მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის ვინც ChatGPT-ის იყენებს

ChatGPT

ევროკავშირმა ChatGPT „ძალიან დიდ საძიებო სისტემად“ დააკლასიფიცირა.

31 აგვისტოს ევროკომისიამ ChatGPT იმავე კატეგორიაში, VLOSE-ში, შეიყვანა, სადაც Google Search და Bing არიან. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამ სიაში AI ჩატბოტი მოხვდა.

ევროკავშირს უკვე შეუძლია OpenAI-ს გაცილებით მეტი ინფორმაცია მოსთხოვოს იმის შესახებ, როგორ მუშაობს მისი ალგორითმული სისტემა, როგორ მოწმდება და როგორ მართავს რისკებს.

Google-ის შემთხვევაში, როცა ბიზნესმა უკეთ გაიგო, რა მოქმედებდა ძიების შედეგებზე, მის გარშემო მთელი ინდუსტრია გაჩნდა.