ვიდეოები

1714111122

VIDEO: „გოგოა, თუ ბიჭი” – ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი ბედნიერ მომენტებს გვიზიარებენ

პროდიუსერი ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი მეორე შვილს ელოდებიან.წყვილმა მეგობრები და ახლობლები გამოკითხა, თუ რას ფიქრობენ გოგოა თუ ბიჭი.კადრები ბედნიერებით არის სავსე და დადებით განწყობას გვიქმნის.ცნობისთვის, წყვილს ერთი შვილი ანნა სულაბერიძე ჰყავს.            View this post on Instagram                       A post shared by Noe Sulaberidze (@noesulaberidze)

ნოე და ჯანეტი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ოზურგეთში, იაკობ შემოქმედელის ქუჩიდან - სოფელ მელექედურის ცენტრამდე დამაკავშირებელ გზას სრული რეაბილიტაცია უტარდება

რეგიონი 1714115661

ოზურგეთში, იაკობ შემოქმედელის ქუჩიდან - სოფელ მელექედურის ცენტრამდე დამაკავშირებელ გზას სრული რეაბილიტაცია უტარდება

ოზურგეთში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის თანადაფინანსებით, იაკობ შემოქმედელის ქუჩიდან - სოფელ მელექედურის ცენტრამდე დამაკავშირებელ გზას სრული რეაბილიტაცია უტარდება.მიმდინარე სამუშაოებს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილესთან, ნიკა ბოლქვაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო.„ვასრულებთ კიდევ ერთ პირობას, რომელიც საზოგადოებას მივეცით - ვაკეთებთ ი. შემოქმედელის ქუჩიდან - სოფ. მელექედურის ცენტრამდე დამაკავშირებელ გზის სრულ რეაბილიტაციას. პროექტის ფარგლებში მოეწყობა 1 500 მეტრი სიგრძის გზა, ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე არხები. სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 853 534 ლარს შეადგენს, მიმდინარე წლის ივნისის თვეში დასრულდება. მადლობას ვუხდი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისთვის,“- აღნიშნა მერმა. 

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო სექტორის 250-მდე წარმომადგენელი გადაამზადა

საზოგადოება 1714115187

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო სექტორის 250-მდე წარმომადგენელი გადაამზადა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტრენინგებს აგრძელებს. ”პირველი  დახმარება“-სასწავლო კურსი ტურიზმის სექტორის 250-მე წარმომადგენლისათვის გაიმართა.  ტრენინგში გიდები, ტუროპერატორები, სასტუმროების თანამშრომლები და ტურიზმის სფეროში დასაქმებული პირები მონაწილეობდნენ.სასწავლო კურსი თბილისში, გორში, კასპში, ქუთაისში, ყვარელში, ამბროლაურში, ზუგდიდში, ახალციხესა და მესტიაში ჩატარდა.ტრენინგის ყველა მონაწილეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სერტიფიკატი გადაეცა.„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით წითელი ჯვარი ატარებს პირველი დახმარების ტრენინგს, ჩვენი მიზანია ვასწავლოთ მონაწილეებს თუ როგორ უნდა გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე. პირველი დახმარების ცოდნა აუცილებელია როგორც ტურიზმის სექტორისთვის, ასევე ნებისმიერი მოქალაქისთვის“,-აცხადებს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენელი ირაკლი წურწუმია.„როდესაც ადამიანს გადაუდებელი დახმარება ესაჭიროება თითოეული წამი მნიშვნელოვანია, შესაბამისად აუცილებელია ვიცოდეთ რა მანიპულაციები უნდა ჩავატაროთ, რომ ადამიანს სიცოცხლე შევუნარჩუნოთ სასწრაფო დახმარების მოსვლამდე. ეს ტრენინგი სასიცოცხლოდ აუცილებელია ვინც ტურიზმის და მასპინძლობის ინდუსტრიაშია, რადგან ჩვენ ყოველდღე ძალიან ბევრ ადამიანთან გვიწევს შეხება. ძალიან მოხარული ვარ რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ამ ტრენინგს ვესწრები. ძალიან ხშირად ადმინისტრაციის მიერ ტარდება ისეთი კურსები, რომელიც გვჭირდება ტურიზმის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს“,-ამბობს ტრენინგის მონაწილე ნათია გოგუაძე.ტრენინგი შემდეგ თემატიკას მოიცავდა:პირველი დახმარების ძირითადი პრინციპები და პირადი უსაფრთხოება.პირველი დახმარება გულის გაჩერების დროს (გულ-ფილტვის რეანიმაცია).პირველი დახმარება უცხო სხეულების გადაცდენის დროს სასუნთქ გზებში.პირველი დახმარება ჭრილობის (მათ შორის დამწვრობის და ნაკბენების დროს - კონტექსტიდან გამომდინარე).პირველი დახმარება სისხლდენის დროს.პირველი დახმარება სხეულის დაზიანების დროს და დაზარალებულის გადაყვანა (გადაადგილება უსაფრთხოდ).სხვა გადაუდებელი მდგომარეობები (გულის წასვლა, გულყრა, ზედოზირება/მოწამვლა და სხვ.)

რადოსლავ სიკორსკი

ომი უკრაინაში 1714114502

პუტინს შეუძლია, უკრაინაში დაწყებული ომი ხუთ წუთში დაასრულოს - რადოსლავ სიკორსკი

ვლადიმერ პუტინს შეუძლია, უკრაინაში დაწყებული ომი ხუთ წუთში დაასრულოს, რუსეთის თავდაცვის მინისტრთან, სერგეი შოიგუსთან ერთი სატელეფონო ზარით, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ სეიმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.ერთ-ერთმა პოლონელმა პარლამენტარმა ჰკითხა სიკორსკის, აქვს თუ არა პოლონეთს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების სცენარები?„დიახ, ეს შეიძლება, მოხდეს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების აღდგენით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ე.წ. მშვიდობის ფორმულის შესაბამისად“,- განაცხადა სიკორსკიმ.ამასთან, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეუძლია ომის დასრულება ხუთ წუთში, ერთი სატელეფონო ზარით შოიგუსთან სიტყვებით: „ჩვენ გაგვყავს ჯარები უკრაინიდან“.„სამწუხაროდ, უკრაინა ომს ერთი სატელეფონო ზარით ვერ დაასრულებს, ეს არის დიდი განსხვავება“, – განაცხადა სიკორსკიმ.სეიმში სიტყვით გამოსვლისას სიკორსკიმ აღნიშნა, რომ რუსი ლიდერები და პროპაგანდისტები ცდილობენ პოლონეთსა და უკრაინელებს შორის კონფლიქტის პროვოცირებას.

პროკურატურა

სამართალი 1714114382

პროკურატურამ როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგამოძიებო განყოფილების ყოფილი უფროსის მიმართ დაიწყო.პროკურატურის მიერ ჩატარებული  გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თანამშრომლები, ამავე დეპარტამენტის საგამოძიებო განყოფილების უფროსის დახმარებით და ხელშეწყობით, თითქოსდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით, ქალაქ ბათუმში, კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას, "კუდ"-ის თანამშრომლები როინ შავაძეს ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ. ძალადობის შედეგად როინ შავაძემ სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო.სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონებადაკარგული როინ შავაძე ავტომობილით შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს და აჭარა-გურიის საზღვართან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოკლეს.მოგვიანებით როინ შავაძის უკანონო დაკავების ფორმალურ-სამართლებრივი საფუძვლის შესაქმნელად, „კუდ“-ის საგამოძიებო ნაწილის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგამოძიებო განყოფილების უფროსის დახმარებით და ხელშეწყობით, შედგა ყალბი დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი, სადაც მიეთითა, თითქოსდა როინ შავაძეს დაკავებისას ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,147-ე მუხლით (უკანონო დაკავებაში დახმარება) დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა ჯამში 12 პირის მიმართ დაიწყო, საიდანაც 10 პირის მიმართ უკვე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, მათ შორის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის და ერთი სპეცრაზმელის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილა და ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის და მხილების მიზნით.

შვედეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც სქესის შეცვლა 18 წლის ნაცვლად უკვე 16 წლიდან იქნება შესაძლებელი

პოლიტიკა 1714113911

შვედეთი სქესის შეცვლას ამარტივებს

შვედეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც გაუმარტივებს ადამიანებს კანონიერი სქესის შეცვლას - კერძოდ, სქესის შეცვლა 18 წლის ნაცვლად უკვე 16 წლიდან იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.შვედეთში სქესის შეცვლა 1972 წლიდან არის ნებადართული, თუმცა ეს პროცესი წლების განმავლობაში გრძელდებოდა და საჭირო იყო გენდერული დისფორიის დიაგნოზის დასმა ექიმის მხრიდან.ახალი კანონი, რომელიც მომავალი წლიდან ამოქმედება, საკმარისი იქნება უფრო ხანმოკლე კონსულტაცია ექიმთან ან ფსიქოლოგთან და ასევე ნებართვის მიღება ჯანდაცვის ეროვნული ბორდისგან.ახალი კანონი ასევე განაცალკევებს კანონიერი სქესის შეცვლასა და სქესის შეცვლის სამედიცინო პროცედურას, რომელსაც კვლავ ხანგრძლივი შეფასება დასჭირდება.კანონის მომხრეები ამბობდენ, რომ არსებული კანონის მოდერნიზაცია დაუახლოვებს შვედეთს მის სკანდინავიელ მეზობლებსა და სხვა ევროპულ ქვეყნებს, სადაც უკვე არსებობს ადამიანების მიერ საკუთარი კანონიერი სქესის განსაზღვრის სისტემები.ბოლო გამოკითხვების თანახმად, შვედების 59% ამ წინადადებას ცუდს ან ძალიან ცუდს უწოდებს, ხოლო 22% ინიციატივას დადებითად აფასებს.ფოტო: Reuters