დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

"გაუნათლებელი სპორტსმენიც არ ვარგა...ჩემი რჩევა იქნება, იკითხოთ წიგნები" - ზაზა ფაჩულიას რჩევა ბავშვებს

22:49 08-07-2017
53

ცნობილმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ სპორტის სასახლეში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე განათლების მნიშვნელობზე ისაუბრა.

"ძალიან ემოციური საღამო იყო ჩემთვის. მინდა ერთ თემას შევეხო. ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ბავშვი იმყოფება აქ და გვიყურებს იმედის არხზე. ბატონმა პრემიერმა ძალიან სწორი თქვა, რომ შრომა, თავდადება, მიზნების დასხვა, ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანმა რომ მიაღწიო რაღაცას, ეს უნდა დაიწყო იმ ასაკში, რომელშიც ჩვენი ახალგაზრდები არიან. ამ ყველაფერს მინდა დავუმატო განათლება. განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი, მის გარეშე არაფერი გამოვა. გაუნათლებელი სპორტსმენიც არ ვარგა. სპორტი არის დროებითი, თუ გაგიმართლა, და შეიძლება ითამაშო 35, მაქისმუმ 40 წლამდე, მერე რას შვები?! განათლება არის ყველაფერი ჩემო პატარა მეგობრებო და მინდა ეს გაითვალისწინოთ. თუ  გაქვთ განათლება, ყველაფერი უფრო საინტერესო, სახალისოა და იმ მიზნებს, რასაც დაისახავთ, განათლებით უფრო ადვილად მიაღწევთ, ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, იკითხოთ წიგნები, ისწავლოთ, ქვეყანას უფრო კარგად გამოადგებით", - აღნიშნა სპორტსმენმა.

ავტორი: ლილუ მიროტაძე