ვიდეოები

1714123131

VIDEO: „პრაიმ ჰაუსის“ სამი აუთსაიდერი მიმართვას ავრცელებს

ყველაზე რეიტინგული შოუ „პრაიმ ჰაუსი ALL STAR“ ერთგულ მაყურებელს სანახაობას არ აკლებს. ფინალური პროექტის მონაწილეები, გასული სეზონებიდან მაყურებლის ფავორიტები არიან. ახლა ყველა მათგანი მორიგი პირველობისთვის იბრძვის. რა ხდება „პრაიმჰაუსში“ და როგორი განწყობა აქვთ აუთსაიდერებს, ნახეთ ვიდეოში  

პრაიმ ჰაუსი ALL STAR

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1714129599

ჩვენი გზა გამჭვირვალობა, ოჯახური ღირებულებების დაცვა, ეროვნული პოლიტიკის კეთება და საქართველოს რეალური ევროპული გზაა, ქრისტიანული და დემოკრატიული, ღირსეული ევროპული გზა - მამუკა მდინარაძე

გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვიზელიბერალიზაციის გაუქმებაზე ლაპარაკობდნენ, რაც ცალსახა უპრეცედენტობა და უტოპიაა, რადგან მას სრული კონსენსუსი ჭირდება და როდესაც ამ ტყუილში ვამხილეთ, დღეს მესიჯი შეცვალეს და დროებით შეჩერებაზე გადავიდნენ, რომლის ინიციირებასაც ქვეყნების უმრავლესობის თანხმობა ჭირდება, თუმცა იმას არ ამბობენ, რომ ამავე დროს საჭიროა ძალიან კონკრეტული და მკაცრად გაწერილი სამართლებრივი საფუძვლები, საიდანაც ბუნებაში არცერთი არსებობს! - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, რითაც ეხმიანება ევროპარლამენტის რეზოლუციაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციას.მდინარაძის განცხადებით, ოპონენტებმა აღარ იციან, როგორ ავნონ ქვეყანას და თეორიულ გზებს ეძებენ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეთ. მისივე თქმით, მეტი ლუსტრაცია წარმოუდგენელია, ვინაიდან ისინი ეთანხმებიან რეზოლუციას, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლების, ივანიშვილის სანქცირების, გაუმჭვირვალობისა და ლგბტ პროპაგანდისკენ არის მიმართული."გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვიზელიბერალიზაციის გაუქმებაზე ლაპარაკობდნენ, რაც ცალსახა უპრეცედენტობა და უტოპიაა, რადგან მას სრული კონსენსუსი ჭირდება და როდესაც ამ ტყუილში ვამხილეთ, დღეს მესიჯი შეცვალეს და დროებით შეჩერებაზე გადავიდნენ, რომლის ინიციირებასაც ქვეყნების უმრავლესობის თანხმობა ჭირდება, თუმცა იმას არ ამბობენ, რომ ამავე დროს საჭიროა ძალიან კონკრეტული და მკაცრად გაწერილი სამართლებრივი საფუძვლები, საიდანაც ბუნებაში არცერთი არსებობს!აღარ იციან, რით ავნონ საკუთარ ქვეყანას. წარმოიდგინეთ, თეორიულ გზებს ეძებენ, როგორ შეიძლება შეუჩერდეთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაცია და მხარს უჭერენ რეზოლუციას, რომელიც მიმართულია სააკაშვილის გათავისუფლების, ივანიშვილის სანქცირების, გაუმჭვირვალობის და ლგბტ პროპაგანდისკენ. მეტი ლუსტრაცია წარმოუდგენელია!ჩვენი გზა გამჭვირვალობა, ოჯახური ღირებულებების დაცვა, ეროვნული პოლიტიკის კეთება და საქართველოს რეალური ევროპული გზაა, ქრისტიანული და დემოკრატიული, ღირსეული ევროპული გზა!#ღირსებითევროპისკენ" - წერს მამუკა მდინარაძე.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1714129504

სამწუხაროა, რომ „ნაცმოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული სუბიექტები არ არიან დაინტერესებული არაფრით, რაც უკავშირდება ამ ქვეყნის განვითარებას, არადა მთავარი არის სწორედ ქვეყნის განვითარება - ირაკლი კობახიძე

სამწუხაროა, რომ „ნაცმოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული სუბიექტები არ არიან დაინტერესებული არაფრით, რაც უკავშირდება ამ ქვეყნის განვითარებას, არადა მთავარი არის სწორედ ქვეყნის განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღეს გაიხსნა ზესტაფონის შემოვლითი გზა, ეს არის 9-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც დაახლოებით ნახევარი საათით შეამცირებს მგზავრობის დროს.მისივე თქმით, შემოვლითი გზის გახსნა მნიშვნელოვანია ასევე ქალაქისთვის, რადგან ქალაქს მიეცემა განვითარების ახალი შესაძლებლობა.„გრძელდება სამუშაოები. რიკოთის პროექტი არის ნამდვილად ისტორიული პროექტი, სათანადო ვადებში, სათანადო ხარისხით გრძელდება ამ სამუშაოების წარმოება და საბოლოო მიზანი არის აღმოსავლეთ-დასავლეთის შემაკავშირებელი მაგისტრალის ბოლომდე გახსნა. სათანადო დროში გაკეთდება ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტები საზოგადოებისთვის, ეს არის რაც აინტერესებს საზოგადოებას, ეს არის განვითარება, ინფრასტრუქტურის განვითარება, ქვეყნის სოციალური განვითარება, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ასეთ საკითხებს მიექცეს სერიოზული ყურადღება.რამდენიმე დღის წინ ჩვენ გავხსენით ასევე 9-კილომეტრიანი გვირაბი და მითხრეს, რომ ეს ინფორმაცია არ გავრცელებულა რამდენიმე ტელევიზიის მეშვეობით. როგორც ჩანს, უმალავენ ხალხს, რომ მაგალითად, იგივე ზესტაფონის შემოვლითი გზა იხსნება, შეიძლება, ამ ტელევიზიების მაყურებლებმა ისევ ძველი გზით იარონ, ეს ნახევრად ხუმრობით. სერიოზულად, ძალიან სამწუხაროა, რომ „ნაცმოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული სუბიექტები არ არიან დაინტერესებული არაფრით, რაც უკავშირდება ამ ქვეყნის განვითარებას, არადა მთავარი არის სწორედ ქვეყნის განვითარება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იდიოტების დაჯგუფება

პოლიტიკა 1714129496

ცესკომ „ალტ-ინფოს“ ახალი პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია შეაჩერა

ცესკომ „ალტ-ინფოს“ ახალი პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია შეაჩერა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ზურაბ მახარაძემ გაავრცელა.„ალტ-ინფოს“ ლიდერმა Facebook-ზე ცესკოს წერილიც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც უწყებაში შესულია ანტიკორუფციული ბიუროს საჩივარი, რომელიც„ქართული იდეის“ რეგისტრირებული მონაცემების კანონმდებლობასთან შესაბამისობის მოკვლევას ეხება.დოკუმენტის თანახმად, ცესკომ „ქართული იდეის“ საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვა მოკვლევის პერიოდში შეაჩერა.

ირაკლი ქარსელაძე

პოლიტიკა 1714129386

თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე 3 საათნახევარში იქნება შესაძლებელი - ირაკლი ქარსელაძე

,,დღეს გაიხსნა ზესტაფონის შემოვლითი გზის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე თბილისიდან ბათუმში ჩასვლა 3 საათნახევარში იქნება შესაძლებელი და ეს ყველაფერი საერთაშორისო უსაფრთხოების ნორმების დაცვით მოხდება“- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ის სამუშაოები, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს დარჩენილ მონაკვეთებზე, რომლებიც მთლიანად რიკოთის მონაკვეთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის განვითარებაში გარდამტეხ როლს შეიტანენ. მან ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის 276 კმ  ანუ 64% ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია. სამშენებლო სამუშაოები გრძელდება მაგისტრალის 66,1 კმ-ზე.,,ახალი გზა ზესტაფონს განტვირთავს სატრანზიტო მოძრაობისგან და შეამცირებს მაგისტრალით მგზავრობის დროს. ამასთან, უკვე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები ახალ მაგისტრალურ გზასთან მგზავრთა მომსახურების ცენტრის მოსაწყობად, სადაც გათვალისწინებული იქნება სივრცეები ზესტაფონის ტრადიციული სწრაფი კვების ობიექტებისთვის“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.მინისტრმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რომელიც მიიღეს ქართველმა სპეციალისტებმა, მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს, აზიის განვითარების ბანკს, საავტომობილო გზების დეპარტამენტს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვან პროექტში.,,სამი დღის წინ, ჩვენ ისტორიული ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სოფელ ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დავასრულეთ. წინ კიდევ ბევრი მასშტაბური და წარმატებული პროექტებია. ჩვენ არ ვაშენებთ მხოლოდ გზას ჩვენ ვაშენებთ თანამედროვე კომუნიკაციას უკეთესი საქართველოს მომავლისთვის“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

პრემიერი

პოლიტიკა 1714129299

ჩანაწერს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც მოხვდა რეზოლუციაში, ზუსტად ისეთივე ჩალის ფასი აქვს, როგორიც აქვს ჩანაწერებს ლგბტ პროპაგანდის არდაშვებასა და სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე - პრემიერი

რაც შეეხება ჩანაწერს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც მოხვდა ამ რეზოლუციაში, ზუსტად ისეთივე ჩალის ფასი აქვს, როგორიც აქვს ჩანაწერებს ლგბტ პროპაგანდის არდაშვებასა და სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე. არავითარი ფასი ამ ყველაფერს არ აქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ვიზალიბერალიზაცია არის ხელისუფლების და ქართველი ხალხის მონაპოვარი.„ვიზალიბერალიზაცია არის ხელისუფლების და ქართველი ხალხის მონაპოვარი და არა თუ ასეთი შანტაჟის ენით უნდა ესაუბრებოდეს ვინმე ხელისუფლებას და ქართველ ხალხს, არამედ პირიქით უნდა ზრუნავდნენ მაგალითად აშშ-ში უვიზო მიმოსვლის შემოღებაზე. ეს არის ჩვენი პარტნიორების პასუხისმგებლობა და არა ის, რომ ვიღაცამ ესაუბროს ქართველ ხალხს შანტაჟის ენით. ქართველი ხალხის მიმართ შანტაჟის ენა რომ არ ჭრის, ეს გამოჩნდა 2022 წელს ძალიან კარგად და ეს ახლაც ძალიან კარგად ჩანს.მეგობრის თხოვნა, რომელიც ეხება გაუმჭვირვალობას, ანუ მთავარი ევროპული ღირებულების არ უზრუნველყოფას ჩვენს ქვეყანაში, თხოვნას, რომელიც უკავშირდება ლგბტ პროპაგანდისთვის მწვანე შუქის ანთებას, სააკაშვილის გათავისუფლებას, თხოვნას, რომელიც უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის დასჯას, რა თქმა უნდა, არავითარი ფასი არ აქვს. ეს არ არის მეგობრების თხოვნა, ეს არის ოდიოზური ევროპარლამენტარების და მათ მიერ მიმხრობილი დეპუტატების თხოვნები, რომლებსაც ჩვენ მხედველობაში ვერ მივიღებთ, ვინაიდან ისინი ეფუძნება სრულიად არა ევროპულ ღირებულებებს. აქედან გამომდინარე, ამ ე.წ. თხოვნებს და სინამდვილეში შანტაჟის მცდელობას არც ჩვენთვის აქვს რაიმე ფასი და არც ქართული საზოგადოებისთვის,“-  განაცხადა პრემიერმა.