"ფსკერამდე დასულმა ამოყვინთა და ეს ყველაფერი მისთვის, მხოლოდ გასავლელი გზაა" - ჟორჟოლიანი სააკაშვილზე

15:08 02-13-2018
47

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი საქართველოს ექსპრეზიდენტის და ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

"არცერთი პოსტი არ შემხვედრია, რომელიც სიხარულს გამოხატავდა მიშას დაკავებაზე. ან, ჩემი მეგობრების წრე შეიცვალა, ან, თავად მეგობრები. ორივე შემთხვევაში შედეგი მახარებს. რაც შეეხება მიშას, ფსკერამდე დასულმა ამოყვინთა და ეს ყველაფერი მისთვის, მხოლოდ გასავლელი გზაა. ძალიან ვგულშემატკივრობ და ჯანმრთელობას ვუსურვებ! დანარჩენს თვითონ მიხედავს", - წერს ჟორჟოლიანი.