჯახში 4 წევრია და ოჯახის ჯამური ხელფასი თვეში 5000 ლარს შეადგენს, ერთ წევრზე 1250 ლარი გამოდის. თუ ეს მაჩვენებელი ბოლო 3 თვის განმავლობაში ყოველთვიურად შენარჩუნდება, ოჯახს შეუწყდება სტატუსი.ამასთან, დადგენილების მიხედვით, ბაზაში რეგისტრაცია ასევე შეუწყდებათ:გარდაცვლილ პირებს.ოჯახის იმ წევრს, რომელსაც მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შემდეგ დაუფიქსირდება ისეთი სტატუსი, რომელიც აღარ შეესაბამება დადგენილ კრიტერიუმებს.ამასთან, ეს წესი ვრცელდება იმ ოჯახებზეც, რომლებიც სარგებლობენ გარკვეული საშეღავათო პირობებით, მათ შორის, „პილოტური პროგრამით − ერთად ოჯახების გაძლიერებისათვის“.ამასთან, გადამოწმება შეეხება იმ ოჯახებსაც, რომლებზეც პანდემიის პერიოდში „იზოლაციისა და კარანტინის წესებით“ განსაზღვრული შეღავათები ვრცელდებოდა.

სხვა სიახლეები

სააკაშვილი

პოლიტიკა 1786446940

მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიცია არ აქტიურობს, მათზე ან საქმეა აღძრული, ან გაყიდულია, ან უბრალოდ პლაჟზეა წამოკოტრიალებული, უცხოეთში ისვენებს და ვერ მოიცალა რამის თქმისთვის

ოპოზიცია, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, არ აქტიურობს, იმიტომ რომ მათზე საქმეა აღძრული და ციხეში მოხვედრის ეშინიათ ან გაყიდულია, ან ფიქრობს რომ თუ საქართველოს დაიცავს, ამით ჩემს წისქვილზე დაასხამს წყალს, ან უბრალოდ პლაჟზეა წამოკოტრიალებული, ან უცხოეთში ისვენებს და ვერ მოიცალა რამის თქმისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, „ხალხის ნაწილს მართლა სჯერა რუსული პროპაგანდის, ნაწილი უბრალოდ პირდაპირ მოღალატეა და მაინც უმეტესი ნაწილი აპათიაშია ჩავარდნილი და ელოდება უკრაინის ომის შედეგებს“.„ის, რომ ამ დღეებში წარმოუდგენლად მოღალატეობრივი განცხადებები გავატარეთ, რაც პრაქტიკულად მტრისთვის მასობრივად დანებებას ნიშნავს, არის განპირობებული შემდეგი ფაქტორებით – ოპოზიცია, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, არ აქტიურობს, იმიტომ რომ მათზე საქმეა აღძრული და ციხეში მოხვედრის ეშინიათ ან გაყიდულია, ან ფიქრობს რომ თუ საქართველოს დაიცავს, ამით ჩემს წისქვილზე დაასხამს წყალს, ან უბრალოდ პლაჟზეა წამოკოტრიალებული, ან უცხოეთში ისვენებს და ვერ მოიცალა რამის თქმისთვის. ხალხის ნაწილს მართლა სჯერა რუსული პროპაგანდის, ნაწილი უბრალოდ პირდაპირ მოღალატეა და მაინც უმეტესი ნაწილი აპათიაშია ჩავარდნილი და ელოდება უკრაინის ომის შედეგებს, გეგონება უკრაინის გამარჯვებით ეგრევე ლანგარზე მოგვერთმევა გამარჯვება და ივანიშვილი თავისით აორთქლდება. ასევე ხალხი უყურებს ოპოზიციის პასიურობას და ამიტომ დემოტივირებულია. ამ მტერზე ჩაბარებას ექნება კონკრეტული შედეგი, ივანიშვილი რუსების დავალებით ამზადებს საქართველოს ტერიტორიების ჩაბარების ოფიციალურ აღიარებას და ამ აგვისტოს სიჩუმემ ის დაარწმუნა, რომ ხმის ამომღები არც არავინ იქნება (რისიც აქამდე ეშინოდა) და საკუთარი ტყავის გადასარჩენად უახლოეს ხანში აუცილებლად აღიარებს აფხაზეთს და ცხინვალს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ( ჯერ თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულების დადებით და შემდეგ უკვე სრული აღიარებით).საქართველოს ყოფნა არყოფნის წამმზომი ჩართულია და ხალხის და პოლიტიკოსების სიჩუმის ფონზე, სწრაფად მიდის ფატალური დასასრულისკენ და მართლა ისევ უკრაინის გამარჯვება, რომელიც ახლოა, თუ გვიშველის. მანამდე ჩვენი წინააღმდეგობის გამოცოცხლებით როგორმე უნდა მოვიგოთ ძალიან ძვირფასი დრო. კიდევ, კარგი ამბავი ისაა, რომ ქართველების თითქმის საყოველთაო ხელჩაქნევის ფონზე, უკრაინელების 80%-ს ბოლო გამოკითხვებით სჯერათ გამარჯვების და მზად არიან ითმინონ იმდენი, რამდენიც საჭიროა“, – წერს სააკაშვილი.

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1786446808

მამუკა მდინარაძე: ის გმირები და გმირობის ისტორია, რასაც დღეს პატივი მივაგეთ, არის ქართული გმირული სულისკვეთების და სულიერების საზრდო ჩვენი შვილებისათვის, ჩვენი მომავალი თაობებისათვის

ის გმირები და გმირობის ის ისტორია, ვისაც და რასაც დღეს პატივი მივაგეთ, არის და არიან ქართული გმირული სულისკვეთების და სულიერების საზრდო ჩვენი შვილებისათვის, ჩვენი მომავალი თაობებისათვის, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს შინდისში განუცხადა.მამუკა მდინარაძემ პატივი მიაგო შინდისის გმირების ხსოვნას.„ის გმირები და გმირობის ის ისტორია, ვისაც და რასაც დღეს პატივი მივაგეთ, არის და არიან ქართული გმირული სულისკვეთების და სულიერების საზრდო ჩვენი შვილებისათვის, ჩვენი მომავალი თაობებისათვის. ის თავგანწირვა, რომელიც ქართულ გენშია ამ ადამიანებმა დიდი და საამაყო ისტორიის სახით შემოგვინახეს. კიდევ ერთხელ, პატივს მივაგებ მათ ხსოვნას“, – განაცხადა მდინარაძემ.

კობა ფარტენაძე

სამართალი 1786445818

ბათუმელი ტელეწამყვანისა და მეტეოროლოგის მიმართ ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში დააკავეს ორი პირი, რომლებიც ტელეწამყვან კობა ფარტენაძეს დაჭრით ემუქრებოდნენ.„გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა, რომელსაც ძალადობა ედება ბრალად, მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკებისას, ბათუმში კობა ფარტენაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მომხდარიდან მალევე, მას ბრალდებულის სახით დაკავებული კიდევ ერთი პირი დანის გამოყენებით დაჭრით დაემუქრა.სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს,”- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 – ე და 151- ე მუხლებით მიმდინარეობს.ფაქტს ფარტენაძის დედა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:„ერთი შვილი უკვე ვერაგულად მომიკლეს; მეგობრებისა და სიმართლის დამცველი, ახლა კი ჩემს ერთადერთ შვილს, კობა ფარტენაძეს ემუქრებიან მოკვლით, ვინ ხართ და რას წარმოადგენთ, ამდენის უფლებას რომ აძლევთ თქვენს თავს? ვის რა დაგიშავათ ჩემმა შვილმა?! ყველას მოგიზღვევთ უფალი, თუ კანონი არა! მადლობა ყველას, ვინც გვერდით დაგვიდექით და იბრძოლეთ სამართლიანობისთვის“, - წერს მზია ნიქაბაძე.

მიხეილ ყაველაშვილი

პოლიტიკა 1786445558

მიხეილ ყაველაშვილი: ანწუხელიძისა და შინდისის ბიჭების გმირობის შემდეგ მაშინდელი ხელისუფლება დაუთბა რუსეთს, მაშინ არც ანწუხელიძე ახსოვდათ და არც შინდისის გმირები

ხოშტარია-ჯაფარიძე გამოდიოდნენ, რუსულ ფულს სუნი არა აქვსო და ჩვენ მივესალმებით რუსულ ინვესტიციებს და რუს ტურისტებს საქართველოშიო. დღეს ეს უტიფარი ხალხი საერთოდ გვიშლის საუბარს, პირდაპირ რუსოფობიით არიან დაკავებული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არავის კარნახით მოქმედებას არ დაუშვებს.„„ნაციონალურმა მოძრაობისთვის“ რუსეთი ოკუპანტი არ გამხდარა. რუსეთი გახდა მათთვის პარტნიორი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რომ საქართველოს ხმა სჭირდებოდათ, მათ მიიღეს ეს ხმა. რუსეთი გახდა მფლობელი ჩვენი სტრატეგიული ობიექტების, რომლებიც პირდაპირი წესით მიყიდეს. ხოშტარია, ჯაფარიძე გამოდიოდნენ, რუსულ ფულს სუნი არა აქვსო და ჩვენ მივესალმებით რუსულ ინვესტიციებს და რუს ტურისტებს საქართველოშიო. ორმაგ სტანდარტზე მაქვს საუბარი. ეს უტიფარი ხალხი, რომელიც დღეს საერთოდ გვიშლის საუბარს, პირდაპირ რუსოფობიით არიან დაკავებული, დაგვდევენ მიკროფონებით, რაიმე რომ წამოგვაცდევინონ, თითქოს  ჩვენ ვაღიარებთ და პარტნიორები ვართ რუსების.სწორედ ანწუხელიძის გმირობის, ამ ბიჭების გმირობის შემდეგ მაშინდელი ხელისუფლება დაუთბა რუსეთს. რატომ დაუთბა, იცით? იმიტომ, რომ დავალება იყო რუსეთთან პოლიტიკის დათბობა. მაშინ არც ანწუხელიძე ახსოვდათ და არც შინდისის გმირები. პირდაპირ ეგებებოდნენ ამ ადამიანებს ეს უსირცხვილოები. როცა დაკვეთა მიიღეს, მაშინ გახდა რუსეთი პარტნიორი. შემდეგ დაკვეთა მიიღეს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, აუცილებელი იყო აგრესია და აქ მეორე ფრონტის გახსნა. აქ არის ერთი „მაგრამ“, დღეს საქართველოს ჰყავს ეროვნული ინტერესის მატარებელი ხელისუფლება, რომელიც არაფრის დიდებით არ დაუშვებს არავის კარნახით მოქმედებას. საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და სწორედ აქ მიდის ბრძოლა“, – განაცხადა ყაველაშვილმა.ყაველაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი აგენტურის ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომელიც თავის ზრახვებს არ მალავს.„მიხეილ სააკაშვილს რაც შეეხება, ამ პერსონასთან დაკავშირებით საქართველოს უმრავლესობა შეთანხმებულია. მისი ყოველი განაცხადი, ქმედება კარგად არის ყველასთვის დასანახი და კითხვის ნიშნები არ არსებობს. ჩვეულებრივი აგენტურის ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომელიც არც მალავს თავის ზრახვებს. დაავალეს, ჩაჯდა არაჟნების და ხაჭოს კონტეინერში და ისე გამოაგზავნეს საქართველოში; დაავალეს და განახორციელეს უგუნური ქმედება მაშინ, აგვისტოს დღეებში; დაავალეს და უთხრეს, არა, რუსეთი არ შეიძლება ახლა იყოს ოკუპანტი და მტერი, ის უნდა იყოს ახლა თქვენი პარტნიორი, მიეცით საშუალება გაწევრიანდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში“, – განაცხადა ყაველაშვილმა.როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ კულტურის სფეროს წარმომადგენლები კრემლში უმღეროდნენ რუსეთს.„გაიხსენეთ ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის სიტყვები, 2012 წელს ჩვენ ვაიძულეთ სააკაშვილი, არჩევნები წაეგო და წასულიყოო. როგორ შეიძლება, დღეს, 18 წლის შემდეგ ანწუხელიძის პლაკატებით დარბოდე და ომიდან ორი წლის თავზე ლარსზე იდექი რუსი ტურისტების დასახვედრად, რუსეთს მიყიდე სტრატეგიული ობიექტები, სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმე და ინვესტიციებს ითხოვდი. ეს ქალბატონები და ბატონები, კულტურის მუშაკები ომის შემდეგ იქ, კრემლში უმღეროდნენ რუსეთს. არ ვიცი, რა დავარქვა ამ ხალხს. უსამშობლოები, მე მგონი, ყველაზე კარგი ეპითეტია“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვა 1786445554

მიხეილ სარჯველაძე: „ჯანდაცვის სამინისტრო ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციურ მედიკამენტ „ტრიკაფტას“ შეიძენს. ამ მედიკამენტის დანერგვა ბევრი ბავშვისთვის და ოჯახისთვის იქნება გარდამტეხი ეტაპი სრულიად ახალი, უფრო ჯანმრთელი ცხოვრებისთვის, რასაც ყველას ვუსურვებ“

იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა კიდევ გაფართოვდა. ჯანდაცვის სამინისტრო ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციური მედიკამენტ „ტრიკაფტას“ შეისყიდის.აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, ბრიფინგი გამართა. მინისტრის განცხადებით, პრეპარატის მწარმოებელ ამერიკულ ბიოფარმაცევტულ კომპანია „ვერტექს ფარმასიუტიკალსთან“  ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „ტრიკაფტა“ ავტორიზებულია აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისა (FDA) და ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ 2 წლისა და უფროსი ასაკის იმ პაციენტებისთვის, რომელთა გენეტიკური მუტაციები შეესაბამება დამტკიცებულ ჩვენებებს.ინოვაციური თერაპია პირდაპირ მოქმედებს დაავადების გამომწვევ გენეტიკურ დეფექტზე და პაციენტებში მნიშვნელოვნად ზრდის ფილტვების ფუნქციის მაჩვენებლებს. მკურნალობა ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს პულმონოლოგიური გამწვავებების სიხშირესა და ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას - რეალურ მონაცემებზე დაფუძნებული კვლევების მიხედვით, აღნიშნული შემცირება საერთო ჯამში 76%-ს აღწევს, რაც დადასტურებულია არა მხოლოდ კვლევებით, არამედ კლინიკური პრაქტიკით და მტკიცებულებებით.„დღეს, მინდა, საზოგადოებას გავაცნო ინფორმაცია იშვიათი დაავადებების მართვის პროგრამის მორიგი, მნიშვნელოვანი გაფართოების თაობაზე. საქმე ამჯერად ეხება ცისტური ფიბროზის იგივე მუკოვისციდოზის, იშვიათი გენეტიკური, ამ ძალიან ვერაგი და მძიმე დაავადების მართვას. ეს არის გენის მუტაციით გამოწვეული სერიოზული დაავადება, რომელიც ორგანიზმში იწვევს სქელი, წებოვანი ლორწოს წარმოქმნას. დაავადება უპირველესად მძიმედ აზიანებს სასუნთქ სისტემას, იწვევს სასუნთქი გზების ქრონიკულ ანთებას და ფილტვების ფუნქციის პროგრესულ გაუარესებას, მათ შორის სუნთქვის უკმარისობას. დაავადება ასევე აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, პანკრეასს და სხვა ორგანოებს. დაავადება ზემოქმედებს სიცოცხლის ხანგრძლივობაზეც და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვან გაუარესებასაც იწვევს და ეს უკიდურესად მძიმედ წარმოჩინდება ბავშვებში.ამიტომ, უპირველესად მშობლებთან სახელმწიფოს წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, ცისტური ფიბროზის მკურნალობისთვის განკუთვნილი, დღეისათვის ყველაზე ეფექტიანი მედიკამენტის სახელმწიფოს მიერ შეძენის შესახებ იქნა მიღებული გადაწყვეტილება“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს მედიკამენტის დანერგვისთვის საჭირო პროცედურებზე მუშაობას და „ტრიკაფტას“ პაციენტებისთვის მიწოდების პროცესი სექტემბერში დაიწყება.„დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ამ მედიკამენტის დანერგვა ბევრი ბავშვისთვის, ბევრი ოჯახისთვის იქნება გარდამტეხი ეტაპი სრულიად ახალი, უფრო ჯანმრთელი ცხოვრებისთვის, რასაც ყველას ვუსურვებ.მინდა, აქვე დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ გადაწყვეტილებისთვის და საკუთრივ  პროცესის მთლიანად მხარდაჭერისთვის.საქართველო იქნება იმ არცთუ ბევრ სახელმწიფოს შორის, რომლებსაც საკუთარ სახელმწიფო პროგრამაში, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით ექნება დანერგილი ეს ძვირადღირებული მედიკამენტი.მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მშობლებს ჩართულობისთვის, თანამშრომლობისთვის, მათ შორის, გასული წლის მიწურულს ამ დაავადების მართვის პროგრამის გაფართოების წინა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით წარმართვისთვის, ამ რთული პროცესის ერთად გავლისთვის, გამძლეობისა და მოთმინებისთვის. ყველაფერი ეს გადამწყვეტი იყო დღევანდელი წარმატების მიღწევისთვის“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.ჯანდაცვის სამინისტრო, სამედიცინო საზოგადოებასთან, ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებთან და მათ მშობლებთან აქტიური თანამშრომლობით, თანმიმდევრულად მუშაობდა პაციენტებისთვის თანამედროვე მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად. ამ მიზნით, სამინისტრო ეტაპობრივად აფართოებდა სახელმწიფო პროგრამებს. გასულ წელს პროგრამას დაემატა აუცილებელი საინჰალაციო პრეპარატები, ანტიბიოტიკები, ვიტამინები და სხვა მედიკამენტები, ასევე გაიზარდა სტაციონარული მომსახურების დაფინანსება.