ვიდეოები

1714123131

VIDEO: „პრაიმ ჰაუსის“ სამი აუთსაიდერი მიმართვას ავრცელებს

ყველაზე რეიტინგული შოუ „პრაიმ ჰაუსი ALL STAR“ ერთგულ მაყურებელს სანახაობას არ აკლებს. ფინალური პროექტის მონაწილეები, გასული სეზონებიდან მაყურებლის ფავორიტები არიან. ახლა ყველა მათგანი მორიგი პირველობისთვის იბრძვის. რა ხდება „პრაიმჰაუსში“ და როგორი განწყობა აქვთ აუთსაიდერებს, ნახეთ ვიდეოში  

პრაიმ ჰაუსი ALL STAR

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

განხილვა

პოლიტიკა 1714216195

დასავლეთ საქართველოში კონსტიტუციური კანონპროექტების განხილვა დასრულდა, მოსახლეობასთან შეხვედრები აღმოსავლეთ საქართველოში გაგრძელდება

საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ დასავლეთ საქართველოს ექვს  ქალაქში საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტების განხილვა დაასრულა.„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტები დღეს, მესტიაში განიხილეს.„დასავლეთ საქართველოში 6 შეხვედრა ჩატარდა: ქუთაისში, ამბროლაურში, ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდსა და მესტიაში. ძალიან საინტერესო შეხვედრები გაიმართა. საუბარი გვქონდა ცვლილებებზე, მოსახლეობის მხრიდან სრული მხარდაჭერაა და  დეტალებთან დაკავშირებით დიდი ინტერესია. ერთია, საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი, პარალელურად ჩვენ ვმუშაობთ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე, რომელშიც ყველა ეს საკითხი იქნება ასახული. ამ შეხვედრების შედეგებს პარლამენტს მოვახსენებთ. შეხვედრებს გავაგრძელებთ აღმოსავლეთ საქართველოში. კომისიას ვადა აქვს 17 მაისამდე, რის შემდეგაც საპარლამენტო  პროცედურებს დავიწყებთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რომელიც საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას  ხელმძღვანელობს.კონსტიტუციური კანონპროექტის თანახმად, „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიზნით, კონსტიტუციური კანონის პროექტით განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის სქესის შესაცვლელად სამედიცინო ჩარევის განხორციელებასთან, ოფიციალურ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებასთან, შეკრებასა და ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი.კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით  მოსახლეობასთან შეხვედრა აღმოსავლეთ საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაგრძელდება და თბილისში დასრულდება.

ღარიბაშვილი

პოლიტიკა 1714215593

ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ქვეყანა გადაგვირჩინა, უნდა დასანქცირდეს და სააკაშვილი, ვინც იყო მთავარი დამანგრეველი, უნდა გამოვუშვათ და დავაბრუნოთ ხელისუფლებაში? ეს რეზოლუცია არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი - ირაკლი ღარიბაშვილი

რას გვეუბნება 500 ევროპარლამენტარი? რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ქვეყანა გადაგვირჩინა, ეს საშინელი მჩაგვრელი, ავტოკრატიული, დიქტატურისკენ მიმავალი რეჟიმი მოაცილა ქვეყანას, გადაარჩინა ქვეყანა, რეალური დემოკრატიის დამკვიდრება დაიწყო და დაამყარა, მოუტანა თავისუფლება, ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და კანდიდატის სტატუსი, ამ კაცზე ამბობენ, რომ უნდა დასანქცირდეს და სააკაშვილი, ვინც იყო მთავარი დამანგრეველი, ვინც მოიტანა ომი, უბედურება, ადამიანის წამება, გაუპატიურება, ჩაგვრა, ბიზნესის რეკეტი - ეს კაცი უნდა გამოვუშვათ და დავაბრუნოთ ხელისუფლებაში?, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.„მინდა საზოგადოებას ჩემი შეფასება გავუზიარო და ვფიქრობ, ხალხი ძალიან კარგად ხვდება, რა მიზანი ჰქონდა ამ რეზოლუციის მიღებას, მაგრამ მინდა ცოტა უფრო შორიდან შემოვუარო ამ საკითხს. გავიხსენოთ, რა მიზანი ჰქონდა ორი წლის წინ იმ უსამართლო, შეურაცხმყოფელ რეზოლუციას, რომელიც მიიღო ევროპარლამენტმა - თანაც ივნისამდე, როდესაც ევროკომისიას უნდა განეხილა ჩვენი, ასევე უკრაინისა და მოლდოვის საკითხი. წარმოიდგინეთ, ასეთ ვითარებაში ოკუპირებული ქვეყანა მიატოვეს, გაწირეს პირდაპირ არეულობისთვის. ეს რეზოლუცია ვინც დაალობირა, ევროპაში „ნაცმოძრაობის“ მთავარი მოკავშირე პარტია, დედა პარტია, მათი ლობირებული იყო ის სამარცხვინო და უსამართლო რეზოლუცია. მიზანი იყო რევოლუციის მოხდენა ქვეყანაში. ეს მარტივი საკითხი იყო და არის. ამიტომ მაშინ როცა ქვეყანა ელოდებოდა ისტორიულ გადაწყვეტილებას, გაკეთდა ჩანაწერი, რომ საქართველოს არ უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი - ეს ხომ იყო საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ? ეს იყო ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ მიმართული რეზოლუცია.რაც შეეხება ბოლო რეზოლუციას, ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის ეს არის შეურაცხმყოფელი. ესე იგი, რას გვეუბნება 500 ევროპარლამენტარი? რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ქვეყანა გადაგვირჩინა, ეს საშინელი მჩაგვრელი, ავტოკრატიული, დიქტატურისკენ მიმავალი რეჟიმი მოაცილა ქვეყანას, გადაარჩინა ქვეყანა, რეალური დემოკრატიის დამკვიდრება დაიწყო და დაამყარა, მოუტანა თავისუფლება, ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და კანდიდატის სტატუსი, ამ კაცზე ამბობენ, რომ უნდა დასანქცირდეს და სააკაშვილი, ვინც იყო მთავარი დამანგრეველი, ვინც მოიტანა ომი, უბედურება, ადამიანის წამება, გაუპატიურება, ჩაგვრა, ბიზნესის რეკეტი - ეს კაცი უნდა გამოვუშვათ და დავაბრუნოთ ხელისუფლებაში? რატომ, რომ მან დაიწყოს ომი და გაიმეოროს ეს უბედურება, საბოლოოდ დაანგრიოს ჩვენი ქვეყანა. ჩემთვის ეს რეზოლუცია ამას ნიშნავს, ამიტომ ის არის მიუღებელი, უსამართლო და შეურაცხმყოფელი.მეტს ვიტყვი - ამავე რეზოლუციაში მორიგი მზაკვრობაა ჩადებული. მინიშნება, რომ შეიძლება გადაიხედოს უვიზო რეჟიმი, როგორ შეიძლება ასეთი ტონით საუბარი? უვიზო რეჟიმი ჩვენმა მთავრობამ მოიპოვა. გამოვიდა ერთ-ერთი ბრიყვი, მგონი პატიმარი სააკაშვილი იყო, და ჩვენ დავიწყეთო. საზოგადოებას შევახსენებ, რომ როდესაც მოვედით ხელისუფლებაში 2012 წელს, მაშინ ვიყავი შს მინისტრი, ევროკომისარი სესილია მალმსტრომი იყო ჩამოსული. მან პირადად მე გადმომცა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა. ეს იყო ძალიან დიდი დოკუმენტი, რომელზეც დავიწყეთ მუშაობა, 70% ჩვენი სამინისტროს გასაკეთებელი იყო. ეს საქმე გაიარა ქვეყანამ, მთავრობამ, ბოლომდე დახურა და 2015 წლის ბოლოს პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღეს.ამაზე შეიძლება მინიშნება, რომ აქ რაღაც ხდება. საუბარია იმაზე, რომ თითქოს გამჭვირვალობის კანონით კურსი იცვლება ან დემოკრატიას საფრთხე ემუქრება. ეს ხომ აბსურდია?ასევე რეზოლუციაში ჩაგვიწერეს ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონის საწინააღმდეგო რეკომენდაცია. ევროპარლამენტი ძალიან ცუდად იცნობს ქართველ ადამიანს. 90%-ზე მეტი ჩვენი საზოგადოებისა არის წინააღმდეგი ლგბტ პროპაგანდის, სქესის შეცვლის კამპანიების და ამ უბედურებების. ხალხს ეს არ აინტერესებს, არ უნდა, არ სურს. როდესაც ევროპარლამენტი გეუბნება, რომ ეს არ უნდა მიიღო, ის თავად ახდენს ევროპარლამენტის, როგორც ინსტიტუციის დისკრედიტაციას. ამიტომ ეს არის ცალსახად უსამართლო, შეურაცხმყოფელი რეზოლუცია“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

პოლიტიკა 1714215300

საპატრიარქოს ყოველთვის აქვს ჩვენი ერის პულსზე ხელი დადებული და კარგად გრძნობს იმ განწყობას და საფრთხეებს, რომელიც ქვეყანაშია. ისინი ყოველთვის მოუწოდებენ საზოგადოებას სწორი პოზიციის დაკავებისკენ - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენს საპატრიარქოს და ჩვენს ეკლესიას ყოველთვის ჰქონდა სწორი პოზიცია იმიტომ, რომ ისინი იცავენ ჭეშმარიტებას, იცავენ სიმართლეს და ყოველთვის მოუწოდებენ საზოგადოებას სწორი პოზიციის დაკავებისკენ. გუშინდელი განცხადება, რომელსაც მე გავეცანი, მორიგი ასეთი სიმართლის განცხადება იყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს საპატრიარქოს წერილთან დაკავშირებით განუცხადა.„ჩვენი საზოგადოების 85% არის მართლმადიდებელი ქრისტიანი. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა რელიგიას, სარწმუნოებას, ჩვენ ვართ მრავალეთნიკური საზოგადოება, მაგრამ წამყვანი რელიგია არის მართლმადიდებლური ქრისტიანობა. ამან ჩვენი ხალხი და ქვეყანა მოიყვანა დღემდე. ეს ჭეშმარიტებაა. ჩვენს საპატრიარქოს და ჩვენს ეკლესიას ყოველთვის ჰქონდა სწორი პოზიცია იმიტომ, რომ ისინი იცავენ ჭეშმარიტებას, იცავენ სიმართლეს და ყოველთვის მოუწოდებენ საზოგადოებას სწორი პოზიციის დაკავებისკენ. გუშინდელი განცხადება, რომელსაც მე გავეცანი, მორიგი ასეთი სიმართლის განცხადება იყო. მივესალმები ამ განცხადებას, მის შინაარსსა და პათოსს.საზოგადოებას დღეს სჭირდება სიმშვიდე, გონიერება და აუცილებელია მშვიდად, მტკიცედ გავიაროთ ეს პატარა განსაცდელი, რომელიც ახლაა ქვეყანაში. ზოგადად მთელს მსოფლიოსა და რეგიონში ძალიან რთული ვითარებაა. არ შეიძლება ამის ლოკალიზება, დაყვანა ვიწროპარტიულ გაუგებრობებზე. აქ საუბარი არ არის, რომ რადიკალურ ოპოზიციას დღის წესრიგი აქვს და ჩვენ გვიპირისპირდება რაღაცების გამო. აქ საუბარია ქვეყნის გადარჩენა-არგადარჩენაზე. ღმერთმა დაიფაროს, ქვეყანაში რამე რომ შეცვლილიყო, ქვეყანა აღარ გვექნებოდა. ორი, ამ სამი წლის წინ რომ მიეღწიათ წარმატებისთვის, მოეხდინათ გადატრიალება, ქვეყანა დღეს აღარ გვექნებოდა. აქ რუსული ჯარი იქნებოდა შემოსული დღეს და ომი და უბედურება იქნებოდა. ეს ხომ კარგად ვიცით. სააკაშვილის მიზანი რა იყო - რევოლუცია. რამდენიმე თვეში დაიწყო უკრაინაში ომი და ამ ომის გადმოტანა უნდოდათ ქვეყანაში. ეს კარგად ვიცით. კარგად იცის საზოგადოებამ, საპატრიარქომ, რადგან ეკლესიას ყოველთვის აქვს ჩვენი ერის პულსზე ხელი დადებული და კარგად გრძნობს იმ განწყობას და საფრთხეებს, რომელიც ქვეყანაშია. ამიტომაა საჭირო სიმშვიდე, გონიერება და სიმტკიცე“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ნარკოტილკი

სამართალი 1714215041

თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავა, მათ შორის, 8ნარკორეალიზატორი. როგორც უწყებაში აცხადებენ, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.როგორც შსს-ში აცხადებენ, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „ალფა პვპ“, „ბუპრენორფინი“, „მდმა“, „მეტადონი“, „სუბოქსინი“, "მარიხუანა" და ნარკოტიკულ საშუალების შემცველი მცენარე კანაფი.„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო - ზემო სვანეთის, იმერეთის, აჭარის, ქვემო ქართლისა და გურიის პოლიციისდეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის 8ნარკორეალიზატორია.დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1987 წელს დაბადებული ა.ო., 1990 წელს დაბადებული ნ.ჩ., 2001 წელს დაბადებული ლ.ს., 2002 წელს დაბადებული გ. მ., 2001 წელს დაბადებული ქ.ყ., 1989 წელს დაბადებული მ.ა., 1982 წელს დაბადებული მ.ე., და 1996 წელს დაბადებული რ.ო. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1992 წელს დაბადებული მ.მ., 1967 წელს დაბადებული ა.მ., 1992 წელს დაბადებული გ.გ., 1991 წელს დაბადებული მ.ჭ., 2002 წელს დაბადებული დ.ა., 1996 წელს დაბადებული ბ.ხ., 1999 წელს დაბადებული ნ.დ., 1993 წელს დაბადებული ა.ო., 1971 წელს დაბადებული ა.ა. და 1999 წელს დაბადებული თ.ხ.დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარულიაუდიო-ვიდეო ჩაწერა.პოლიციამ დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცების სახით ამოიღო, ასევე, ამოღებულია სავარაუდოდ ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული დაელექტროსასწორები.სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახისგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „ალფა პვპ“, „ბუპრენორფინი“, „მდმა“, „მეტადონი“, „სუბოქსინი“, "მარიხუანა" და ნარკოტიკულ საშუალების შემცველი მცენარე კანაფი.ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 262-ე, 265 და 273 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, - აცხადებენ შსს-ში.

ღარიბაშვილი

პოლიტიკა 1714215012

ირაკლი ღარიბაშვილი სენატორების წერილზე: ჩემი სურვილია, რომ ნაკლები გაუგებრობები გვქონდეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან. თუ რაიმე ბუნდოვანება, ეს კითხვები უნდა იქნეს განხილული დახურულ კარს მიღმა

ჩემი სურვილია, რომ ნაკლები გაუგებრობები გვქონდეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან. თუ რაიმე ბუნდოვანება, რაიმე გაუგებრობაა, ეს კითხვები უნდა იქნას განხილული დახურულ კარს მიღმა. ეს არის ჩემი გულწრფელი სურვილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.ირაკლი ღარიბაშვილს კითხვა დაუსვეს აშშ-ის კონგრესის ზედა პალატის, სენატის 14 წევრის ერთობლივ წერილზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გამოუგზავნეს და სადაც საუბარია იმაზე, რომ თუ პარლამენტი მიიღებს კანონს აგენტების შესახებ, იძულებულნი გახდებიან, წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები.„ბევრჯერ მითქვამს, ჩემი პოზიცია იცის ყველამ, ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ ურთიერთობას, რომელიც გვაქვს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკასთან, ამავდროულად, არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ დიდი გამოწვევების წინაშე დგას სამწუხაროდ. მთავარი გამოწვევა ოკუპაციაა, ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და უცხო ქვეყნის, რუსეთის ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიაზე. სხვა რისკებიც არსებობს ქვეყანაში, ამიტომ ჩემი სურვილია, რომ ნაკლები გაუგებრობები გვქონდეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან. თუ რაიმე ბუნდოვანება, რაიმე გაუგებრობაა, ეს კითხვები უნდა იქნას განხილული დახურულ კარს მიღმა. ეს არის ჩემი გულწრფელი სურვილი.რაც შეეხება ამ წერილს, გავეცანი წერილის შინაარსს, ძალიან სამწუხაროა, არასწორი აღქმებიდან გამომდინარე არის ამ წერილის შინაარსი და პათოსი განსაზღვრული. ერთს დავამატებდი, რომ საჭიროა გაგრძელდეს დიალოგი., კომუნიკაცია ჩვენს მეგობრებთან, პარტნიორებთან. უნდა დავარწმუნოთ ჩვენი ამერიკელი, ევროპელი მეგობრები, რომ საქართველო რაიმე უჩვეულოს აქ [კანონთან დაკავშირებით] არ აკეთებს და არ არის გამიზნული, რომ საქართველომ გადაუხვიოს ევროინტეგრაციის გზას, გამოითქვა ასეთი შეფასებებიც. რბილად რომ ვთქვათ, ეს [ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევა] არათუ გადაჭარბებულია, ძალიან საფუძველმოკლებული განცხადებაა. საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსი არის გარანტირებული კონსტიტუციის დონეზე და ეს ჩანაწერი გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ, ჩვენმა გუნდმა. ყოველგვარი საუბარი იმის შესახებ, რომ ჩვენს ხელისუფლებას გამიზნული აქვს საგარეო პოლიტიკის ვექტორის ცვლილება, თუ რაღაც, გამორიცხულია, მეგობრებო. შესაძლოა, ჩვენ გვქონდეს განსხვავებული შეხედულებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ბუნებრივია ვერ გვექნება ყოველთვის ერთნაირი შეხედულებები, მაგრამ საჭიროა ამ შეხედულებების დაახლოება, დიალოგი, მეტი კომუნიკაცია, მეტი ჩართულობა და ვფიქრობ, ეს გაუგებრობაც, ბუნდოვანებაც მოიხსნება“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა.