რა მოხდა მკვლელობამდე 5 დღით ადრე - დანაშაულის ახალი დეტალები
1778183658
ევროპაში ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალაქის ფრინველები ქალის მიახლოებაზე უფრო სწრაფად რეაგირებენ, ვიდრე კაცის დანახვაზე. კვლევის შედეგებმა მეცნიერებიც გააოცა.
ექსპერიმენტები საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ესპანეთსა და ჩეხეთში ჩატარდა. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ფრინველები კაცებს საშუალოდ ერთი მეტრით უფრო ახლოს უშვებდნენ, ვიდრე გაფრინდებოდნენ, ქალების შემთხვევაში კი უფრო ადრე შინდებოდნენ.
კვლევაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სახეობის ფრინველები — შაშვები, გულწითელები, ბეღურები, კაჭკაჭები, ჩხიკვები, კოდალები და სხვა. მეცნიერების თქმით, შედეგი თითქმის ყველა სახეობაში ერთნაირი აღმოჩნდა.
„როგორც ამ დარგში მომუშავე ქალს, გამიკვირდა, რომ ფრინველები ჩვენზე განსხვავებულად რეაგირებდნენ. ბევრი ქცევითი კვლევა ვარაუდობს, რომ ადამიანი დამკვირვებელი ნეიტრალურია, მაგრამ ჩვენს კვლევაში ეს ასე არ იყო ქალაქის ფრინველების შემთხვევაში“, — განაცხადა პრაღის სიცოცხლის მეცნიერებათა ჩეხური უნივერსიტეტის ეკოლოგმა იანინა ბენედეტიმ.
მკვლევრების თქმით, ამ ეტაპზე ზუსტად უცნობია, როგორ არჩევენ ფრინველები ადამიანის სქესს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ისინი შესაძლოა რეაგირებდნენ მოძრაობაზე, გარეგნობაზე ან სუნზე.
კვლევის ფარგლებში თითოეულ ფრინველს ერთნაირი ჩაცმულობისა და მსგავსი ფიზიკური მონაცემების მქონე ქალი და კაცი უახლოვდებოდა. დაკვირვებისას ორივე მონაწილე ერთნაირი სიჩქარით მოძრაობდა და ფრინველისკენ პირდაპირ იყურებოდა, რათა განსხვავებები მინიმუმამდე დაეყვანათ.
მკვლევრებმა 37 სახეობის ფრინველთან 2000-ზე მეტი მიახლოება შეისწავლეს. მათი თქმით, ქალაქის ფრინველები ადამიანებს შორის უმცირეს განსხვავებებსაც კი ამჩნევენ.
„ეს კვლევა წარმოაჩენს, როგორ „ხედავენ“ ქალაქის ბინადარი ცხოველები ადამიანებს, რასაც გავლენა აქვს ურბანულ ეკოლოგიასა და თანასწორობაზე მეცნიერებაში“, — ამბობს ბენედეტი.