მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

21 ოქტომბერს ესპანეთის ხელისუფლება კატალონიის ავტონომიას გააუქმებს

17:17 10-19-2017
26

”El Pais”- ის  ცნობით ესპანეთის ხელისუფლება 21 ოქტომბერს კატალონიის ავტონომიის გაუქმების საკითხს განიხილავს. შესაბამისი განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც მორიგი ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ კატალონიის ხელისუფლებამ უარი განაცხადა პირდაპირი პასუხი გაეცა კითხვაზე: გამოეყო თუ არა ოფიციალურად   ესპანეთს. 

 მადრიდი კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედებას გეგმავს, რომელიც ადგილობრივი ხელისუფელბის უფლებამოსილების შეჩერებას და რეგიონში ცენტრალური მმართველობის შემოღებას ითვალისწინებს. 

 კატალონიის ავტონომიის ხელმძღვანელმა კარლეს პუჩდემონმა საპასუხოდ განაცხადა, რომ თუკი ესპანეთის ხელისუფლება კონსტიტუციის ამ მუხლს აამოქმედებს, კატალონია დამოუკიდებლობას გამოაცხადებს. 

 ესპანეთის ხელისუფლება 16 ოქტომბერს კატალონიის ლიდერის წერილს გამოეხმაურა და კარლეს პუჩდემონს ახალი ულტიმატუმი წაუყენა. სანტამარიამ პუჩდემონის წერილს არალეგიტიმური უწოდა. კატალონიის ლიდერმა პასუხი არ გასცა კითხვას, აპირებს თუ არა კატალონია დამოუკიდებლობის გამოცხადებას.

პუჩდემონს კატალონიის ირგვლივ არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ესპანეთის პრემიერმინისტრთან, მარიანო რახოისთან შეხვედრა სურს,
 ესპანეთის პრემიერმინისტრმა მარიანო რახოიმ კატალონიის ხელისუფლებისგან პირდაპირი პასუხი მოითხოვა: გამოცხადდა რეგიონის დემოუკიდებლობა თუ არა?!