ვიდეოები

1714123131

VIDEO: „პრაიმ ჰაუსის“ სამი აუთსაიდერი მიმართვას ავრცელებს

ყველაზე რეიტინგული შოუ „პრაიმ ჰაუსი ALL STAR“ ერთგულ მაყურებელს სანახაობას არ აკლებს. ფინალური პროექტის მონაწილეები, გასული სეზონებიდან მაყურებლის ფავორიტები არიან. ახლა ყველა მათგანი მორიგი პირველობისთვის იბრძვის. რა ხდება „პრაიმჰაუსში“ და როგორი განწყობა აქვთ აუთსაიდერებს, ნახეთ ვიდეოში  

პრაიმ ჰაუსი ALL STAR

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1714132757

ორჯერ სცადეს გაუმჭვირვალე ენჯეოებმა რევოლუციის მოწყობა ქვეყანაში; გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი პირობა იმისა, რომ ჩვენ დავაჩქაროთ ეკონომიკური წინსვლა - ირაკლი კობახიძე

ჩვენ დაგვჭირდება უახლოესი რამდენიმე წელი, რომ რაც შეიძლება მეტად დავუახლოვდეთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს,  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური განვითარების კუთხით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.მისი თქმით, გაუმჭვირვალობის პირობებში „ენჯეოების“ საქმიანობა აფერხებდა ქვეყნის წინსვლას რევოლუციების მოწყობის მცდელობებით.„რეალურად, გაუმჭვირვალობის პირობებში ენჯეოების საქმიანობა სერიოზულად აფერხებდა ქვეყნის წინსვლას და შეგახსენებთ, რა იყო მათი საქმიანობის შედეგები - ეს იყო ორი რევოლუციის მცდელობა 2021 წელს და ასევე 2022 წელს, მათ ჰქონდათ რევოლუციის ორი მცდელობა, ასეთი მოვლენები რა თქმა უნდა, ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას. 2020 წელს მათ გააყალბეს „პივიტი“, გააყალბეს მონაცემები იმაზე, თითქოს 8%-იანი ზედმეტობა იყო, თითქოს გვიან გამოაქვეყნა ცესკომ არჩევნების შედეგები, რაც შემდგომ გამოიყენა ოპოზიციამ, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი სცენარი იმისთვის, რომ მოეწყოთ რევოლუცია 2021 წელს, სცადეს, უნდოდათ რიგგარეშე არჩევნების მიღწევა, რაც ვერ მოახერხეს. ამის შემდეგ 2022 წელს, როცა არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, ეს ენჯეოები პირდაპირ ავიდნენ სცენაზე და მოითხოვეს მთავრობის გადადგომა, ანუ ეს იყო უკვე პირდაპირ, სცენაზე, მათი რევოლუციური სცენარის განხორციელების მცდელობა. ანუ ორჯერ სცადეს ამ ადამიანებმა, გაუმჭვირვალე ენჯეოებმა რევოლუციის მოწყობა ქვეყანაში. რომ ყოფილიყო მათი დაფინანსება გამჭვირვალე, ბევრად უფრო ნაკლები შანსი იქნებოდა იმისა, რომ ისინი ღიად ჩაერთვებოდნენ რევოლუციურ პროცესებში, რაც რა თქმა უნდა ყოველთვის უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკის  განვითარებაზე. გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი პირობა იმისა, რომ ჩვენ დავაჩქაროთ ეკონომიკური წინსვლა,“- აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1714132553

„ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც საზღვრები საერთოდ არ იყო გახსნილი, იყო ორჯერ უარესი მაჩვენებელი მიგრაციის კუთხით, მთავარი ამოცანა არის ეკონომიკის განვითარება - ირაკლი კობახიძე

„ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც საზღვრები საერთოდ არ იყო გახსნილი, იყო ორჯერ უარესი მაჩვენებელი მიგრაციის კუთხით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის მიერ მიგრაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, მიგრაციის კუთხით უარყოფით სტატისტიკას აქვს თავისი გამომწვევი მიზეზები და მათ შორისაა როგორც ეკონომიკური ჩამორჩენა, ისე გახსნილი საზღვრები ევროკავშირის ქვეყნებთან.„ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან ბევრი გამოწვევა და მათ შორის დემოგრაფია არის უმთავრესი. ჩვენ გვაქვს უარყოფითი სტატისტიკა, როგორც შობადობის, ისე მიგრაციის კუთხით, რასაც აქვს თავისი მიზეზები.მიგრაციას არსებითად აქვს ორი მიზეზი, პირველი არის ის, რომ ჯერ კიდევ დიდია ეკონომიკური ჩამორჩენა, ევროპის ქვეყნებთან და მეორე არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა. მაგალითად გერმანია რომ ავიღოთ, გერმანიასთან ჩვენი ჩამორჩენა ცხოვრების დონის კუთხით არის ჯერ კიდევ სამმაგი. 2012 წელს, ჩამორჩენა იყო ოთხნახევარმაგი ასე ვთქვათ, სწორედ ამიტომ წინა ხელისუფლების პირობებში მიგრაციის მაჩვენებლები იყო ბევრად უფრო მძიმე. ჩვენს პირობებშიც არის ცუდი დემოგრაფიული მონაცემები, მაგრამ კიდევ გავიმეორებ, ამას აქვს ორი მთავარი მიზეზი, ერთი არის ჯერ კიდევ არსებული ჩამორჩენა და მაგალითად მოვიყვანე გერმანია, რომელსაც სამჯერ ჩამოვრჩებით, საბერძნეთს ორჯერ და ა.შ. ასეთ დროს ცდუნება არსებობს რა თქმა უნდა, რომ ადამიანები გავიდნენ ქვეყნიდან და გადავიდნენ სხვა ქვეყანაში და მეორე - საზღვრები არის გახსნილი.ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც საზღვრები საერთოდ არ იყო გახსნილი, იყო ორჯერ უარესი მაჩვენებელი მიგრაციის კუთხით. ჩვენ გვაქვს უარყოფითი მაჩვენებლები, მთავარი ამოცანა არის ეკონომიკის განვითარება, თუ ეკონომიკა წინ არ წაიწევს და თუ არ დავუახლოვდებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ეკონომიკური კუთხით, რა თქმა უნდა, უარყოფითი მაჩვენებლები შენარჩუნდება. ჩვენ დაგვჭირდება უახლოესი რამდენიმე წელი, რომ რაც შეიძლება მეტად დავუახლოვდეთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შსს

სამართალი 1714132433

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი - სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1991 წელს დაბადებული ა.ა. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.მათივე ცნობით, დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.„გამოძიებით დადგინდა, რომ სოფელ ფონიჭალაში 1983 წელს დაბადებულ ვ.კ.-ს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა ა.ა. მიმდინარე წლის 21 აპრილს, ბრალდებულსა და ვ.კ.-ს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ვ.კ.-მ.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 151-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში

tik tok

მსოფლიო 1714132269

აშშ-ში მიღებული კანონის მიუხედავად, „ტიკტოკის“ მფლობელი კომპანია სოციალური ქსელის გაყიდვას არ გეგმავს

სოციალურ ქსელ „ტიკტოკის“ მფლობელ ჩინურ კომპანია ByteDance-ში აცხადებენ, რომ ბიზნესის გაყიდვას არ აპირებენ. განცხადება მას შემდეგ გაკეთა, რაც შეერთებულმა შტატებმა მიიღო კანონი, რომელიც „ტიკტოკის“ მფლობელ კომპანიას მის გაყიდვას ავალდებულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სოციალური ქსელი აშშ-ში დაიბლოკება. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.„ByteDance-ს „ტიკტოკის“ გაყიდვის გეგმა არ აქვს“, – ნათქვამია კომპანიის სოციალურ ქსელში.მანამდე კი „ტიკტოკის“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ „არაკონსტიტუციურ“ კანონს სასამართლოში გაასაჩივრებენ.„ჩვენ თავდაჯერებულები ვართ და ვიბრძოლებთ ჩვენი უფლებებისთვის სასამართლოში. ფაქტები და კონსტიტუცია ჩვენს მხარესაა“, – განაცხადა „ტიკტოკის“ ხელმძღვანელმა, შოუ ჩიუმ.აშშ-ს პრეზიდენტმა შესაბამისი კანონი წარმომადგენელთა პალატის და სენატის მიერ მისი მხარდაჭერის შემდეგ მიიღო. კანონის მიხედვით, „ტიკტოკის“ მფლობელ ჩინურ კომპანიას პლატფორმის გასაყიდად ცხრათვიანი ვადა ეძლევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის აშშ-ის აპლიკაციების მარკეტში აიკრძალება. კანონით პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უფლებამოსილება ეძლევა, გაახანგრძლივოს ვადა კიდევ 90 დღით, თუ დადგინდება, რომ გაყიდვის მიმართულებით პროგრესი მიღწეულია.პეკინის მიერ კერძო კომპანიებზე კონტროლის გამკაცრებამ შეერთებულ შტატებსა და სხვა დასავლურ ქვეყნებში შეშფოთება გამოიწვია, თუ რამდენად კონტროლდება ჩინური კომუნისტური პარტიის მიერ კომპანია ByteDance-ი და მონაცემები, რომელსაც ის ინახავს.„ტიკტოკი“ უარყოფს ბრალდებას, თითქოს ჩინეთის ხელისუფლებას კომპანიაზე აქვს წვდომა.

ვან ი და ენტონი ბლინკენი

მსოფლიო 1714131364

ჩინეთი აშშ-ს აფრთხილებს, წითელი ხაზები არ გადაკვეთოს - ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ჩინეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს, წითელი ხაზები არ გადაკვეთოს. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრის დროს განაცხადა.ვან ი და ენტონი ბლინკენი ერთმანეთს პეკინში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის დროს შეხვდნენ და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს.ჩინელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა სტაბილურდება, თუმცა ნეგატიური ფაქტორები კვლავ არსებობს.ენტონი ბლინკენმა კი განაცხადა, რომ ვაშინგტონსა და პეკინს კავშირების გაგრძელების საერთო პასუხისმგებლობა აკისრიათ.