2026 წლის ფავორიტი, ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც ჯეკპოტს მოიგებს - ასტროლოგების პროგნოზი
1765822267
მეცნიერებმა ნარჩენი ზეთისგან ახალი ტიპის გადამუშავებადი პლასტმასა შექმნეს, რომელიც განსაკუთრებული სიმტკიცით გამოირჩევა — ექსპერიმენტის ფარგლებში მანქანის გათრევაც კი შეძლო.
კვლევის ავტორებმა ზეთის მოლეკულები ქიმიურად დაშალეს და მათგან პოლიესტერის ტიპის პლასტმასა მიიღეს, რომლის თვისებები დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენს ჰგავს, თუმცა ბევრად უფრო ძლიერი წებოვანი უნარი აქვს.
ტესტირებისას მიღებულმა მასალამ უჟანგავი ფოლადის ფირფიტები ისე მტკიცედ დააკავშირა, რომ 123 კილოგრამიანი ტვირთის და ავტომობილის გადაადგილებაც შეძლო.
მეცნიერების თქმით, ახალი მასალა მრავალჯერადი გადამუშავების შემდეგაც ინარჩუნებს თავის თვისებებს და დიდი პოტენციალი აქვს ეკომეგობრული შეფუთვების, ავტონაწილების, სამედიცინო მოწყობილობებისა და ელექტრონიკის წარმოებაში.
კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში Journal of the American Chemical Society.