არსებული ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაური დააკავეს
1758103555
ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა განაცხადა, რომ ეუთოს უარი საქართველოში 4 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნაზე ფორმალურად დროის სიმცირით იყო ახსნილი, ხოლო სინამდვილეში ორგანიზაციას არ აქვს მტკიცებულება, რომ საქართველო არადემოკრატიული სახელმწიფოა, სადაც ოპოზიციური პარტიები წნეხს განიცდიან.
„საქართველოში ოქტომბრის დასაწყისში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება. მათ არჩევნებზე მოიწვიეს ეუთოს სადამკვირვებლო მისია, რომელმაც უარი განსცხადს ერთი თვით ადრე. ეუთომ საქართველოს განუცხადა, რომ ერთი თვე საკმარისი დრო არ არის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ჩამოყალიბებისთვის. რატომ აკეთებენ ისინი ამას? იცით, რატომ აკეთებენ ამას? მათ არ აქვთ მტკიცებულება თქვან, რომ საქართველო არადემოკრატიული სახელმწიფოა, სადაც ოპოზიციური პარტიები წნეხს განიცდიან“, - თქვა პრაუდმა.
პრაუდმა აგრეთვე გაიხსენა 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ეუთოს მისია აკვირდებოდა.
„იცით, საპარლამენტო არჩევნებმა საკმაოდ კარგად ჩაიარა. არავის სჭირდება მტკიცებულებები ამ პოსტსიმართლის სამყაროში. თუ ხარ ევროპელი, საკმარისია იცოდე, რომ რუსები ცუდები არიან, ხოლო ჩვენ - კარგები. მტკიცებულება მხოლოდ სასოწარკვეთილ უხერხულობას ქმნის“, - დასძინა მან.