ვიდეოები

1775587309

პატრიარქმა დაწერა ბრძანება, მეორე დღეს, გიორგობის დღესასწაულზე წაიკითხა ქაშუეთის ტაძარში და მეუფე შიო გამოაცხადა ტახტის მოსაყდრედ, ეს ყველაფერი ხდება 9 წლის წინ 2017 წელს - მიტროპოლიტი საბა

ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა პატრიარქის მოსაყდრე შიოს მხარდაჭერას უცხადებს.მიტროპოლიტმა საპატრიარქო კანდიდატის შესახებ დღეს, ხარების დღესასწაულზე ქადაგებისას ისაუბრა. „პატრიარქმა დაწერა ბრძანება, რომელიც მეორე დღეს, გიორგობის დღესასწაულზე წაიკითხა ქაშუეთის ტაძარში და მან ამ ტაძარში მეუფე შიო გამოაცხადა ტახტის მოსაყდრედ. ეს ყველაფერი ხდება 9 წლის წინ, 2017 წელს.მეტი რა უნდა თქვას და გააკეთოს პატრიარქმა, რომ ჩვენ მივხვდეთ, რა იყო მისი სურვილი, მისი ნება და რა არის საერთოდ ნება ღვთისა.ვიტყვი ჩემს მოსაზრებას, რატომ აირჩია პატრიარქმა მეუფე შიო, ძალიან ბევრი კრიტერიუმების გამო. ასე ვფიქრობ, რომ ის ალბათ აკეთებდა შედარებას თავის ცხოვრებასთან, თავის განვლილ დროსთან. ჯერ ერთი, კი არავის ვერჩი, ღმერთმა დამიფაროს, ჩემთვის ყველა ძვირფასია და ყველასთან ჩემი ურთიერთობები მაქვს, წლები მაკავშირებს, მაგრამ პატრიარქს ჰქონდა ეს ხასიათი, ეს, არ ვიცი, რა დავარქვა ამას. აი, შეხედეთ მეუფე შიოს, პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია და სასიამოვნოა მისი ყურება, მასთან ურთიერთობა, მისი ქადაგება, მისი სიტყვა, მისი განათლება, მისი სულიერება.“, - აცხადებს მიტროპოლიტი საბა.ვრცლად, ნახეთ ვიდეო:

მიტროპოლიტი საბა

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1771603994

ცნობილია, რომელ ოჯახებზე გასცემს თბილისის მერია ერთჯერადად 300, 500 და 1000 ლარს

თბილისის მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილებისთვის მატერიალური დახმარების პროგრამას აგრძელებს.პროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადების თარიღისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:ა) 300 ლარი - მე-3 ახალშობილზე;ბ) 500 ლარი - მე-4 ახალშობილზე;გ) 1000 ლარი - მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.როგორ უნდა მიიღოს ოჯახმა ბენეფიტი? თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.კუთვნილი თანხის დარიცხვა ხორციელდება მომსახურე ბანკიდან ("თიბისი ბანკი") ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ.რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა?მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნას:პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც)ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლიროგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, პირველ-მეორე შვილზე განცხადებით მიმართვა საჭირო არ არის და მათ სიას სოციალური მომსახურების სააგენტო გადასცემს. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია, ოჯახმა, თუ არ აქვს, "თიბისი ბანკის" ბარათი, დაამზადოს, რომ კუთვნილი თანხა ჩაერიცხოს. ხოლო, მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას მშობლის პირადობის მოწმობა და ახალშობილების დაბადების მოწმობის ასლი უნდა წარადგინოთ და განცხადებით თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურს მიმართოთ.დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, მიმართოთ თბილისის მერიას, ცხელ ხაზზე: 032 272 22 22

სხვა სიახლეები

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1776349260

შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე: ეს აჩვენებს ერთ რამეს, თუ რამდენად სწორედ მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება, რომ მოქმედებს საკუთარი ხალხის ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების

ეს აჩვენებს ერთ რამეს, თუ რამდენად სწორედ მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება, რომ მოქმედებს საკუთარი ხალხის ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც 2013-2031 წლების რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია.შალვა პაპუაშვილის თქმით, შედეგები შემდეგ პროგნოზებს აჭარბებს ხოლმე და ესეც უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა.„ეს აჩვენებს ერთ რამეს, თუ რამდენად სწორედ მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება, რომ მოქმედებს საკუთარი ხალხის ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების. მათ შორის, ბრიუსელის ინტერესებით. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვიტყვი, ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, დღეს ჩვენ ვიქნებოდით ეკონომიკურად დანგრეული და დიდი ალბათობით კიდე ერთ ომგადატანილი ქვეყანა. საბედნიეროდ, ბრიუსელის და სხვა ზოგიერთი დედაქალაქის წარმომადგენლებს საქართველოს ხელისუფლებაში და კაბინეტებში არ დახვდნენ ბრიუსელის წინაშე ცალ ფეხზე მდგომი ადამიანები. არამედ, დახვდნენ ისინი, რომლებიც იცავენ საკუთარი ერის ინტერესებს და ეს არის ზუსტად შედეგი. ეს არის სიკეთე დამოუკიდებლობისა და თუ რა არის ფასი ცალ ფეხზე დგომის, ამას სხვა ქვეყნებში ვხედავთ ჩვენ, რომელიც ომის ქარცეცხლშია გახვეული და სამადლოდ აქვთ ახლა გადაქცეული ევროკავშირში რა ტემპით მიიღებენ, როდის რა მოლაპარაკებას გაუხსნიან და რა შედეგები ექნებათ“, - აღნიშნა მან.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1776348780

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციისთვის რევოლუციური სცენარის დაწერის მორიგ მცდელობაზე: ყველამ საკუთარ ქვეყანაში მოაწყოს რამდენი რევოლუციაც უნდა იმდენი. შეეშვან საქართველოს, საქართველოს არევას

ყველამ საკუთარ ქვეყანაში მოაწყოს რამდენი რევოლუციაც უნდა იმდენი. შეეშვან საქართველოს, საქართველოს არევას, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.მან იმედი გამოთქვა, რომ ჩეხეთის ხელისუფლება დაინტერესდება, ხომ არ იხარჯება ამ პროცესში სახელმწიფოს ფული.„თუკი ეს სიმართლეს შეესაბამება და წარსულის სამწუხარო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ არ არის ხოლმე რეალობას მოწყვეტილი ასეთი შემთხვევები, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებდა იმას, თუ რა არის დღევანდელობის ყველაზე დიდი ბოროტება. ყველაზე დიდი ბოროტება არის სუვერენიტეტის ჩუმი, თითქოს არა ძალადობრივი და ამავე დროს ყველაზე მზაკვრული ხელყოფა, როდესაც უცხო ცდილობს ხელი აფათუროს სხვა ერის, სხვა საზოგადოების ცხოვრებაში. ამაზე დიდი ბოროტება დღესდღეობით რთულია წარმოიდგინო, ვიდრე ის, რომ ქვეყნები, ჯგუფები თუ ადამიანები სხვა ერების ცხოვრების არევას ცდილობენ.მთავარი გამოწვევა დღეს მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ არის სწორედ გარე ჩარევები და ასეთი ჩარევები.ჩეხეთში, იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლება შეიცვალა, მე იმედი მაქვს, რომ ახალი ხელისუფლება დაინტერესდება სახელმწიფო დაფინანსება დგას თუ არა ამის უკან. ყველაფერს ჩავყვებით დეტალურად. არავის მივცემთ საშუალებას, რომ საკუთარი რევოლუციური გეგმები საქართველოში განახორციელოს. ყველამ საკუთარ ქვეყანაში მოაწყოს რამდენი რევოლუციაც უნდა იმდენი. შეეშვან საქართველოს, საქართველოს არევას. გვეყო წარსულში რაც ურიეს გარედან ჩვენი ხალხის ცხოვრება და რითაც დააზიანეს გარედან საქართველო. ყველა ზიანი, რაც კი გარედან მიგვიღია, მიგვიღია სწორედ ასეთი არამკითხე მოამბეების საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.ძველი მეთოდები ახალი ტრენერის შესრულებით - „ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს.„ქრონიკის“ ინფორმაციითვე, საქართველოში დაგეგმილ და მზადების პროცესში მყოფ არეულობაზე ინფორმაცია აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მათ შორის უცხოელი კოლეგების მხრიდან და ამ საკითხზე სამართლებრივ რეაგირებასაც აწარმოებს.

აშშ-მა სირიაში სამხედრო მისია დაასრულა

მსოფლიო 1776348240

აშშ-მა სირიაში სამხედრო მისია დაასრულა

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-მა სირიელ სამხედროებს კონტროლი გადასცა ჩრდილო-აღმოსავლეთ და სასაზღვრო ტერიტორიებზე, სადაც ამერიკელი სამხედროები ათ წელზე მეტი დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ.„სირიის მთავრობა მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატების გადაწყვეტილება სირიაში სამხედრო მისიის დასრულების შესახებ ასახავს საერთო შეფასებას, რომ ის გარემოებები, რომლებმაც თავდაპირველად განაპირობა ამერიკის სამხედრო ყოფნა სირიაში, კერძოდ, ისლამური სახელმწიფოს რეგიონული აღზევების წინააღმდეგ ბრძოლა, ფუნდამენტურად შეიცვალა. სირიის სახელმწიფო ახლა იმ პოზიციაშია, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობით, შიგნიდან უხელმძღვანელოს ტერორისტებთან ბრძოლას“, – აღნიშნულია სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.სამინისტრომ აღნიშნა, რომ ამერიკული ობიექტების გადაცემა მაღალი პროფესიონალიზმითა და სირიისა და ამერიკის მთავრობებს შორის სრული კოორდინაციით მოხდა, რაც ასახავს დამასკოსა და ვაშინგტონს შორის თეთრ სახლში პრეზიდენტის აჰმედ ალ-შარაასა და პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ისტორიული შეხვედრის შემდეგ ჩამოყალიბებული ურთიერთობების კონსტრუქციულ ხასიათს.

უეფა

სპორტი 1776348133

ბოლნისში უეფას III კატეგორიის შესაბამისი ახალი სტადიონის პროექტირება იწყება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, შესაბამისი ხელშეკრულება, კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა.მომსახურების  შესრულების  ვადად 8  თვე განისაზღვრა.ბოლნისის თანამედროვე სტანდარტების ბუნებრივსაფარიანი სტადიონი  4500 მაყურებელზე იქნება გათვლილი.ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა  საფეხბურთო მატჩებთან ერთად,  გათვალისწინებული უნდა იყოს რაგბის თამაშებისთვისაც.საერთაშორისო საფეხბურთო და სარაგბო  სტანდარტების მიხედვით, სტადიონზე უნდა მოწეყოს  გუნდებისა და მსაჯების გასახდელები, საშხაპეები, საკონფერენციო და სამედიცინო სივრცეები, მედია ცენტრი და კომერციული ობიექტები.პროექტის მიხედვით, სტადიონის ტერიტორიაზე გათვალისწინებული იქნება ავტოსადგომი, რომელიც ადაპტირებული იქნება  განსაკუთრებული საჭიროებების მქონე  პირებისთვის.ბოლნისის ახალი სტადიონი უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე სარწყავი, უსაფრთხოების,  განათებისა და ტრანსლაციისთვის საჭირო აუდიო-ვიზუალური სისტემებით.

ისრაელ კაცი

მსოფლიო 1776347997

თეირანს შეუძლია, აირჩიოს მომავლისკენ მიმავალი ხიდი ან იზოლაციისა და განადგურების უფსკრული - ისრაელ კაცი

 ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ირანი რთული არჩევანის წინაშე დგას.მისი თქმით, თეირანს შეუძლია, აირჩიოს „მომავლისკენ მიმავალი ხიდი ან იზოლაციისა და განადგურების უფსკრული“.„ირანი მეორეს თუ აირჩევს, სწრაფად აღმოაჩენს, რომ სამიზნეები, რომლისთვისაც აქამდე არ დაგვირტყამს, ბევრად უფრო მტკივნეულია, ვიდრე ისინი, რასაც უკვე დავარტყით“, – აღნიშნა ისრაელ კაცმა.„ესოშიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის მინისტრი შეეცადა, ლიბანში მებრძოლი დაჯგუფება „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო ოპერაცია ირანთან უფრო ფართო კონფრონტაციის ნაწილად წარმოეჩინა.