ვიდეოები

1714123131

VIDEO: „პრაიმ ჰაუსის“ სამი აუთსაიდერი მიმართვას ავრცელებს

ყველაზე რეიტინგული შოუ „პრაიმ ჰაუსი ALL STAR“ ერთგულ მაყურებელს სანახაობას არ აკლებს. ფინალური პროექტის მონაწილეები, გასული სეზონებიდან მაყურებლის ფავორიტები არიან. ახლა ყველა მათგანი მორიგი პირველობისთვის იბრძვის. რა ხდება „პრაიმჰაუსში“ და როგორი განწყობა აქვთ აუთსაიდერებს, ნახეთ ვიდეოში  

პრაიმ ჰაუსი ALL STAR

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ვალუტის კურსი

ფინანსები 1714166062

ვალუტის კურსი შეიცვალა - რა ეღირება დოლარი და ევრო უქმეებზე

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6760 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.6859 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0099 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8713 ლარია. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 2.8804 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0091 ლარი შეადგინა

გიო დიასა

ტაბლოიდი 1714164550

დიასას პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც „პრაიმ ჰაუსში“ ხალხის რჩეული გახდა

მაყურებლის გადაწყვეტილებით, „პრაიმ ჰაუსში“ ხმის ლიდერი გიორგი დიასამიძე გახდა. გთავაზობთ მის პირველ კომენტარს:„ძალიან მიყვარხართ, ყველაზე მაგრები ხართ,“ - იყო დიასას ემოციები.

სალომე ნიკო

ტაბლოიდი 1714164402

ნიკოს და სალომეს პირველი კომენტარი „პრაიმ ჰაუსში“ დარჩენის შემდეგ

„პრაიმ ჰაუსის“ გადაწყვეტილებით, გამარჯვებისთვის ბრძოლას ნიკოლოზ ქართველი და სალომე უშხვანი აგრძელებენ.გთავაზობთ სალომეს პირველ კომენტარს:„ძალიან დიდი მადლობა პროექტს. ალბათ დაინახეს, რომ ამ ეტაპზე გასაშვები არ ვიყავი. ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც ერთი ზარი მაინც გამოუშვა,“ - თქვა სალომე უშხვანმა.

მერიემი

ტაბლოიდი 1714164298

მერიემის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც „პრაიმ ჰაუსს“ გამოეთიშა

„პრაიმ ჰაუსი“ პირველმა აუტსაიდერმა უკვე დატოვა.რეალით შოუს მერიემ გოგაშვილი გამოეთიშა.გთავაზობთ მერიემის პირველ კომენტარს:,,არ გავკეთებ კომენტარს, არ ვიტყვი არაფერს" - ამბობს მერიემი

"პრაიმ ჰაუსი-All Star"

ტაბლოიდი 1714163825

ცნობილია, ვინ დატოვა „პრაიმ ჰაუსი“

„პრაიმ ჰაუსი“ პირველმა აუტსაიდერმა უკვე დატოვა.რეალით შოუს მერიემ გოგაშვილი გამოეთიშა.მაყურებლის რჩეული დიასა გახდა.პროექტის გადაწყვეტილებით, გამარჯვებისთვის ბრძოლას სალომე უშხვანი და ნიკოლოზ ქართველი აგრძელებენ.