ვიდეოები

1714474137

VIDEO: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მიმდინარე კვირაში ფინანსურად და პირად ურთიერთობაში კარგი პერიოდი ექნებათ

მნიშვნელოვანი და საყურადღებო მოვლენები, რომლებიც მიმდინარე კვირაში უნდა გავითვალისწინოთ - ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას პროგნოზი ზოდიაქოს თორმეტი ნიშნისთვის: ვრცლად ↓

ფული

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

გიორგი ძოწენიძე

საზოგადოება 1714749994

„პირველი გოგო რომ შემეძინა, მოლოცვისას რამდენიმემ მითხრა, არა უშავს, გოგო რომ გეყოლაო…” - გიორგი ძოწენიძე

გიორგი ძოწენიძე და მია მაჩაბელი მეორე შვილს ელოდებიან, პირველი გოგონაა, ანიტა, მეორე პატარას სქესი კი წყვილმა უკვე იცის. „ურსას“ სოლისტი ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება ამ მოლოდინის შესახებ:„მეორე ბავშვს ველოდებით სექტემბერში. ამჯერად ბიჭია. როდესაც დაოჯახებული ხარ და ცოლ-შვილი გყავს, შენი ცხოვრებისეული მოტივაცია ძალიან ძლიერია.პირველი გოგო რომ შემეძინა, მოლოცვისას რამდენიმემ მითხრა, არა უშავს, გოგო რომ გეყოლაო. ეს დამოკიდებულება ძალიან არ მომწონს…მინდა, შვილის დაბადებას დავესწრო, მეორე შვილს სექტემბერში ველოდებით და სექტემბერში ასევე გასტროლები გვაქვს გერმანიაში. დიდი იმედი მაქვს, ისეთ დროს დაემთხვევა ჩემი შვილის დაბადება, როცა გასტროლებზე არ ვიქნები. შვილის დაბადების მომენტის ყურება ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი წამებია…“

თავის ტკივილი

რჩევები 1714749951

რა იწვევს ბავშვებში თავის ტკივილს – ინგა მამუჩიშვილი ყველაზე ხშირ მიზეზებს ასახელებს

ექიმი-პედიატრი ინგა მამუჩიშვილი გამომწერებისთვის ავრცელებს ინფორმაციას, სადაც აღნიშნულია, რა შეიძლება იყოს ბავშვებს შორის თავის ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზები:„რა შეიძლება, იყოს ბავშვებში თავის ტკივილის უხშირესი მიზეზი? დიდხანს ყოფნა დახურულ სივრცეში (ჰიპოქსია), ხანგრძლივი მეცადინეობა, გონების დაძაბვა, გაჯეტებთან არარეგლამენტირებული ურთიერთობა, ფიქსირებული ან არასწორი პოზა ჯდომის ან წოლის დროს, რაც ართულებს სისხლძარღვებში სისხლის მიწოდებას, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, ემოციური და ინფორმაციული სტრესი, ტემპერატურის მატება, პარანაზალური წიაღების ანთებითი პროცესი ! თუ ჩივილი ხშირია, აუცილებლად მიმართეთ ექიმს  ჯანმრთელობა ჩვენს პატარებს…“,-წერს ექიმი-პედიატრი. 

დავით კაჭარავა

პოლიტიკა 1714749374

დავით კაჭარავა - რაც უფრო გამჭვირვალეა ფინანსები, მით უფრო კარგად კეთდება საქმე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს საქართველოს ინტერესია, ჩვენ კიდევ არ ვაპირებთ, საქართველოს ინტერესს გადავუხვიოთ

„კანონთან დაკავშირებით ბევრჯერ ვისაუბრე. ჩემი პოზიცია ბევრჯერ მაქვს დაფიქსირებული. ეს არის ქართული კანონი, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“-ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით კაჭარავამ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც კაჭარავამ აღნიშნა, „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება საქართველოს ინტერესშია. „ძალიან მარტივია ფორმულა- რაც უფრო გამჭვირვალეა ფინანსები, მით უმეტეს, ფინანსები, რომელიც უცხო ქვეყნიდან მომდინარეობს, მით უფრო კარგად კეთდება საქმე. რაც უფრო დაიხურება ეს ყველაფერი და სიბნელით იქნება გარემოცული, მაშინ ჩვენ არ გვექნება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ბნელ საქმეებს შეიძლება ეს [თანხები] ხმარდებოდეს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ ამ გზით ვივლით, ეს საქართველოს ინტერესია და ჩვენ კიდევ არ ვაპირებთ, რომ საქართველოს ინტერესს გადავუხვიოთ“-განაცხადა დავით კაჭარავამ.

ცაგერის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ

რეგიონი 1714749234

ცაგერის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, მოადგილეებთან- ქრისტინა კობახიძესთან, ალუდა თუთისანთან, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან ზალკალიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სააღდგომო საჩუქრები გადასცა ლაჯანის  უფასო სასადილოს ბენეფიციარებს, აგრეთვე გაეცნო იქ არსებულ პირობებს და სასადილოს დასრულებული სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა.შეგახსენებთ, რომ სოფელ ლაჯანის უფასო სასადილოს სარემონტო სამუშაოების განხორციელების შედეგად შენობაში მოეწყო სამზარეულო, სველი წერტილები და განახლებული სასადილო დარბაზი. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 21 999 ლარი შეადგინა.მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა წინასააღდგომოდ ცაგერის უფასო სასადილოს ბენეფიციარებიც მოინახულეს.ორივე სასადილო 103 სოციალურად დაუცველ ბენეფიციარს უფასო კვებით ემსახურება.

სახლი

მსოფლიო 1714748955

ფილტვის კიბოს წამყვანი მიზეზი შეიძლება დამალული იყოს თქვენს სახლში

მოსახლეობის უმეტესობას ალბათ არ გაუკეთებია საკუთარ სახლებში ტესტირება რადონის არსებობაზე - უსუნო გაზზე, რომელიც იწვევს კიბოს.რადონი არის „უხილავი რადიოაქტიური გაზი“, რომელიც ბუნებრივად გამოიყოფა ქანებიდან და ნიადაგიდან. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანახმად, ის ფილტვის კიბოს მეორე წამყვანი მიზეზია სიგარეტის მოწევის შემდეგ.ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბოს ყოვლისმომცველი ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, გაზი შეიძლება მოხვდეს სახლებში მცირე ბზარებიდან, ამბობს CDC .რადონის რადიოაქტიურმა ნაწილაკებმა „შეიძლება დააზიანოს ფილტვის უჯრედები“, ამბობს კიბოს ეროვნული ინსტიტუტი .CDC ამბობს, რომ თქვენ უნდა შეამოწმოთ თქვენი სახლი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკეთებთ რემონტს ან დიდ დროს ატარებთ დაბალ დონეზე, მაგალითად სარდაფში.