არჩევნები 2017 - ბოლო ინფორმაცია წაიკითხეთ აქ

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

მექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხი 248 –მდე გაიზარდა

12:00 09-20-2017
16
თეგები: მექსიკა

მექსიკაში მომხდარი 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 248 - ს მიაღწია. გარდაცვლილთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

ბოლო მონაცემებით, მეხიკოში117 ადამიანი გარდაიცვალა, 72 კილოვალოს დედაქალაქში (სამხრეთით), პუებლაში 43, მეხიკოს შტატში 12, 3 ადამიანი გერეროს შტატში და 1 ოახასას შტატში.
ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დედაქალაქში ათობით სახლი დაინგრა. სკოლის ჩამონგრევის შედეგად 20-ზე მეტი ბავშვია დაღუპული და კიდევ 30-მდე დაკარგულად ითვლება.

მეხიკოს აეროპორტი დახურულია.   მაშველებს უწევთ საგანგებო ვითარებაში მუშაობა, რადგან შენობები ფაქტობრივად დანგრეულია და ცდილობენ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენას.
ხელისუფლების განცხადებით, მინიმუმ 3.8 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

გუშინ მექსიკის ქალაქ პუებლა-დე-სარაგოსას მახლობლად 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი 51 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა. მიწისძვრამ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. ბოლო ორი კვირის განმავლობაში მექსიკაში ეს უკვე მეორე მიწისძვრაა. 8 სექტემბერს მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.