მეცნიერები გვაფრთხილებენ: ყავა ნიჟარაში აღარ ჩაასხათ
1762179041
                                                                უმი ხორცის ნარჩენები მიკრობებისთვის შესანიშნავ გარემოს ქმნის; ახალი კვლევის თანახმად, ეს მდიდარი, ნოტიო გარემო საკვებით გამოწვეული ფარული დაავადებების, მათ შორის საშარდე გზების ინფექციების (UTI) მნიშვნელოვანი წყაროა.
ამას გარდა, კავშირი ხორცსა და საშარდე გზების ინფექციებს შორის უფრო ძლიერ იყო კონკრეტულ გეოგრაფიულ ზონებში. დაბალშემოსავლიან უბნებში მცხოვრებლებს 60 პროცენტით უფრო მაღალი ჰქონდათ საკვებით გამოწვეული საშარდე გზების ინფექციების რისკი, ვიდრე უფრო მდიდრულ უბნებში მცხოვრებლებს.
საშარდე გზების ინფექციები ყოველწლიურად მილიონობით ადამიანს ემართება. განსაკუთრებით მოწყვლადი ქალები არიან და მათ შემთხვევაში, ეს ხშირად სრულდება ჯიუტი, მორეციდივე ინფექციებითა და არასწორი მკურნალობით.
ამ ინფექციათა მთავარი მიზეზი არის ბაქტერია ნაწლავის ჩხირი (Escherichia coli).
ამიტომ, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიოინფორმატიკოსმა მალიჰა აზიზმა და მისმა კოლეგებმა E. coli-ს 5 700-ზე მეტი ნიმუში შეისწავლეს; ნიმუშები 2017 – 2021 წლებში იყო შეგროვებული საშარდე გზების ინფექციების მქონე პაციენტებისგან და საცალო გაყიდვებში ნაყიდი ხორცისგან. მეცნიერებმა მათი გენომები შეისწავლეს იმის დასადგენად, რამდენად იყო ეს ორი ერთმანეთთან დაკავშირებული.
ასე გამოვლინდა, რომ საშარდე გზების ინფექციების E. coli-ს შტამების 20 პროცენტი დაემთხვა საკვებით გამოწვეულ, უკვე ცნობილ ცხოველურ შტამებს.
ხორცის დამაბინძურებლები სავარაუდოდ ვრცელდება ხელებით, ზედაპირებით და არასათანადოდ დეზინფიცირებული ჭურჭლით. გთავაზობთ აშშ-ის სოფლის მეურნეობისა და ახალი კვლევის რჩევებს:
ყიდვისას დარწმუნდით, რომ ხორცი და ფრინველის ხორცი უსაფრთხოდ არის შეფუთული
ხორცი მოამზადეთ ბოლოს, ყველა სხვა საკვების შემდეგ
უმი ხორცისთვის გამოიყენეთ ცალკე საჭრელი დაფა
არ გარეცხოთ უმი ხორცი
უმ ხორცთან შეხების შემდეგ, სხვა რამეზე შეხებამდე, ხელები საპნით დაიბანეთ სულ მცირე 20 წამის განმავლობაში
გამოიყენეთ საკვების თერმომეტრი, რათა დარწმუნდეთ, რომ ქათამი სულ მცირე 74 °C-ზეა გაცხელებული, სხვა ნებისმიერი ხორცი კი სულ მცირე 63 °C-ზე.
მკვლევართა განცხადებით, კიდევ უფრო მეტი კვლევაა საჭირო, რათა შეფასდეს საშარდე გზების ინფექციების გამომწვევი E. coli-ს პოტენციური წყაროები.