მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

SPAR საქართველომ წელს უკვე 14 მაღაზია გახსნა

11:24 11-21-2017
16

სუპერმარკეტების საერთაშორისო ბრენდ „SPAR“-ს წელს საქართველოში უკვე 14 მაღაზია შეემატა.  ამჟამად „სპარი“ საქართველოში 40 მაღაზიას ითვლის და კიდევ 40 მარკეტის გახსნაა დაგეგმილი მომავალ წელს. ბრენდის მენეჯმენტში განმარტავენ რომ 2017 „სპარისთვის“ საკმაოდ დატვირთული წელი გამოვიდა. საკუთარი მარკეტების გარდა, სპარმა რეგიონული განვითარების გეგმის ფარგლებში წელს 3 ფრენჩაიზინგის პროექტი ჩაუშვა. სპარის ბრენდის სახელით, ფრენჩაიზინგის პროექტის ფარგლებში ევროპული სტანდარტების შესაბამისი მარკეტები გაიხსნა სამტრედიაში და თბილისში.

 

აღსანიშნავია რომ სპარი ყოველთვის ითვალისწინებს გლობალური ბაზრის ტენდენციებს და მომხმარებლებს საკუთარ მაღაზიებში ტრადიციული ვაჭრობის გარდა კაფეს სივრცეს სთავაზობს. სპარის უბნის ფორმატის მარკეტებში მომხმარებლებს შეუძლიათ წაიხემსონ, დააგემოვნონ იტალიური პიცა, კრეპი, ცხელი, ცივი კერძები. ამასთან ერთად კაფეში ხელმისაწვდომია უფასო ინტერნეტი.