1758097613
1755754217
ირაკლი ჭეიშვილი: მაკკეინის ინსტიტუტის გრანტი უნდა მოხმარდეს სხვადასხვა ქვეყანაში ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების პროპაგანდას. საქართველოში ასეთად შერჩეული ჰყავთ მზია ამაღლობელიეს თანხა [მაკკეინის ინსტიტუტის გრანტი] უნდა მოხმარდეს სხვადასხვა ქვეყანაში ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების პროპაგანდას. საქართველოში ასეთად შერჩეული ჰყავთ მზია ამაღლობელი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა.„ნებისმიერ პატიმარს, ვისაც ბრალი წარედგინა, ეს იყო გამყარებული ვიდეოკადრებით და მათი დანაშაული იყო ასახული. ეს თანხა [მაკკეინის ინსტიტუტის გრანტი] უნდა მოხმარდეს სხვადასხვა ქვეყანაში ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების პროპაგანდას. საქართველოში ასეთად შერჩეული ჰყავთ მზია ამაღლობელი და ეს თანხები უნდა მოხმარდეს მზია ამაღლობელის და სხვა ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების პროპაგანდას, აქციებს“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.მაკკეინის ინსტიტუტის მორიგი სკანდალი - ინსტიტუტმა ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციისგან, ნახევარმილიონიანი გრანტი მიიღო, რომელიც პოლიტპატიმრების ინტერესებისთვის ბრძოლას უნდა მოხმარდეს.
1757711970
1753772688
ცვლილება სესხების გაცემაზე, რომელიც პირველი აგვისტოდან ამოქმედდება
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 500 000-დან 750 000 ლარამდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მოქალაქეები, რომლებსაც ლარში აქვთ შემოსავალი, 750 ათასამდე სესხს, ლარის გარდა, სხვა ვალუტაში ვეღარ აიღებენ.ცვლილება 2025 წლის პირველი აგვისტოდან შევა ძალაში.საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის, დავით უტიაშვილის განცხადებით, დოლარიზაცია კვლავ საქართველოს ფინანსური სექტორის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, ამიტომ, ეროვნული ბანკი, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს, რათა ქვეყანაში დოლარიზაციის დონე შემცირდეს.„დოლარიზაცია რჩება ჩვენი ფინანსური სექტორის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. ახლა სესხებში უცხოური ვალუტის წილი არის დაახლოებით 43%, ხოლო ანაბრებში 50%. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რეგიონში და გლობალურად. ამიტომ, ამ რისკების საპასუხოდ, ეროვნული ბანკი მუდმივად დგამს დედოლარიზაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს. ჩვენ გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში უცხოურ ვალუტაში არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის დაკრედიტების ზღვარი 200 000-დან, ეტაპობრივად ავწიეთ 500 000 ლარამდე და ახლა უკვე პირველი აგვისტოდან ეს ზღვარი 750 000 ლარი გახდება. მისი ძირითადი რაციონალი იყო ის, რომ გრძელვადიან პერიოდში, ზოგადად, თუ დოლარიზაციას აქვს შემცირების ტენდენცია, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ეს ტენდენცია გარკვეულწილად შენელდა. ამიტომ, ეროვნული ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს ლარიზაციას და სწორედ ამ მიზნით გადაიდგა ეს ნაბიჯები. დაახლოებით ამ სეგმენტში, 500 000-დან 750 000 ლარამდე გაიცემა წლის განმავლობაში 1000 სესხი, დაახლოებით 150 მლნ დოლარის ეკვივალენტი. სწორედ ამ სეგმენტს შეეხება და საშუალებას მოგვცემს, გრძელვადიან პერიოდში დედოლარიზაცია დავაბრუნოთ მის ტენდენციაზე, ჰქონდეს შემცირების ხასიათი. ბუნებრივია, მიმდინარე დონე კვლავ საკმაოდ მაღალია და ველოდებით, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად წლის ბოლოს სესხებში დოლარიზაცია შეიძლება, 40 პროცენტს დაუახლოვდეს და მომდევნო წლებში გააგრძელოს შემცირება. დედოლარიზაცია არის ეროვნული ბანკის გრძელვადიანი მიზანი.ჩვენ დავაკვირდებით ტენდენციებს, დავინახეთ საჭიროება, რომ კვლავ დამატებითი ნაბიჯები არის გადასადგმელი, ამ ნაბიჯებსაც გადავდგამთ, რათა, ზოგადად, დოლარიზაციის დონე ქვეყანაში შემცირდეს. ვფიქრობთ, 750 000 ლარი ახლა არის ადეკვატური ზღვარი, რათა დედოლარიზაცია გაგრძელდეს და მას შეუქცევადი ხასიათი ჰქონდეს. ბუნებრივია, თუ დავაკვირდით, რომ ეს რისკები არ მცირდება, პირიქით, ვთქვათ გარკვეული ფაქტორების გამო რისკები მზარდია, ამ შემთხვევაში, ეროვნული ბანკი, როგორც გასულ წლებში, კვლავ დამატებით ნაბიჯებსაც გადადგამს. ამ ეტაპზე რთულია თქმა, ეს რა ინსტრუმენტი იქნება, შეიძლება იყოს იგივე ინსტრუმენტში ზღვრის ზრდა ან სხვა ინსტრუმენტის გამოყენება. უბრალოდ, როგორც ყოველთვის, ეროვნული ბანკი ამას დააკვირდება და შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა.კითხვაზე, რამ განაპირობა დოლარიზაციის შემცირების კლების ტენდენცია, დავით უტიაშვილი განმარტავს, რომ 2022 წლიდან ქვეყანას უცხოურ ვალუტაში ჰქონდა შემოდინება.„ამის ერთ-ერთი ფაქტორი იყო, რომ 2022 წლიდან გვქონდა საგარეო შემოდინება უცხოურ ვალუტაში და ეს თანხები ანაბრებზე დაგროვდა. ბუნებრივია, ამ თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოურ ბანკებში განთავსდა და ეროვნულმა ბანკმაც, ამის საპასუხოდ, გარკვეული ინსტრუმენტი აამოქმედა, თუმცა ეს თანხები იყო ანაბრებზე. გარკვეული მოტივაციაა საბანკო სექტორისთვის, რომ ეს თანხები სესხადაც გაეცა. ამიტომ, გარკვეულწილად შეიძლება ეს ხსნიდეს იმას, რომ უცხოურ ვალუტაში დაკრედიტება გაგრძელდა და დედოლარიზაციის ტემპს შენელების ხასიათი ჰქონდა“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს დავით უტიაშვილმა.
სხვა სიახლეები
მსოფლიო • 1758098880
ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა განაცხადა, რომ ეუთოს უარი საქართველოში 4 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნაზე ფორმალურად დროის სიმცირით იყო ახსნილი, ხოლო სინამდვილეში ორგანიზაციას არ აქვს მტკიცებულება, რომ საქართველო არადემოკრატიული სახელმწიფოა, სადაც ოპოზიციური პარტიები წნეხს განიცდიან.„საქართველოში ოქტომბრის დასაწყისში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება. მათ არჩევნებზე მოიწვიეს ეუთოს სადამკვირვებლო მისია, რომელმაც უარი განსცხადს ერთი თვით ადრე. ეუთომ საქართველოს განუცხადა, რომ ერთი თვე საკმარისი დრო არ არის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ჩამოყალიბებისთვის. რატომ აკეთებენ ისინი ამას? იცით, რატომ აკეთებენ ამას? მათ არ აქვთ მტკიცებულება თქვან, რომ საქართველო არადემოკრატიული სახელმწიფოა, სადაც ოპოზიციური პარტიები წნეხს განიცდიან“, - თქვა პრაუდმა.პრაუდმა აგრეთვე გაიხსენა 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ეუთოს მისია აკვირდებოდა.„იცით, საპარლამენტო არჩევნებმა საკმაოდ კარგად ჩაიარა. არავის სჭირდება მტკიცებულებები ამ პოსტსიმართლის სამყაროში. თუ ხარ ევროპელი, საკმარისია იცოდე, რომ რუსები ცუდები არიან, ხოლო ჩვენ - კარგები. მტკიცებულება მხოლოდ სასოწარკვეთილ უხერხულობას ქმნის“, - დასძინა მან.
შემთხვევა • 1758098683
რუსთავში დაკარგული მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში დაკარგული მოზარდი, რევაზ დათაშვილი გარდაცვლილი იპოვეს.„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, 16 წლის მოზარდის ცხედარი მაშველებმა მდინარე მტკვარში ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდიდან 3 კილომეტრის დაშორებით იპოვეს.ცხედარი უკვე პროზექტურაშია გადასვენებული.მოზარდის საძიებო სამუშაოები მდინარე მტკვარში 15 სექტემბერს დაიწყო.
განათლება • 1758098593
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.„კიდევ ერთხელ გვსურს, გამოვხატოთ უდიდესი სითბო, გამორჩეული დამოკიდებულება და პატივისცემა ჩვენი ძვირფასი მასწავლებლების მიმართ. ეს ღონისძიებებიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.წელს გადავწყვიტეთ, განსაკუთრებული ფორმით და კიდევ უფრო ფართო მასშტაბით მასწავლებლის ეროვნული დღის აღნიშვნა, რაც 63 მუნიციპალიტეტსა და დედაქალაქს მოიცავს. დასკვნითი დაჯილდოების ცერემონია 27 ოქტომბერს თბილისში გაიმართება. ხოლო ეს ეტაპი – ადგილობრივ დონეზე ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება გახლავთ მზადება ამ მნიშვნელოვანი თარიღისთვის.რეგიონებში გამართულ ღონისძიებებს უდიდესი ხალისი, დადებითი ემოციური ფონი და პოზიტიური დატვირთვა აქვს. განსაკუთრებით გამოვყოფდი იმას, რომ პროცესში ჩართულნი არიან ჩვენი ძალიან ნიჭიერი და შესაძლებლობებით სავსე მოსწავლეები, რომლებიც სპეციალურად ამ ღონისძიებებისთვის მართავენ კონცერტებს და თავიანთი მასწავლებლების მიმართ მადლიერებას, სიყვარულსა და პატივისცემას ასე გამოხატავენ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება ადგილობრივი სკოლების პედაგოგთა დაჯილდოება, დასკვნითი ღონისძიება კი თბილისში 27 ოქტომბერს ჩატარდება.
პოლიტიკა • 1758098559
ძალიან ბევრ ქვეყანაში არ გვყავდა ელჩები და ამის მიზეზი იყო, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებდა, რათა საქართველო არ ყოფილიყო წარმოდგენილი ელჩების დონეზე საერთაშორისო ასპარეზზე. შეუძლებელია, რომ ამას გავლენა არ მოეხდინა, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პირველი არხის ეთერში.მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ქვეყანას ხალი პრეზიდენტი ჰყავს, 30-მდე ელჩი დაინიშნა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად ნულიდან ხდება დიპლომატიური წარმომადგენლობების დაკომპლექტება.„არ შემიძლია არ ვთქვა, რა პირობებში უწევდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობა და ეს დაკავშირებული იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის აქტივობასთან, მოქმედებასთან და უმოქმედობასთან. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ქვეყანას ჰყავს ახალი პრეზიდენტი, 30-მდე ახალი ელჩი დაინიშნა საზღვარგარეთ. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები იყო მოშიშვლებული, ძალიან ბევრ ქვეყანაში არ გვყავდა ელჩები და ამის მიზეზი იყო, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებდა, რათა საქართველო არ ყოფილიყო ელჩების დონეზე საერთაშორისო ასპარეზზე. საზოგადოებას ახსოვს, რომ არაერთი ასეთი ფაქტი იყო, ის ხელს უშლიდა ელჩები დანიშვნას და იმას, რომ საქართველოს ჰყოლოდა წარმომადგენლები საზღვარგარეთ. ბოლო ცხრა თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ 30-მდე ელჩი დანიშნა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად ნულიდან ხდება დიპლომატიური წარმომადგენლობების დაკომპლექტება უმაღლეს დონეზე. შეუძლებელია, რომ ამას გავლენა არ მოეხდინა“, – განაცხადა მინისტრმა.
დედაქალაქი • 1758098489
გაზის მიწოდება 3800 აბონენტს შეუწყდება - დეტალები
„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, გაზსადენის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, ისნის რაიონში გაზის მიწოდება 3800 აბონენტს შეუწყდება.მათივე ცნობით, ქსელის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, ხვალ - 18 სექტემბრის 10:30 სთ-დან 17:00 სთ-მდე გაზის მიწოდება შეუწყდება:შორაპნის ქ. 11ა, 25ა, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ. 10, 12, 20, 32, 42, 46ა, 53ა, 53ბ, ალექსანდრე ხახანაშვილის ქ. 48, წურწუმიას ქ. 5, 16, 47, ბადიაურის ქ. 25, 35, ბოროდინის ქ. 9, 13, გუთნის 1ჩ.2ა, 15, დედოფლისწყაროს 1 შეს-ში (1შ. 2 – ყოფ. წითელწყაროს), დედოფლისწყაროს 6, 1შ.3, 1შ.4, 15, 1შ.8, 2შ.1, 6-8, თელავის ქ. 13, 15, 17, 20გ, 21, 22, 23, 24, 45ა, 47, 50, 54, 45/11, 45/14, 47/16, 51-53, ვაჟა ივერიელის ქ. 1, 8, 28, 30, იზაშვილის ჩ.2, 4, 7, 12, 17, ნიორაძის ქ. 28, ფოსტის ქ. 4, ქურხულის ქ. 6, 8, 10, 12, ფაღავას ქ. 25, 26, 30, 32, სართიჭალის ქ. 4, 8, 14, წინანდლის შ.11,9, 12, 22, შორაპნის ქ. 11ა, კახეთის ხევი 5, იუსტინე აბულაძის ქ. 15-ში მდებარე შპს ,,მაილინ გრუპი”-ს საცხოვრებელი კორპუსების, ირბახის ქ. 18-ში, ირბახისა და წურწუმიას ქუჩების კვეთა, ნაკვ. 50/025, 50/026-ში, ასევე ნაკვ. 50/029-ში მდებარე შპს ,,მოედანი”-ს საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, კასპის ქ. 11, 13ა, 15, ცუცხვათის ქ. 18/57, კობარეთის ქ. 3, 3ა, 5, 5-5ა-5ბ, 47, 47ა, დოესის (ახლ. რუსუდან მიქელაძის) ქ. 25, 43-45-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, აწყურის,გარე კახეთის, ზინდისის, კობარეთის (ახლ. ავლიპ ზურაბაშვილის), კოშკოვანის, შავი ზღვის, ცუცხვათის, დოესის, ძევერის ქუჩებზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. ლაგოდეხის შეს, მე-2 შორაპნის, ირბახის, ფაღავას, ავთანდილ კვეზერელი-კოპაძის, შორაპნის, სართიჭალის, ალექსანდრე ხახანაშვილი, ნიორაძის, საბადურის, ფოსტის, ძმ. ხეხრხეულიძეების, საინგილოს, ქურხულის, წურწუმიას, ქეთევან დედოფლის გამზ, ივერიელის, გუთნის ჩიხის, შესახვევის და ქუჩის, საინგილოს ჩიხი 5, საინგილოს ქუჩის, ალიხანიანის, ახმეტის, ბადიაურის, ბესარიონ ნიჟარაძის, წითელწყაროს, ბოროდინის, დედოფლისწყაროს ქუჩის და შესახვევის, თელავის ქუჩის მოსახლეობას.ამასთან, აღნიშნულია, რომ გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება ხვალ 18 სექტემბერს 17:00 საათიდან და დასრულდება 20:00 საათისთვის.„თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ მითითებულ ნომრებზე: ცხელი ხაზი: +995 32 2404004; სწრაფი რეაგირების სამსახური 114“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.