დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

ბაგრატიონები „შიდა ომს“ იწყებენ - ვინ აცხადებს ტახტზე პრეტენზიებს ?

13:23 06-19-2017
2042

გაზეთი "პრაიმტაიმის" არქივი

როგორც ლევან ვასაძეს, ისე ია ბაგრატიონ-მუხრანელს სურთ საქართველოში მონარქიის აღდგენა, თუმცა, მემკვიდრეებზე მათ, როგორც ჩანს, განსხვავებული შეხედულებები აქვთ.

ლევან ვასაძე ამ თემაზე გიორგი მარგველაშვილთან აპირებდა საუბარს, ია ბაგრატიონ-მუხრანელი - ბიძინა ივანიშვილთან. თუმცა, რამდენიმე წლის უკან მან „პრაიმტაიმს“ უთხრა, რომ ივანიშვილი ამ თემაზე სასაუბროდ არ შეხვდა.

ლევან ვასაძე ქართლ-კახეთისა და მუხრანელი ბაგრატიონების ქორწინებაში დაბადებულ „უფლისწულს“ აცხადებს მემკვიდრედ, ია ბაგრატიონ-მუხრანელი კი ესპანეთში მცხოვრებ ბაგრატიონსა და მუხრანელ ბაგრატიონს ასახელებს.

 

ბაგრატიონების მეფედ კურთხევის იდეა საქართველოში პირველად იტალიაში მცხოვრებმა ქეთევან ბაგრატიონმა შემოიტანა. ის შევარდნაძეს თხოვდა ამ საკითხზე დაფიქრებულიყო და ქვეყანაში მეფის ინსტიტუტი აღედგინა. შევარდნაძე დიპლომატი იყო, ამიტომაც ბაგრატიონების ერთ-ერთ შთამომავალს ღიმილით მიუგო: გვანახეთ ვინ იქნება მეფე, მემკვიდრეზე სხვა ბაგრატიონების თანხმობა მიიღეთ და ამ თემაზე დისკუსია მერე გავხსანათო.

თბილისში ყველას ესმოდა რომ ეს შეუსრულებელი მისია იყო. რამდენად ესმოდა ეს თავად ქეთევან ბაგრატიონს, ძნელი სათქმელია. თუმცა, ფაქტია, რომ მაშინ მან მოლაპარაკებები ვერ შეძლო. როგორც ამბობდნენ, ის საკუთარ თავს მოიაზრებდა სამეფო ტახტზე.

ქეთევან ბაგრატიონი, იტალიაში გავლენიანი გვარის – ორსინების რძალი გახლდათ.  

მას მაშინვე დაუპირისპირდნენ სხვა ბაგრატიონები, რომლებიც საქართველოშიც არია, რუსეთშიც და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშიც.

90-იან წლებში ეს იდეა ქაოტურად აქა-იქ იფეთქებდა ხოლმე, ხან ტრადიცონალსიტები გააჟღერებდნენ, ხან ედპ, ხან ვინ და ხან ვინ.

თუმცა, მას შემდეგ რაც საქართველოზე ზედამხედველობა კრემლში პრიმაკოვს ჩაბარდა, საქართველოში ბაგრატიონების თემამ უფრო ორგანიზებული ხასიათი მიიღო. ძნელი სამტკიცებელია რამდენად არის ეს ბატონი ევგენის ორგანიზებული, თუმცა, ეს ორი ფაქტი - პრიმაკოვის დანიშვნა მოსკოვში და ბაგრატიონების ქორწილი თბილისში - ერთმანეთს დროში გარკვეულწილად ემთხვევა.

ეს უკვე სამეფო ტახტის აღდგენის იდეა კი არა ნამდვილ სპეცოპერაციას გავხდა. სხვა მონარქისტულ ქვეყნებში სამეფო ოჯახის ქორწინება ნამდვილი რიტუალი და ზეიმია. საქართველოში კი ანა ბაგრატიონი ჯერ მეუღლეს გააშორეს, შემდეგ ჯვარი დაწერეს დავით ბაგრატიონზე. ცოლ-ქმარს სიხარულისა და ბედნიერების ნატამალიც კი არ ეტყობოდათ ქორწილში, მოგვიანებთ ანა სახლიდანაც გაიქცა და, როგორც მაშინ წერდნენ ძალით დააბრუნეს.

ამასობაში ეკლესიამ მათი შვილი გიორგი სამეფო ტახტის მემკვიდრედ ლამის გამოაცხადა. ლევან ვასაძე, რომელიც ასევე ცნობილია თავისი პრორუსული შეხედულებებით, განაცხადა რომ პირადად უზრუნველყოფდა ამ იდეის დაფინანსებასაც და პოპულარიზაციასაც. საინტერესოა, რომ უფლისწული (როგორც თავად უწოდებენ) გიორგი სწორედ ლევან ვასაძემ მონათლა. 

თუმცა, ამ სპეცოპერაციის შედეგს ბაგრატიონების სხვა შტოების წარმომადგენლები არ ღებულობენ. ია ბაგრატიონ-მუხრანელმა „პრაიმტაიმთან“ საუბარში მაშინვე დაასახელა სხვა მემკვიდრეები. როგორც ჩანს, ანასა და დავითის ვაჟის მსგავსად სხვა ორი უფლისწულიც იზრდება:

„ დავითისა და ანას ვაჟი გიორგი 2 წლის გახდა, შესანიშნავი ბავშვია, თუმცა არიან სხვებიც, რომელთა განხილვაც შეიძლება. შეიძლება კიდევ გამოჩნდეს. მაგალითად, ირაკლი ბაგრატიონი, მუხრანის შტოს წარმომადგენელი, და ღვანკითიდან იმერეთის შტოს წარმომადგენელი ერეკლე ბაგრატიონი. ასევე, ბავშვები ჰყავთ უკვე ოთარ ბაგრატიონსა და სანდრო ბაგრატიონს. უცოლოა დავით ბაგრატიონის უმცროსი ძმა ჰუგო, რომელიც ესპანეთში ცხოვრობს. მათგან როგორ უნდა მოხდეს გამორჩევა, ამის მზა რეცეპტი არ არსებობს. თუმცა 7 წლის ბავშვში უკვე ჩანს რაღაც ნიშნები, რომლითაც შეიძლება ის შეფასდეს, როგორც მომავალი მემკვიდრე. კიდევ ვიმეორებ, მთავარია, მათი აღზრდა საპატრიარქოს ზედამხედველობით. მან უნდა იცოდეს ქართული, მაგალითად, ესპანელმა ბაგრატიონებმა არ იციან ქართული, რაც, გარკვეულწილად, სირთულეა. უკვე დაბადებული მემკვიდრეები ჯერ ძალიან პატარები არიან იმისთვის, რომ რეალური მსჯელობა დავიწყოთ მათზე, თითქმის თანატოლები – 2-3 წლისანი. ვფიქრობ, საპატრიარქოს წიაღში ბაგრატიონთა რამდენიმე პირმშო უნდა აღიზარდოს და შემდეგ გამოჩნდება, ვინ არის საუკეთესოთა შორის საუკეთესო.“

რატომ შეირჩა ამ სპეცოპერაციისთვის მთაავრ ფიგურებად ანა და დავითი?
საქმე ის გახლავთ, რომ  ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ბაგრატიონ-გრუზინსკების დინასტიის მეთაურის, ქართლ-კახეთის (კახეთის) სამეფოს ტახტის მემკვიდრის ქალიშვილია. მისი მამა, ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი, ერთადერთია აღნიშნულ დინასტიაში, როგორც მემკვიდრე (არის რუსეთში კიდევ ოჯახი ევგენი ბაგრატიონი-გრუზინსკისა, მაგრამ მას ვაჟი არ ჰყავს). ბატონი ნუგზარის მერე, ქართული სამეფო ლეგიტიმიზმის მიხედვით, ვინაიდან მას ქალიშვილები ჰყავს, სამეფო მემკვიდრეობა გადადიოდა ბაგრატიონთა სხვა, უახლოეს შტოზე. ასეთი კი, ალექსანდრე I დიდის შთამომავალთაგან არიან მუხრანბატონიშვილები, მუხრანელი ბაგრატიონები. მათი მეთაური ოჯახი კი ანას ქმრის, დავითის ოჯახია.

loading...