ვიდეოები

1714123131

VIDEO: „პრაიმ ჰაუსის“ სამი აუთსაიდერი მიმართვას ავრცელებს

ყველაზე რეიტინგული შოუ „პრაიმ ჰაუსი ALL STAR“ ერთგულ მაყურებელს სანახაობას არ აკლებს. ფინალური პროექტის მონაწილეები, გასული სეზონებიდან მაყურებლის ფავორიტები არიან. ახლა ყველა მათგანი მორიგი პირველობისთვის იბრძვის. რა ხდება „პრაიმჰაუსში“ და როგორი განწყობა აქვთ აუთსაიდერებს, ნახეთ ვიდეოში  

პრაიმ ჰაუსი ALL STAR

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი 1714159080

27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძიახლა თქვენთვის მნიშვნელოვანია გამოიყენოთ ხელსაყრელი მომენტი და გავლენიანი ნაცნობობა, მაგრამ ნუ დაკარგავთ წესიერი და კეთილსინდისიერი ადამიანების ნდობას.კუროყოველი მოქმედება კარგად გათვალეთ და მოიფიქრეთ, ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, მაგრამ იმოქმედეთ თავდაჯერებულად.ტყუპებიშეცვალეთ ის, რაც თქვენში თვითონვე არ მოგწონთ და გააანალიზეთ თქვენი მიზნები და სამომავლო ამოცანები.კირჩხიბიიყავით გულუხვი და გულმოწყალე. ახლა გაკეთებული სიკეთე მომავალში ორმაგად დაგიბრუნდებათ.ლომიდადებითი ემოციები და ჰარმონიული შეხვედრები ურთიერთობებს გაგილამაზებთ და პოზიტივით აგავსებთ. შინაგანი ხმა სწორ გზაზე გაგიყვანთ.ქალწულიდაასრულეთ წარსული, გაიქარწყლეთ წყენა და კონცენტრირდით დღევანდელ რეალობაზე. მალე ყველაფერი დასტაბილურდება.სასწორიდატკბით და ისიამოვნეთ დღევანდელი დღით, თქვენს წინ ახალი პერსპექტივები წარმატებას გპირდებათ.მორიელიმოიკრიბეთ ძალები, კარგად დაისვენეთ და გაიხსენეთ ძველი გატაცებები, სწორედ ახლა გეძლევათ მრავალფეროვანი შესაძლებლობები.მშვილდოსანიმიხედეთ პირად ცხოვრებას და საკუთარი სურვილები წამოსწიეთ წინ, ყურადღება გამოიჩინეთ თქვენი მეუღლის ან პარტნიორის მიმართ, რათა თქვენი ურთიერთობა იყოს ხანგრძლივი და მტკიცე.თხის რქაამ პერიოდში, კარგი იქნება გაიმდიდროთ თქვენი სულიერი ცოდნა და წვლილი შეიტანოთ საქველმოქმედო სფეროში, დაეხმაროთ მათ, ვინც ამას საჭიროებს.მერწყულითამამად დაგეგმეთ მომავალი. იფიქრეთ საკუთარი საქმის წამოწყებასა ან განვითარებაზე. გამოამჟღავნეთ თქვენი დაფარული ძალები და შესაძლებლობები.თევზებიყველაფერი თავისი გზით მიდის. ნუ დააჩქარებთ მოვლენებს და ნუ იღელვებთ. კარგად დაისვენეთ და მოემზადეთ მომავალი წარმატებებისთვის. 

წყალი

დედაქალაქი 1714158409

წყალი შეწყდება - GWP მოსახლეობას აფრთხილებს

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება:მთაწმინდის რაიონი,კოტე მესხის N2 ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 00:20-დან 13:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: კოტე მესხის, ალექსანდრე ჭავჭავაძის მე-2 შესახვევი, გიგაური, ზედგენიძე და ჟღენტის ქუჩებს.აღნიშნულ გამორთვას დაემატა: დიმიტრი ყიფიანის ქუჩაწყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 20:00-მდე.წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 23:30-მდე. კრწანისის რაიონი,ეგრისის ქუჩაზე სოღანლუღის სატუმბო სადგურში წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 12:15-დან 18:00-საათამდე წყალმომააგება შეუწყება; გიგანტის დასახლებას, სოფ. კრწანისს, იარუჯას სამხედრო ნაწილს და სოფლის ნობათს.წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 27/04 09:00-მდე.კრწანისის რაიონი,წყალმომარგაება შეუწყდათ ავარიულად კრწანისის ქუჩის 14გ თან ქსელზე დაზიანების გამო, წყალმომარაგება აღდგება 26/04-ის 22:00-ზე  წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს; კრწანისის 14 (ყველა) , N 65 საჯარო სკოლასმთაწმინდის რაიონი,წავკისში, თაყაიშვილის ქუჩის N 9 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 15:45-დან 23:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება; წავკისში- თაყაიშვილი მარჯანიშვილი, ასათიანი, ტაბიძე, თუმანიშვილი ქუჩებსგლდანის რაიონი,მუხიანის აგარაკებში, ვარდისუბნის შეს. N 10 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 16:15-დან 23:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება; მუხიანის აგარაკებში- 26 მაისის, ვარდისუბნის ქუჩას ჩიხებს დაშესახვევებს (სრულად). გამარჯვებას, ხვანჭკარას, გურიის აღმართის და საზანოს ქუჩებსსაბურთალოს რაიონი,სოფ.დიღომში, მ.სტილკეს ქუჩის N 4 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 26/04 17:00-დან 27/04 01:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება;სოფელ დიღომში- რაინეგესის N 63-136, მონპერის, მაქს ტილკეს, შმერლინგი, კრისტიან სტივენი, ბარონ დებაი, ჰუგო ჰუბერტი, შერმადინი, ბერტაფონ ზუტნერი, ჰენრი პრინერსკის, კლაპორთის, არქანჯერო ლამბერტი, ხატაეთი, ტიმოთი ბელოის, მარკო პოლოს და კრისტოფორე კასტელის ქუჩებს.ისნის რაიონში, ნავთლუღის ქუჩის N 5/7 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 26/04 19:00-დან 27/04 08:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ნავთლუღის N 5/7-ს და უჯარმის მე-2 შესახვევსსამგორის რაიონი,ვჩანტლაძის ქ. 1 შეს. N 14 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 26/04 23:00-დან 27/04 10:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება:ლილოს დასახლება 1, 2 მკ/რ რაიონებს, 1 კვარტალს, მე-2 კვარტლის 1 -8 მდე, მე-4 და მე-5 კვარტალს, ჭირნახულის ქუჩას, სტურუას ქუჩას, მეფრინველეობის ქუჩას, აფხაზავას ქუჩას, ნამორაძის ქუჩას, სოფ.დიდი ლილო, ლეონტი მროველის, გოკიელის, კამოს (ტყემალაძის), არსენ მეკოკიშვილის, საქნავთის დასახლებას, სადგური ლილოს დასახლება, ლოჭინოს დასახლებას, სოფელ გამარჯვების ნაწილს, ლუდსახარშ „კასტელ ჯორჯიას“, სოფ. წინუბანს, ნასაგურს, ვაზიანის სამხედრო ნაწილს, ვარკეთილის მეურნეობას, თბილისის ზღვაზე სასტუმრო „ჰუალინგს“(კუპრაძის ქუჩა) და მის მიმდებარე დასახლებებს, ორხევის დასახლებას და თეთრიხევის დას. აეროპორტის დას, ქვემო ალექსეევკის დასახლებას (ქებურიას დასახლებას), ხვედელიანის, იგოთის, მ. გრიგორაშვილის, ვ. ბარდაველის, ლეო დავითაშვილის, სანდრო შანშიაშვილის, კახეთის გზატკეცილი N 73,75,83,87,89, ამერიკულ ლაბორატორიას, ვარკეთილის მეურნეობას, ორხევის, თეთრიხევის, თვალჭრელიძის, იუმაშევის, რუსთაველის, ფრანგულიანის, დავითაშვილის, ახვედელიანის ქუჩებს და ლილოს დასახლების 2 მ/რ. 10,11,12 კორპუსებს.

სენატი

პოლიტიკა 1714156429

14 სენატორი კობახიძეს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.14 სენატორის მიერ ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილი შეშფოთების უპრეცედენტო ნოტა სენატის მიერ დაფიქსირებულ სხვა განცხადებებს შორის ყველაზე მკაცრია.ორპარტიული წერილის გაგზავნას ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყველაზე მაღალი რანგის რესპუბლიკელი წევრი, სენატორი ჯეიმს რიში ხელმძღვანელობდნენ.ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ უკან გაიწვიოს კანონი, რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს და ასევე აჩენს ინდივიდუალურ პირებზე სანქციების დაწესების, მთავრობის პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტის და სავიზო შეზღუდვების გაფართოების დიდ ალბათობას.„ამერიკის ხმის“ მიერ მოპოვებული წერილის ასლის თანახმად, სენატორები ვაშინგტონის მხრიდან საქართველოს მიმართ პოლიტიკის შეცვლას წაახალისებენ, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში უცხოეთის გავლენის აგენტის ხელმეორედ ინიცირებული კანონი ამოქმედდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სენატორები წერენ, რომ ისინი როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობრები, „იძულებული“ გახდნენ, გამოეხატათ „უღრმესი შეშფოთება“ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, ხელახლა შემოეღო „რუსული სტილის უცხოეთის აგენტების კანონი“.კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სენატორები აცხადებენ, რომ ისინი იძულებული გახდებიან საქართველოს მიმართ ამერიკის პოლიტიკის შეცვლა წაახალისონ. „ამ კანონმდებლობის ამოქმედებას შეუძლია მძლავრი მესიჯი გაუგზავნოს ქართველ ხალხს, რომ მისი მთავრობა აღარ ასახავს მათ სურვილებს, აქტიურად ძირს უთხრის ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგს და უარს ამბობს კონსტიტუციის დაცვაზე. შედეგად, ეს კანონმდებლობა საქართველოს უახლოეს პარტნიორებს, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შერაცხავს, როგორც მავნე აქტორებს. ასეთი ცვლილება განაპირობებს შეიცვალოს ამერიკის პოლიტიკა საქართველოს მიმართ და ასახოს საქართველოს პოლიტიკის ახალი მდგომარეობა“, ნათქვამია პრემიერ კობახიძისთვის გაგზავნილ წერილში. პოლიტიკის ცვლილებაში კი ისინი რამდენიმე ფაქტორს მოიაზრებენ, რომლებიც აქამდე საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში გაჟღერებული არ ყოფილა. მათ შორისაა ინდივიდუალური სანქციების დაწესება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა და სავიზო შეზღუდვების გაფართოება. ამ დრომდე სავიზო შეზღუდვები სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ოთხ მოსამართლეს დაუწესა.ევროკავშირის არაერთი მაღალჩინოსნის მსგავსად, სენატორები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის სამიზნე სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედიაა, რომლებიც „ქართული დემოკრატიის სასიცოცხლო არტერიაა“. ამასთან, კანონპროექტი შეერთებული შტატებისა და ევროპის მხარდაჭერის წინააღმდეგაა მიმართული, საქართველოს იმ პარტნიორების წინააღმდეგ, რომლებმაც ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადეს საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიული გარდაქმნების მხარდასაჭერად 1991 წლის შემდეგ.„ჩვენ, როგორც კონგრესის წევრები, რომელთაც ღრმა პატივისცემა გვაქვს ქართველი ხალხის მიმართ და ყოველთვის ვიყავით მძლავრი ორპარტიული და თქვენს ქვეყანასთან ორმხრივი კავშირების უპირველესი მხარდამჭერები, ძალიან იმედგაცრუებული დავრჩებით, თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს უცხოეთის აგენტების შესახებ, რომელიც ძირს გამოუთხრის საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან. თუ ეს კანონპროექტი მიღებული იქნება, ჩვენ იძულებული გავხდებით, წავახალისოთ შეერთებული შტატების პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარების შეფერხებაზე ან მისი ევროატლანტიკური განვითარების ტრაექტორიის შეზღუდვაზე, შეერთებული შტატების პირდაპირი ფინანსური დახმარების გადახედვა და შეერთებულ შტატებში სავიზო აკრძალვების გაფართოება“,- აცხადებენ სენატორები. სენატორები უარყოფენ „ქართული ოცნების“ ნარატივს, რომ გამჭვირვალობის კანონი ამერიკული უცხოური აგენტების გავლენის, ეგრეთ წოდებული „ფარას“ მსგავსია. „ჩვენ ასევე უნდა განვაცხადოთ, რომ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების კანონი არ ასახავს შეერთებული შტატების არცერთ კანონს და ის გამოყენებული იქნება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გასაჩუმებლად, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში. მოგეხსენებათ, სიტყვის თავისუფლება შეიძლება არასასიამოვნო იყოს ნებისმიერი მმართველი პარტიისთვის, თუმცა უთანხმოების და აზრის საჯაროდ გამოხატვის შესაძლებლობა არის ის, რაც დემოკრატიას აძლიერებს და სიმტკიცეს მატებს“.წერილის ბოლოს, სენატორები პირობას დებენ, რომ არასდროს მიატოვებენ „ქართველი ხალხის მისწრაფებას, რომელმაც საკუთარი ხმა დემოკრატიული და ევროპული მომავლის მხარდასაჭერად, ხმამაღლა და მკაფიოდ, ყველას გააგონა“. მათი თქმით, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ეფუძნება ორმხრივ ინტერესებსა და საერთო ღირებულებებს და თითოეული მათგანი ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების მტკიცე მხარდამჭერია. თუმცა, ისინი ასევე ამბობენ, რომ ურთიერთობა ამ მიმართულებით ვერ „გაგრძელდება მანამდე, სანამ ეს კანონმდებლობა უკან არ იქნება გაწვეული“.წერილში ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი წევრები ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს მისი მოქალაქეების უდიდესი ნაწილის სურვილი, ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ დაწინაურდეს, რადგან ამ კანონის მიღება, როგორც ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, უარყოფით გავლენას იქონიებს საქართველოს ევროპულ ბლოკში გაწევრიანების პერსპექტივაზე. ეს კი მთავრობის მიერ საკუთარი კონსტუტიციის უგულებელყოფა იქნება.სენატორები ასევე აცნობიერებენ საქართველოს წინაშე არსებულ რუსულ საფრთხეებს და ამბობენ, რომ ამერიკა როგორც წარსულში, ისე მომავალშიც მხარს დაუჭერს ქართველი ხალხის უფლებას, დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და თავი გაითავისუფლოს რუსეთისგან, რომელიც საქართველოში ჰიბრიდულ ომს აწარმოებს და ფართომასშტაბიანი მავნე გავლენა აქვს საზოგადოებაზე ოქტომბერში დაგეგმილი, მომავალი არჩევნების წინ.წერილს ხელს აწერენ სენატორი ჯინ შაჰინი, სენატორი ჯეიმს რიში, სენატორი ბენ კარდინი, სენატორი ლინდსი გრემი, სენატორი კრის კუნსი, სენატორი პიტ რიკეტსი, სენატორი რიჩარდ დურბინი, სენატორი როჯერ უიკერი, რიჩარდ ბლუმენთალი, სენატორი ტომ ტილისი, სენატორი ტიმ კეინი, სენატორი დენ სალივანი, სენატორი შელდონ უაითჰაუსი და სენატორი მარტინ ჰაინრიხი.სენატორების წერილამდე ერთი დღით ადრე, ჰელსინკის კომისიამ წარმომადგენელთა პალატის ლიდერების განცხადება გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ ამერიკელი კანონმდებლებისთვის „აღმაშფოთებელია იმის ხილვა, რომ საქართველოს მთავრობა, ასე თავხედურად უტევს თავისი ხალხის ნებას და მის ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან“. კონგრესმენები „ქართულ ოცნებას“ კანონის უკან გაწვევას და ამ „დესტრუქციული გზიდან გადახვევისკენ“ მოუწოდებენ.

ენერგო პრო ჯორჯია

საზოგადოება 1714156016

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 აპრილს 10:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ნატახტარი, მისაქციელი, ახალუბანი და მიმდებარე სოფლებში; 29 აპრილს 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში წეროვანი, ნატახტარი, გოროვანი, ჩარდახი და მიმდებარე სოფლებში.სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ფული ზოდიაქო

ჰოროსკოპი 1714153962

სიმდიდრის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც წელს გამდიდრდებიან

გაინტერესებთ, ხართ თუ არა იმ იღბლიანთა შორის, რომლებიც 2024 წელს გამდიდრდებიან? ასტროლოგების აზრით, ზოდიაქოს ხუთი ნიშნის წარმომადგენლები მნიშვნელოვან თანხას გამოიმუშავებენ, დანარჩენებისთვის კი წელს ფულის გამომუშავება ადვილი არ იქნება, მაგრამ არც შეუძლებელი – მთავარია შრომისმოყვარეობა.ზოდიაქოს ნიშნებს შორის ფინანსური ფავორიტი კურო იქნება. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს განსაკუთრებული ფინანსური წარმატება ელით. ეს განპირობებულია კუროების შრომისმოყვარეობით, სიმტკიცით, სამუშაო ეთიკით, რაც მათ სხვებისგან გამოარჩევს და ფულის მართვის შესანიშნავი უნარით. მათი სტაბილური მუშაობა დაფასდება. გარდა ამისა, 2024  წელს მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად მათი კაპიტალი მეტად მზარდი გახდება.ასტროლოგების აზრით, გამდიდრების კანდიდატთა რეიტინგში შემდეგი თხის რქაა  –  ამ ნიშანს ფინანსური წარმატების მიღწევის დიდი შანსი აქვს. თხის რქა ყველა შესაძლებლობას იყენებს, რათა სამსახურებრივი პოზიცია, სოციალური სტატუსი და მატერიალური მდგომარეობაც გაიუმჯობესოს. 2024  წელს ამ ნიშნის წარმომადგენელთა ძალისხმევა წარმატებით დაგვირგვინდება – ეს იქნება შესანიშნავი წელი ძლიერი საქმიანი ურთიერთობების დამყარებისთვის.2024  წელს ფინანსურ წარმატებას შესაძლოა ცეცხლოვანმა ლომმაც მიაღწიოს. ამ ნიშნის ძლიერ პიროვნებას წარმატება  განსაკუთრებით ხელმძღვანელ პოზიციებზე ელის. ლომები სწრაფი ნაბიჯებით მიიწევენ დასახული მიზნისკენ და კონკურენტებს საშუალებას არ აძლევენ, ხელი შეუშალონ მათ სასურველის მიღწევაში. ლომებს აქვთ განსაკუთრებული თვისება, გაიჩინონ მოკავშირეები ყველგან, სადაც არ უნდა წავიდნენ, ასე რომ, თხის რქის მსგავსად, ისინი შესანიშნავად ახერხებენ სასარგებლო კავშირების დამყარებას. წაიკითხეთ სრულად