ვიდეოები

1714474137

VIDEO: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მიმდინარე კვირაში ფინანსურად და პირად ურთიერთობაში კარგი პერიოდი ექნებათ

მნიშვნელოვანი და საყურადღებო მოვლენები, რომლებიც მიმდინარე კვირაში უნდა გავითვალისწინოთ - ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას პროგნოზი ზოდიაქოს თორმეტი ნიშნისთვის: ვრცლად ↓

ფული

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

აქცია

პოლიტიკა 1714743777

ვინაიდან რელიგიური კვირეულია, ჩვენი მსვლელობები იქნება სპეციფიკური - ორგანიზაცია დაფიონი განცხადებას ავრცელებს

ახალგაზრდული ორგანიზაცია "დაფიონი" აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს."ჩვენი ბრძოლა გრძელდებაჩვენ არ ვაპირებთ შევასვენოთ მოძალადე პოლიცია, რომელიც ძალადობს ყველაზე, განურჩევლად! ქალებსა და ბავშვებზეც კი!არაფრად აგდებენ რელიგიურ დღესასწაულებსაც. სასტიკად დაგვარბიეს დიდ ხუთშაბათსაც და წითელ პარასკევსაც, ამიტომ, ჩვენ დაუშვებლად ვთვლით, ოდნავ მაინც დავასვენოთ ეს ჯალათები.ვინაიდან რელიგიური კვირეულია, ჩვენი მსვლელობები იქნება სპეციფიკური, თხოვნაა, ეს გაითვალისწინოთ, იქნება ძალიან ბევრი პროვოკაცია და მზად იყავით.  ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ზრდილობიანად, სუფთად და ლამაზად უნდა ჩატარდეს მსვლელობები. თხოვნაა, წამოიღოთ სანთლები. მოსალოდნელი წვიმისთვისაც იყავით მზად,"- წერია განცხადებაში. 

პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტიდან სამართალდამცველებმა სტუდენტები გამოიყვანეს

მსოფლიო 1714743645

პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტიდან სამართალდამცველებმა სტუდენტები გამოიყვანეს

პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტიდან სამართალდამცველებმა სტუდენტები გამოიყვანეს. სასწავლებელი პალესტინის მხარდამჭერ ახალგაზრდებს ჰქონდათ დაკავებული და მჯდომარე აქციას მართავდნენ.სამართალდამცავ უწყებას დახმარების თხოვნით ინსტიტუტის ადმინისტრაციამ მიმართა, რის შემდეგაც პოლიციამ რამდენიმე ათეული სტუდენტი შენობიდან გამოიყვანა.პალესტინის მხარდამჭერი დემონსტრაციების ფონზე პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი დროებით დაიხურა. მთავარი შენობა ამ დრომდე სამართალდამცველებს აქვთ დაკავებული.

წყალდიდობა

მსოფლიო 1714743433

ბრაზილიის სამხრეთში წყალდიდობას 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაკარგულად ითვლება 60

ბრაზილიის სამხრეთში წყალდიდობას 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.რამდენიმედღიანი ძლიერი წვიმის შედეგად ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დაინგრა. კაშხლის ჩამონგრევამ ისედაც დატბორილ ზონაში ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა.ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რიო გრანდე დუ სულის შტატში სტიქიის შედეგად დაკარგულად ითვლება 60 ადამიანი.15 ათასი ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა. ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი.სტიქიით დაზარალებული რეგიონი ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ მოინახულა და ადგილობრივებს ცენტრალური მთავრობისგან დახმარებას დაჰპირდა.

chaqafuli

რჩევები 1714742440

ჩაქაფულის რეცეპტი სააღდგომო სუფრისთვის

უამრავი ადამიანი აღდგომის დღესასწაულს საგულდაგულოდ მომზადებული კერძებით, ტკბილეულითა და ლამაზად გაწყობილი სუფრით ხვდება. აღდგომამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და საზოგადოების ნაწილმა სააღდგომო სამზადისი უკვე დაიწყო.სუფრაზე ერთ-ერთი გამორჩეული კერძი ჩაქაფულია. ჩაქაფულის არაერთი რეცეპტი არსებობს და ყველა დიასახლისს თავისი საიდუმლოებები აქვს. როგორც წესი, ჩაქაფული ბატკნის ხორცისგან მზადდება, თუმცა ბავშვიანი ოჯახებისთვის უკეთესია, თუ ხბოს ხორცით მომზადდება. ასევე შესაძლებელია ჩვეულებრივი საქონლის ან ქათმის ხორცის გამოყენებაც. დაგჭირდებათ: ხორცი - 2 კილოგრამიხახვი - 2 თავიმწვანე ხახვი - 3 კონატარხუნა - 5-6 მოზრდილი კონაქინძი - 2 დიდი კონაოხრახუში - 1 კონანიორი - 3-4 კბილიტყემალი - შეგიძლიათ გამოიყენოთ ცოცხალი ტყემალი დაახლოებით 2 ჭიქა, ან ჩვეულებრივი ზამთრისთვის შენახული მწვანე ტყემლის საწებელი 1 ჩაის ჭიქაღვინო - სურვილისამებრ და გემოვნებით.მომზადებახორცი პატარ-პატარა ნაჭრებად დაჭერით, მოათავსეთ ქვაბში. თუ წესად გაქვთ, რომ ხორცს პირველი წამოდუღებისას ნახარში გადაუქციოთ, დაასხით წყალი, წამოდუღების შემდეგ მოქაფეთ და გადაწურეთ. ხორცს წყალი გადაავლეთ და დააყარეთ ხახვი, დაამატეთ ცხიმი (თუ ხორცი არასაკმარისად მსუქანია) და დადგით მოსაშუშად.ხახვი რომ ჩაიშუშება, ცოტა წყალი დაასხით და ხარშეთ, სანამ კარგად არ დარბილდება. პერიოდულად ამატეთ წყალი და დააყარეთ ჯერ დაჭრილი მწვანე ხახვი, ნიორი, შემდეგ ოხრახუში და ქინძი. ესენი რომ ჩაითუთქება, დააყარეთ ტარხუნა, ტყემალი და მოასხით ღვინო. შეაზავეთ მარილით. ადუღეთ 5-10 წუთი და მზადაა.თუ ხბოს ან ქათმის ხორცით ამზადებთ, ხორცის წინასწარ მოხარშვა საჭირო აღარ არის. ქვაბში ფენა-ფენა ანაწილებთ ხორცს, მწვანილს და ტყემალს და ერთად ხარშავთ მომზადებამდე.

პუტინი და სი ძინპინი

მსოფლიო 1714742276

პუტინი ჩინეთში, სავარაუდოდ, 15-16 მაისს ჩავა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთში 15-16 მაისს ჩავა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.როგორც გამოცემა კრემლთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, ვიზიტის თარიღი, შესაძლოა, შეიცვალოს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ჩინეთი იქნება პირველი ქვეყანა, რომელსაც ვლადიმერ პუტინი ეწვევა მას შემდეგ, რაც ის რუსეთის პრეზიდენტი მორიგი ვადით გახდა.„ბლუმბერგის“ ცნობით, ვლადიმერ პუტინი ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან მოლაპარაკებებისას ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრებს.