მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

ბინებს და ავტომანქანებს აგირავებდნენ, რომ ჩვენთვის მუსიკალური დღესასწაულები ეჩუქებინათ - ზაზა შენგელია Tbilisi Open Air-ის ორგანიზატორებზე

19:14 12-07-2017
151

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წლის საუკეთესო მუსიკალურ ფესტივალად Tbilisi Open Air დაასახელა!

"ბრავო რექორდსი"-ს" პრეზიდენტი ზაზა შენგელია ფესტივალის ორგანიზატორებს ამ წარმატებას ულოცავს და გამოთქვამს იმედს, რომ ეს იქნება შემობრუნების და ახალი ათვლის წერტილი ქართული მუსიკალური ბიზნესის განვითარების გზაზე, რაც ბევრ რამეს სასიკეთოდ შეცვლის და ბოლოს მოუღებს უსამართლობას ამ სფეროში.

"ისინი წლიდან წლამდე თავიანთ ბინებს და ავტომანქანებს აგირავებდნენ ბანკში, იმისათვის რომ ჩვენთვის დიდი მუსიკალური დღესასწაულები ეჩუქებინათ...''სამართალმა პური ჭამაო''- ამაზეა ნათქვამი: საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წლის საუკეთესო მუსიკალურ ფესტივალად Tbilisi Open Air დაასახელა! ''ბრავო რექორდსი'' ულოცავს ერთგულ მეგობრებს, საუკეთესო პარტნიორებს და თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებულ ნამდვილ პროფესიონალებს - Tbilisi Open Air-ს ამ უდიდეს აღიარებას. ვინც საქმეში ჩახედული არ არის იმათ საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ ამ ბიჭებმა დიდი თავგანწირვის, უზარმაზარი შრომისა და წვალების ფასად შექმნეს მსოფლიო დონის და სტანდარტების მქონე საოცარი მუსიკალური ფესტივალი და თანაც უდიდესი რისკის საფასურად - ისინი თავიანთ ბინებს და ავტომანქანებს აგირავებდნენ ბანკში, რომ ყოველ წელს მორიგი ფესტივალი ეჩუქებინათ ჩვენთვის, განსხვავებით იმ ფესტივალების გაზულუქებული ორგანიზატორებისგან, რომლების წლობით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარს ღებულობდნენ გარანტირებულად საკუთარი უნიჭოდ გაკეთებული ფესტივალების დასაფინანსებლად.
მე იმედი მაქვს, ეს იქნება შემობრუნების და ახალი ათვლის წერტილი ქართული მუსიკალური ბიზნესის განვითარების გზაზე, რაც ბევრ რამეს სასიკეთოდ შეცვლის და ბოლოს მოუღებს უსამართლობას ამ სფეროში. გილოცავთ ჩემპიონებო! ეს ერთი და სხვა მრავალი",- წერს ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში.