ვიდეოები

1714123131

VIDEO: „პრაიმ ჰაუსის“ სამი აუთსაიდერი მიმართვას ავრცელებს

ყველაზე რეიტინგული შოუ „პრაიმ ჰაუსი ALL STAR“ ერთგულ მაყურებელს სანახაობას არ აკლებს. ფინალური პროექტის მონაწილეები, გასული სეზონებიდან მაყურებლის ფავორიტები არიან. ახლა ყველა მათგანი მორიგი პირველობისთვის იბრძვის. რა ხდება „პრაიმჰაუსში“ და როგორი განწყობა აქვთ აუთსაიდერებს, ნახეთ ვიდეოში  

პრაიმ ჰაუსი ALL STAR

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ტიკტოკერი

მსოფლიო 1714198554

ბაღდადში ერაყელი TikTok-ვარსკვლავი ომ ფაჰადი მოკლეს

ბაღდადში ერაყელი TikTok-ვარსკვლავი ომ ფაჰადი მოკლეს. ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით BBC იტყობინება.ერაყის შსს-ს ინფორმაციით, „სოციალურ მედიაში ცნობილი ადამიანი უცნობმა თავდამსხმელებმა მოკლეს“. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.არსებული ინფორმაციით, ომ ფაჰადი (რეალური სახეილ ღუფრან სავადი) საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელმა შემთხვევის ადგილი მოტოციკლით დატოვა.ომ ფაჰადს TikTok-ზე პოპულარობა ცეკვის ვიდეოებმა მოუტანა. გასულ წელს მას „უზნეო ვიდეოების გამოქვეყნებისთვის“ ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი 1714197300

ერთი რამ, რაც ყველაზე მეტად გაბედნიერებთ მარტოობის დროს - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ერთი რამ, რაც ყველაზე მეტად გაბედნიერებთ მარტოობის დროს - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით :1. მერწყული - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს მარტო ყოფნის დროს ყველაზე მეტად რაიმის გამოცხობა, მომზადება აბედნიერებთ და ახალისებთ. ამ პროცესში მთელ თავიანთ ენერგიას და შემოქმედებით უნარს დებენ. 2. თევზები - თქვენ მარტო ყოფნის დროს ყველაზე მეტად სპა სალონში ვიზიტი გაგაბედნიერებთ. რელაქსაცია და განტვირთვა ყოველთვის გჭირდებათ. 3. ვერძი - თუ ისე მოხდა, რომ მარტო აღმოჩნდით, ყველაზე მეტად შემოქმედებითი საქმიანობით დაკავება გაგაბედნიერებთ. ასეთ დროს მოწყენილობისგან თავის დასაღწევად თქვენთვის საუკეთესო საშუალებაა ხატვა. მერე რა, თუ არ გეხერხებათ. 4. კურო - მარტო ყოფნის დროს დაკავდით ვარჯიშით, ირბინეთ, იყავით აქტიურები. ეს მარტო ყოფნის სევდას შეგიმსუბუქებთ და თავს მხიარულად, ბედნიერად იგრძნობთ. 5. ტყუპები - გიყვართ ფიქრი და საერთოდ, მარტოობაც ძალიან გხიბლავთ. ამ დროს გონებაში ათასი იდეა გიჩნდებათ. მარტო ყოფნის დროს კარგი იქნება თუ თქვენს ფიქრებს ფურცელზე გადაიტანთ, დაწერთ ემოციებისა და განცდების შესახებ. შესაძლოა საკუთარ თავში მწერალიც კი აღმოაჩინოთ. 6. კირჩხიბი - თქვენ ძალიან სენტიმენტალური ხართ. თქვენი მარტო ყოფნა არ შეიძლება. და თუ მაინც მოხდა ისე, რომ მარტო აღმოჩნდით, სასწრაფოდ იპოვეთ ისეთი ადამიანი, რომელიც თქვენს მარტოობას ბოლოს მოუღებს. არ არსებობს ისეთი საქმე, რომელიც მარტო ყოფნისას გაგაბედნიერებთ. 7. ლომი - მთავარია უსაქმოდ არ იყოთ. ნებისმიერი აქტივობა ბედნიერებას მოგანიჭებთ. დაალაგეთ საკუთარი ოთახი, დახატეთ, წაიკითხეთ წიგნი. თქვენ არ მიეკუთვნებით იმ ადამიანებს, რომლებიც მარტო ყოფნისას იწყენენ. 8. ქალწული - თუ მარტო ხართ, მოშორდით კომპიუტერს, ჩაკეტილ სივრცეს და წადით ბუნების წიაღში. გადაუღეთ ფოტოები ლამაზ ხედებს. ეს ყველაზე მეტად გაგაბედნიერებთ. 9. სასწორი - მარტო ყოფნისას დაკავდით იოგით. ამ მეთოდით ცხოვრებაში ბალანსს უფრო მარტივად იპოვით და თავს ბედნიერად იგრძნობთ. 10. მორიელი - თქვენთვის სხვადასხვა აქტივობებით სრულიად მარტო დაკავება არასოდესაა პრობლემა. მარტო ყოფნის დროს წადით კინოში, ესეც კი დიდ ბედნიერებას მოგანიჭებთ და სრულებით არ იგრძნობთ დისკომფორტს მარტოობის გამო. 11. მშვილდოსანი - საერთოდ, მარტოობა არ გიყვართ და ადამიანებთან ურთიერთობა გაბედნიერებთ ყველაზე მეტად, მაგრამ ზოგჯერ არის მომენტები, როცა საკუთარ თავთან გინდათ დარჩენა. ასეთ დროს თქვენთვის საუკეთესო აქტივობა იქნება სადმე, ბუნებაში წასვლა და ლამაზი ხედებით ტკბობა. 12. თხის რქა - მარტო ყოფნის დროს შეგიძლიათ რაიმე ახალი ჰობით დაკავდეთ. მაგალითად, მებაღეობით, ფოტოგრაფიით. ამით დიდ შვებას იგრძნობთ, ყოველდღიურ რუტინას თავს დააღწევთ და ბედნიერი იქნებით.

Apple-

მსოფლიო 1714196580

Apple-ი ახალ პროდუქციას 7 მაისს წარადგენს

კორპორაციამ Apple სოციალური ღონისძიება Let Loose დააანონსა, რომელზეც ახალ პროდუქციას წარადგენს. ამის შესახებ The Verge-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ეს 7 მაისს მოხდება. Apple-ს ახალი პროდუქციის შესახებ დეტალები არ გაუვრცელებია, თუმცა სავარაუდოდ პრეზენტაციაზე წარდგენილი იქნება ახალი პლანშეტები​ და აქსესუარები.გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ახალ iPad Pro-ზე, iPad Air-ზე, Apple Pencil-ზე და Magic Keyboard-ზე. 

ღარიბაშვილი

პოლიტიკა 1714194600

ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად დღეს მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დღეს მცხეთაში მცხეთა-მთიანეთის მხარის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდებიან.შეხვედრა სამხედროს ქ. 9-ში, მცხეთის კულტურის სახლში 13:00 საათზე დაიწყება. ღონისძიებას დაესწრება სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე.„ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. შეხვედრები გაიმართა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის და შიდა ქართლის მხარეში. ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება.

დაშორება ზოდიაქო

ჰოროსკოპი 1714168715

მინიშნებები, რომლითაც მიხვდებით, რომ დაშორების დროა - რჩევა ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი – როდესაც ყველაფერი კონკურენცია ხდებავერძებს უყვართ გამოწვევები. გახსოვთ როგორი მიმზიდველი იყო, როდესაც თქვენი გულის დაპყრობას ცდილობდა? ახლა კი გამუდმებით „იბრძვით“ რომელი ფილმი უნდა ნახოთ და რომელ კაფეში წახვიდეთ. დიახ, როდესაც ვერძი თქვენთან კონკურენციას დაიწყებს და ისე მოგექცევათ, როგორც მეტოქეს, დაშორების დრო დგება.კურო – როდესაც აღარ არის აღფრთოვანებულიკუროები, ძირითადად, მშვიდი და მოსიყვარულე ხალხია, რომელთან ჩახუტებაც სასიყვარულო ენაა. მაგრამ თუ თქვენი კურო აღარ არის თქვენთან ჩახუტებით აღფრთოვანებული და თქვენს მიმართაც დაკარგა ნაზი გრძნობების გამოხატვის უნარი, მაშინ დროა აღიაროთ, რომ ახლა, დაშორების დროა.ტყუპები – როდესაც ის ჩუმდებატყუპებს უყვართ ყველაფერზე საუბარი, იქნება ეს უინტერესო ჭორები თუ ბავშვობის მხიარული მოგონებები; ამინდი თუ მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. თუ თქვენმა ტყუპმა კომუნიკაცია უბრალოდ შეწყვიტა და საათობით საუბარი „ყველაფერზე და არაფერზე“ უკვე მოგონებად გადაიქცა, დროა ფაქტს თვალი გაუსწოროთ და ურთიერთობა დაასრულოთ.კირჩხიბი – როდესაც ემოციურ მხარდაჭერას სხვისგან იღებენკირჩხიბებს მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი კავშირის ქვაკუთხედი, ემოციური მხარდაჭერაა. ურთიერთობაში მათ სურთ გაგიზიარონ ყველა გრძნობა და მოისმინონ თქვენი გულის ნადებიც. როგორც კი ის შეწყვიტავს ემოციებისა და გრძნობების გამომჟღავნებას, ესაა ნიშანი, რომ თქვენ აღარ ხართ მათი ადამიანი. ეს ურთიერთობა კი უკვე დასრულებულია.ლომი – როდესაც თქვენი სექსუალური ცხოვრება დასრულდებალომები რომანტიკული და სენსუალური ნიშანია. სექსი მათთვის არის შესაძლებლობა იგრძნონ, რომ ისინი თქვენი სამყაროს ცენტრები არიან. თუ მათ აღარ აინტერესებთ თქვენთან სექსი, ეს ნიშნავს, რომ მათ აღარც თქვენი პიროვნება აღარ აინტერესებს. ეს კი დასასრულის დასაწყისია.ქალწული – როდესაც აღარ გეგმავენ თქვენს მომავალსქალწულებს უყვართ გეგმები: ისინი გამუდმებით ფიქრობენ და გეგმავენ, შემდეგ ბრუნდებიან და ყველაფრს გადასინჯავენ, თანაც სამჯერ. როდესაც საქმე ურთიერთობებს ეხება, ისინი დიდხანს ფიქრობენ. ისინი გეგმავენ სად ივახშმებთ მომდევნო სამშაბათს, რას დაათვალიერებთ პანდემიის დასრულებისთანავე და რას შეიძენთ მომდევნო ხელფასზე. მაგრამ იმ მომენტში, როდესაც ქალწული თქვენთვის გეგმების დასახვას შეწყვეტს, დადგება დრო ეს ურთიერთობა დაასრულოთ. ნახეთ სრულად