იქმნება არასამეწარმეო იურიდიული პირი, რათა, პენსიონრებმა მნიშვნელოვნად ნაკლებ ფასად შეიძინონ მედიკამენტები

11:30 05-03-2018
18

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ფუძნდება არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც მოსახლეობას ქრონიკული დაავადებებისთვის მედიკამენტების ნაკლებ ფასად შეძენაში დაეხმარება:

“იქმნება არასამეწარმეო იურიდიული პირი - პარტნიორობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვისთვის. 2013 წელს, როდესაც საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დაინერგა, ჩვენმა მოსახლეობამ მნიშვნელოვანი შვება მიიღო, თუმცა სულ პრობლემად რჩებოდა ქრონიკული დაავადებებისთვის მედიკამენტების შეძენა. ამ ინიციატივით მნიშვნელოვნად გაადვილდება ამ პრობლემის მოგვარება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ფორმატი პირველ ეტაპზე, წელსვე მოგვცემს საშუალებას, რომ პენსიონერებმა მნიშვნელოვნად ნაკლებ ფასად შეიძინონ ის მედიკამენტები, რაც მათ ყოველდღიურად სჭირდებათ. ეს არის არამომგებიანი ორგანიზაცია, ეს არის არასამეწარმეო იურიდიული პირი და ითვალისწინებს საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის პარტნიორობას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის მოწოდებით, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საკითხზე ვრცელი განმარტებას გააკეთებს.

ავტორი: ნინო რაზმაძე