საქართველოში წითელას 102 შემთხვევა დაფიქსირდა - 29 იანვრის მდგომარეობა

14:42 01-30-2018
83
თეგები: წითელა

2018 წლის 30 იანვარს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გაიმართა პრესკონფერენცია თემაზე  - წითელას შემთხვევების ზრდა და იმუნიზაციის საკითხები. პრესკონფერენციას დაესწრნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, მოადგილეები და დარგის ექსპერტები.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ 29 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში უკვე აღირიცხა წითელას 102 შემთხვევა, მათ შორის აჭარაში - 86.

მისივე ინფორმაციით ქობულეთსა და ხელვაჩაურში 14 შემთხვევა დაფიქსირდა, ბათუმში -52, ქედაში - 3, ხულოში - 2, ხოლო შუახევში კი - 1.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ
მა ცენტრმა, გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ წითელა ერთ-ერთი ყველაზე გადამდები დაავადებაა. ვირუსთან კონტაქტის შემდეგ ავადდება იმუნიტეტის არმქონე ინდივიდების 90%-ზე მეტი.

განცხადების მიხედვით წითელას ერთ-ერთი დიდი აფეთქება აღინიშნა 2013-2015 წლებში, როცა დაავადდა 11 000 მეტი ადამიანი, უპირატესად მოზრდილები და 5 წლამდე ასაკის ბავშვები. აღნიშნული აფეთქებისას ლეტალურად დასრულდა 4 შემთხვევა.

ასევე გასული წლის მონაცემებით, წითელას ეპიდაფეთქებები დაფიქსირდა ევროპის რეგიონში, აღირიცხა 14 939 წითელას შემთხვევა, 34 დასრულდა ლეტალურად.

საქართველოში წითელას შემთხვევების ზრდა კვლავ აღინიშნა 2017 წლიდან. 2018 წელს, 29 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში უკვე აღირიცხა წითელას 102 შემთხვევა, მათ შორის აჭარაში 86”, - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.

ავტორი: საბა ხვიჩია