ვიდეოები

1714123131

VIDEO: „პრაიმ ჰაუსის“ სამი აუთსაიდერი მიმართვას ავრცელებს

ყველაზე რეიტინგული შოუ „პრაიმ ჰაუსი ALL STAR“ ერთგულ მაყურებელს სანახაობას არ აკლებს. ფინალური პროექტის მონაწილეები, გასული სეზონებიდან მაყურებლის ფავორიტები არიან. ახლა ყველა მათგანი მორიგი პირველობისთვის იბრძვის. რა ხდება „პრაიმჰაუსში“ და როგორი განწყობა აქვთ აუთსაიდერებს, ნახეთ ვიდეოში  

პრაიმ ჰაუსი ALL STAR

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ჯანდაცვა

ჯანდაცვა 1714290421

მიხეილ სარჯველაძე გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელთან მარიამ ბანძელაძესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.უწყების ხელმძღვანელმა მარიამ ბანძელაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.შეხვედრაზე მხარეებმა ჯანდაცვის სამინისტროსა და გაეროს მოსახლეობის ფონდს შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ ურთიერთობებზე ისაუბრეს.განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგიასა და ანტენატალური მომსახურების რეგიონალიზაციის ღონისძიებების შემუშავებაზე. განიხილეს კიბოს ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის სერვისებით მოცვის გაფართოება.მიხეილ სარჯველაძემ გაეროს მოსახლეობის ფონდს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე დაგანხორციელებული პროექტების აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ექიმები

მსოფლიო 1714290351

მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან

ექიმებმა უკვე ასობით პაციენტზე დაიწყეს მელანომის ვაქცინის გამოცდა, რომელიც ცალკეულ ინდივიდებზეა მორგებული და მსოფლიოში ამ ტიპის პირველი ვაქცინაა. ექსპერტთა შეფასებით, მკურნალობის ეს მეთოდი კიბოს განკურნების კუთხით რევოლუციური შეიძლება აღმოჩნდეს.მელანომა წელიწადში დაახლოებით 132 ათას ადამიანს აწუხებს გლობალურად და კანის კიბოებიდან ყველაზე მომაკვდინებელია. ამჟამად მისი მთავარი სამკურნალო საშუალება რადიოთერაპიაა, თუმცა პროცესში ზოგჯერ ქიმიოთერაპიასა და სხვადასხვა მედიკამენტსაც იყენებენ.მეცნიერები უკვე ახალ ვაქცინებს ტესტავენ, რომლებიც პაციენტებზე ინდივიდუალურადაა მორგებული. ვაქცინა სხეულს კიბოს უჯრედების დახოცვისკენ უბიძგებს და დაავადების დაბრუნების პრევენციასაც ისახავს მიზნად.მეორე ფაზის ცდაში გამოიკვეთა, რომ ვაქცინებმა მელანომის პაციენტებში კიბოს დაბრუნების რისკი მნიშვნელოვნად შეამცირა. ახლახან უკვე საბოლოო, მესამე ფაზის, კლინიკური ცდაც დაიწყო, რომლისთვისაც დაახლოებით 1100 პაციენტს შეაგროვებენ.ცნობილია, რომ ვაქცინებს სხვა კიბოებზეც ცდიან, მათ შორის: ფილტვის, შარდის ბუშტისა და თირკმლის სიმსივნეებზე.ინდივიდუალიზებული ვაქცინა Moderna-ს ეკუთვნის და mRNA-4157 (V940) ეწოდება. იგი იმუნურ სისტემას ააქტიურებს, რათა პაციენტის კონკრეტულ კიბოს ებრძოლოს. ეს მეთოდი ნეოანტიგენებს იღებს მიზანში — სიმსივნის უნიკალურ მარკერებს, რომლებიც იმუნურმა სისტემამ შეიძლება ამოიცნოს. ვაქცინა 34-ამდე ნეოანტიგენის ინსტრუქციებს შეიცავს და იმუნურ სისტემას პაციენტის კიბოს უნიკალური მუტაციების შესაბამისად ააქტიურებს.იმისათვის, რომ ვაქცინა პაციენტის საჭიროებებს მოარგონ, ქირურგიული ოპერაციის დროს სიმსივნის ნიმუშს იღებენ, შემდეგ კი ამ ნიმუშის დნმ-ს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შიფრავენ.„ეს საკმაოდ ინდივიდუალიზებული თერაპიაა და, ზოგიერთი გაგებით, ვაქცინაზე ბევრად ჭკვიანურია", - აცხადებს დოქტორი ჰიზერ შოუ, ცდის მთავარი კოორდინატორი - "იგი მთლიანად პაციენტის საჭიროებების მიხედვით არის შექმნილი — სხვა პაციენტს ვერ გაუკეთებ, რადგან არ გექნება მოლოდინი, რომ მასზეც იმუშავებს. შესაძლოა, პაციენტებს ზოგი ანტიგენი საერთო ჰქონდეთ, თუმცა, სავარაუდოა, რომ საკმაოდ ინდივიდუალური ახალი ანტიგენებიც ექნებათ, რომლებსაც მათი სიმსივნის კუთხით მნიშვნელოვანი როლი აქვს. შესაბამისად, ვაქცინა ნამდვილად ინდივიდზეა მორგებული".საბოლოო მიზანი ისაა, რომ პაციენტები კიბოსგან სამუდამოდ განიკურნონ. დოქტორ შოუს აზრით, იმუნოთერაპიაში ამ ვაქცინებმა რევოლუციური მნიშვნელობა შეიძლება შეიძინოს. ცნობისთვის, მეორე ფაზის ცდით შემდეგი რამ გამოიკვეთა: მაღალი რისკის მელანომების მქონე ადამიანებს, რომლებიც ვაქცინას Keytruda-სთან (იმუნოთერაპიის ერთ-ერთი ტიპი) ერთად იკეთებდნენ, 49%-ით უმცირდებოდათ სიკვდილის ანდა მომდევნო სამ წელში კიბოს დაბრუნების რისკი; ეს იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც მხოლოდ Keytruda-თი მკურნალობდნენ.მესამე ფაზის ცდაში უფრო მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას მთელი მსოფლიოდან. შესაბამისად, ვაქცინის ეფექტიანობისა და მოქმედების შესახებ მეტ ინფორმაციას მივიღებთ, ასე კი მით მეტი ადამიანი შეძლებს მისით მკურნალობას.

შსს

კრიმინალი 1714289926

რუსთავში ქმარმა ცოლი დაჭრა

რუსთავში, მე-17 მიკროარიონში ქმარმა ცოლი დაჭრა."ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 35 წლამდე ქალს მამაკაცმა ცივი იარაღით, სხეულის სხვადასხვა არეში, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.დაჭრილი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანა.პაციენტი თავდაპირველად რეანიმაციულ ბლოკში მოათავსეს, თუმცა ახლა უკვე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და თერაპიულ განყოფილებაში გადავიდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

ქირურგები

მსოფლიო 1714289853

ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს - ისტორიაში პირველად

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქირურგებმა ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის გენმოდიფიცირებული თირკმელი გადაუნერგეს. ეს ცოცხალი პაციენტის სხეულში ცხოველის ამ ორგანოს ტრანსპლანტაციის მეორე შემთხვევაა, ქალისაში კი - პირველი.ასევე, იხილეთ: ისტორიაში პირველად, ღორის თირკმელი ცოცხალ პაციენტს გადაუნერგესპროცედურა ნიუ-იორკში მდებარე სამედიცინო ცენტრ NYU Langone Health-ში აპრილში ჩატარდა, პაციენტი კი 54 წლის ლისა პისანოა, რომელსაც გულისა და თირკმლის უკმარისობა აწუხებდა. ექიმების ვარაუდით, ქირურგიული ჩარევის გარეშე ის მხოლოდ რამდენიმე კვირა იცოცხლებდა.პირველ ეტაპზე მის ორგანიზმში მარცხენა პარკუჭოვანი დამხმარე მოწყობილობა ჩანერგეს, რომელიც გულში სისხლის ნორმალურ მიმოქცევას უწყობს ხელს. რამდენიმე დღის შემდეგ უკვე ღორის გენმოდიფიცირებული თირკმლის ტრანსპლანტაცია განხორციელდა. ექიმები ამბობენ, რომ ამგვარი კომბინირებული პროცედურა აქამდე არ ჩატარებულა.ასევე, პაციენტის ორგანიზმში გადაიტანეს იმავე ცხოველის თიმუსიც, ანუ მკერდუკანა ჯირკვალი, რომელიც იმუნურ სისტემას უცხო სხეულის მიღებაში უნდა დაეხმაროს. „ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა იმისათვის, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელი ორგანოები ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ, ვისაც ისინი სჭირდება.უკანასკნელი ოპერაცია გვაახლოებს შესაძლებლობასთან, რომ აღარ დაიხოცონ იმის ლოდინში, თუ როდის მოკვდება სხვა, რათა თავად გადარჩნენ", — აცხადებს წამყვანი ქირურგი რობერტ მონტგომერი.სწორედ ის უძღვებოდა 2021 წელს ღორის თირკმლის გადანერგვის პირველ პროცედურასაც, რომლის დროსაც ეს მეთოდი იმ ადამიანზე გამოცადეს, რომლის ტვინიც უკვე მკვდარი იყო. რაც შეეხება პირველ ცოცხალ პაციენტს, ის რიჩარდ სლეიმენია, რომელსაც ოპერაცია მასაჩუსეტსის გენერალურ საავადმყოფოში ჩაუტარდა.ქსენოტრანსპლანტაცია, რაც სახეობათა შორის ტრანსპლანტაციას გულისხმობს, იმედის მომცემია პაციენტებისთვის, რომელთაც დონორთა ორგანოების მისაღებად ლოდინი წლობით უწევთ. ბევრი მათგანი იქამდე კვდება, სანამ მსგავსი შესაძლებლობა მიეცემა, ამიტომ ღორის სხეულის გენმოდიფიცირებული ნაწილებით მრავალი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის საშუალებაა გვეძლევა.ერთ-ერთი პირველი ასეთი პაციენტი კი სწორედ ლისა პისანოა. რობერტ მონტგომერის თქმით, ოპერაციიდან ორ კვირაში ის თავს უკვე კარგად გრძნობდა, მისი თირკმელი კი იდეალურად ფუნქციონირებდა.

ასტროლოგია

ჰოროსკოპი 1714288680

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთაც 2024 წლის მეორე ნახევარში სიურპრიზები ელოდება

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთაც 2024 წლის მეორე ნახევარში სიურპრიზები ელოდება:ტყუპებიტყუპებისთვის 2024 წლის მეორე ნახევარი ცხოვრების ბევრ სფეროში ცვლილებების მომტანი იქნება. შეიძლება წახვიდეთ საინტერესო მოგზაურობაში ან მივლინებაში, რომელიც წარმატებული იქნება არა მხოლოდ სამუშაო თვალსაზრისით, არამედ თქვენ ასევე მიიღებთ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ამ მოგზაურობიდან.წლის მეორე ნახევარი ხელსაყრელი პერიოდია ახალი რამის შესასწავლად. თუ უკვე დიდი ხანია გეგმავთ პროფესიის შეცვლას ან ახალი უნარების ათვისებას, ამის შესანიშნავი შესაძლებლობა გექნებათ. საერთო ჯამში, ენერგიის მაღალი დონით, თქვენ შეძლებთ მიაღწიოთ დიდ შედეგებს დიდი ძალისხმევის გარეშე.ტყუპების უმეტესობა შეძლებს შეცვალოს ფინანსური მდგომარეობა კარგი გადაწყვეტილებების მიღებით და მოგებიანი გარიგებებით. ეს ასევე ხელსაყრელი პერიოდია იურიდიული საკითხების გადასაჭრელად, რომელთა მოგვარებაც დიდი ალბათობით მოგიწევთ დამოუკიდებლად.ქალწულიბედი ქალწულებს უამრავ სიურპრიზს მოუტანს – სასიამოვნოს და არც ისე სასიამოვნოსაც. ზოგიერთ საკითხში შესაძლოა დაიბნეთ, მაგრამ ეს კარგი გამოცდილებაც იქნება.რაც შეეხება სიყვარულს და პირადი ურთიერთობების სფეროს, საბოლოოდ შეხვდებით თქვენს ადამიანს. ეს რომანტიკული შეხვედრების, შეყვარებისა და პერსპექტიული ნაცნობობის პერიოდი იქნება. თუ უკვე წყვილი ხართ, მაშინ ელოდეთ სიურპრიზებს თქვენი მეორე ნახევრისგან, ის სასიამოვნოდ არაერთხელ გაგაოცებთ.სამსახურში და პროფესიულ საქმეებში შეიძლება მოულოდნელი შეფერხებები და პრობლემები შეგექმნათ; მოგიწევთ მონდომება და რესურსების ორგანიზება, რათა გაუმკლავდეთ დაგროვილ საქმეებს. მნიშვნელოვანი იქნება საკუთარი თავის მხარდაჭერა და სირთულეებთან გონივრული გამკლავება, რაც საბოლოოდ დიდ ჯილდოს მოგიტანთ.მერწყულიდროა ღვედები შეიკრათ ძვირფასო მერწყულებო, 2024 წლის მეორე ნახევარში ბევრ თქვენგანს უამრავი ხელსაყრელი ცვლილება, საინტერესო შეხვედრები, მნიშვნელოვანი ნაცნობები და, ზოგადად, დიდი აქტივობა ელოდება. გაიზრდება თქვენი ავტორიტეტი და პოპულარობა; გექნებათ სერიოზული სამუშაო შეთავაზებები, რაც თქვენთვის ხელსაყრელი იქნება. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები როგორც საქმიან, ასევე პირად სფეროში.თქვენს ცხოვრებაში შემოვლენ ადამიანები, რომლებიც სერიოზულ გავლენას მოახდენენ თქვენს ცხოვრებაზე, უზრუნველყოფენ თქვენს დაცვას და მხარდაჭერას, საშუალებას მოგცემთ მიაღწიოთ სერიოზულ შედეგებს და დაიმკვიდროთ ფეხი თანამოაზრე ადამიანების საზოგადოებაში.ცხოვრება მოგცემთ სიურპრიზებს ყველაზე მოულოდნელი მხრიდან, გარდაქმნის თქვენს თვითშეფასებას და ზოგადად ცხოვრებისეულ ხედვას. შეიძლება რთული იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში თქვენ შეძლებთ აიღოთ თქვენი ცხოვრება და ააწყოთ ის ისე, როგორც გჭირდებათ.თევზებიერთი მხრივ, შეიძლება თევზებს მოეჩვენოს, რომ ბედი მათ პრობლემებს უქმნის და არა სიურპრიზებს, მაგრამ რაც უფრო გულმოდგინედ მოაგვარებთ დაგროვილ პრობლემებს, მით უფრო სერიოზულ და გლობალურ ჯილდოს მიიღებთ თქვენი ძალისხმევისთვის.წლის მეორე ნახევარი დაგიპირისპირდებათ მაქსიმალური დამოუკიდებლობის გამოვლენის აუცილებლობით, განსაკუთრებით კარიერულ საკითხებში, რაც საშუალებას მოგცემთ თავი დაიმკვიდროთ ახალ თანამდებობაზე ან მიიღოთ მაღალი ანაზღაურება.ბევრ თევზს მოუწევს უძრავი ქონებისა და მიწის საკითხებთან გამკლავება და აქაც სრულიად მოულოდნელად შეიძლება წარმოიშვას პრობლემები. თუმცა, ეს იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა საბოლოო ჯამში დაგროვილი პრობლემების გადასაჭრელად, საკუთარი სახლის შესაძენად ან არსებული საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად.