მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

მეტი რაღა უნდა გაეკეთებინა ბოროტმოქმედს, დამნაშავეს და პოლიტიკურად შეცდენილს, რაც გააკეთა მარგველაშვილმა - ნათელაშვილი

12:54 10-20-2017
184

 "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტის გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას მოღალატეობრივს უწოდებს.

ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხელის მოწერა იყო ,,დანაშაული ერისა და კანონის წინაშე, რომელიც პოლიტიკურად შეცდენილმა პრეზიდენტმა ჩაიდინა“.

"ეს იყო მიღალატეობრივი გადაწყვეტილება, პრეზიდენტმა პრეზიდენტის ინსტიტუტის გადაწყვეტილებას თვითონ მოაწერა ხელი. მან შესძინა ლეგიტიმურობის ხარისხი ოლიგარქიულ, ერთპარტიული, უზურპატორულ დოკუმენტს, რასაც ჰქვია საკონსტიტუციო ცვლილებები და ხალხისთვის პრეზიდენტის არჩევის უფლების წართმევა.

 

მეტი რაღა უნდა გაეკეთებინა ბოროტმოქმედს, დამნაშავეს და პოლიტიკურად შეცდენილს, რაც გააკეთა ამ პიროვნებამ გუშინეს იყო ყოვლად დაუშვებელი დანაშაული კანონის, ერის წინაშე. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მას, სანამ კიდევ ახალ სისულელეს გააკეთებინებენ და უფრო ღრმად ჩაითრევენ ანტიკონსტიტუციური გადატრიალების ჭაობში და სანამ მისი სახელი შავი ასოებით შევა ისტორიაში, გადადგეს, გამოიწვიოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და ახლა პრეზიდენტი იმედია მოუგრეხს რქებს იმას, ვისაც უნდა რომ ხალხს მოუგრიხოს რქები",- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ავტორი: ლიზი არსოშვილი