ცნობილია მიზეზი, რის გამოც NASA Crew-11-ის ეკიპაჟს დედამიწაზე დაგეგმილ ვადაზე ადრე აბრუნებს

სურათები

აშშ-ის ეროვნული აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ადმინისტრაციის (NASA) ხელმძღვანელმა, ჯარედ აიზეკმანმა, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (МКС) მყოფი Crew-11-ის მისიის შესახებ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო.

ხუთშაბათს, 9 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე აიზეკმანმა განაცხადა, რომ ეკიპაჟი დედამიწაზე დაგეგმილ ვადამდე ადრე დაბრუნდება, ერთ-ერთი ასტრონავტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული „დაუზუსტებელი პრობლემის“ გამო.

„მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ასტრონავტების ინტერესებიდან გამომდინარე, Crew-11 დაგეგმილზე ადრე დავაბრუნოთ“, — განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ასტრონავტები დედამიწაზე უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან, თუმცა ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია. აღნიშნული გადაწყვეტილება პრევენციული ზომის სახით იქნა მიღებული ეკიპაჟის წევრის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.