ლევან იზორია: როცა ყოფილი პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი დგება და ეს გამყარებულია მტკიცებულებებით სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი ასეთი მაგალითებით უფრო მტკიცდება

13:12 02-13-2018
11

,,როცა აღნიშნული თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დგება და ეს გამყარებულია მტკიცებულებებით სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი ასეთი მაგალითებით უფრო მტკიცდება",- ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მიხეილ სააკაშვილის 
დაკავებისა და პოლონეთში ექსტრადირების საკითხს. ლევან იზორიას თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და როცა არსებობს მტკიცებულებები კანონის წინაშე ყველამ პასუხი უნდა აგოს. 

,,პროკურატურა აქტიურად მუშაობდა იმ მიმართულებით, რომ შეეგროვებინა მყარი მტკიცებულებები იმისთვის, რომ ბრალი წაეყენებინათ ყოფილი პრეზიდენტისთვის. ბრალი არის მძიმე და იყო კარგი საფუძველი რომ პროკურატურას ექსტრადირება მოეთხოვა. ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც კანონის წინაშე როგორც პრეზიდენტი არის თანასწორი და როცა არსებობს დანაშაულის ფაქტი ყველამ უნდა აგოს პასუხი. როცა აღნიშნული თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დგება და ეს გამყარებულია მტკიცებულებებით სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი ასეთი მაგალითებით უფრო მტკიცდება",- განაცხადა ლევან იზორიამ.