შსს რუსთავში ორი მამაკაცის დაჭრის ფაქტს იძიებს

12:48 06-11-2018
46

რუსთავში ორი მამაკაცი დაჭრეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, სადაც "პრაიმტაიმს" განუმარტეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

დანაშაულში ბრალდებული პირი ჯერჯერობით დაკავებული არ არის. 

რაც შეეხება დაშავებულებს, ერთ-ერთი მათგანი სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს, მეორე კი კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.