ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუას მიმართავს
1760644247
OpenAI ჩატბოტ ChatGPT-ზე უფრო ფართო სპექტრის კონტენტის, მათ შორის ეროტიკის დაშვებას გეგმავს. კომპანიის ხელმძღვანელის, სემ ალტმანის თქმით, ეს არის მცდელობა, „ზრდასრულ მომხმარებლებს ზრდასრულებივით მოექცნენ“.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, ალტმანმა აღნიშნა, რომ ჩატბოტის მომავალი ვერსიები საშუალებას მისცემს მისი ქცევა ადამიანისას უფრო მიამსგავსოს, „მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ თქვენ ეს გსურთ, და არა იმიტომ, რომ ჩვენ ჩატის გამოყენების მაქსიმალურად გაზრდას ვცდილობთ“.
სპეციალისტების მოსაზრებით, შესაძლოა ეს ნაბიჯი OpenAI-ს მეტი ფასიანი გამომწერის მოზიდვაში დაეხმაროს. ამავე დროს, ეს სავარაუდოდ გააძლიერებს ზეწოლას კანონმდებლებზე, რომ ჩატბოტ- კომპანიონებზე უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესონ. კრიტიკოსები აცხადებენ, რომ OpenAI-ის გადაწყვეტილება, პლატფორმაზე ეროტიკული შინაარსის დაშვების შესახებ, ხაზს უსვამს მეტი რეგულაციის აუცილებლობას.