„ვიზალიბერალიზაციის შეჩერების რისკი არსებობს“ - ექსპერტი გია ხუხაშვილი

13:08 02-19-2018
20

როგორც ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა „პრაიმთაიმთან“ საუბრის დროს აღნიშნა , ვიზალიბერალიზაციის შეჩერების რისკი არსებობს და ხელისუფლებას ეს რისკები თავიდანვე უნდა გაეთვალისწინებინა.

„ვიზალიბერალიზაციის შეჩერების რისკი არსებობს და არსებობდა თავიდან. სამწუხაროდ ხელისუფლებამ ეს არ გაითვალისწინა და თავიდანვე არ ჩაატარა პრევენტული სამუშაოები, რაც ორ მთავარ რამეში გამოიხატებოდა. პირველი, რომ  ადამიანებისთვის კარგად უნდა აეხსნა ხელისუფლებას თუ რა რისკებს უკავშირდებოდა უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დარღვევა და მეორე, სოციალური რისკები ქვეყანაში იმდენად მაღალია, რომ ბევრი ადამიანისთვის სასიცოცხლოთ მნიშვნელოვანია ამ ნაბიჯის გადადგმა და ამ რისკებსაც კი არ ეგუებიან“ - აღნიშნა ექსპერტმა.

მისივე თქმით ამის პრევენცია უნდა მოხდეს რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის ქვეყნის შიგნით სანქციების გამკაცრებით და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებით.

„ამის პრევენცია უნდა მომხდეს რამდენიმე მიმართულებით. პირველი ნაბიჯი არის, რომ დეპორტაციასთან დაკავშირებით,  სანქციები უნდა გამკაცრდეს ქვეყნის შიგნით და მეორე გახლავთ ის, რომ ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა უნდა გაუმობესდეს იმდენად, რომ ადამიანებს, ამ ნაბიჯების გადადგმის სურვილი აღარ გაუჩდეს“ - დასძინა მან.

ავტორი: საბა ხვიჩია