თელავში მამაკაცი მოკლეს

22:23 05-26-2018
28

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში 63 წლის მამაკაცი მოკლეს. როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, 26 მაისს, 1974 წელს დაბადებულმა მ.გ.-მ თელავის რაიონის სოფელ რუისპირში შურისძიების მოტივით 1955 წელს დაბადებულ ა.პ-ს დანით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მ.გ. პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში დააკავა. გამოძიება მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.