მფრინავი მანქანა ბაზარზე, სავარაუდოდ, 2026 წელს გამოჩნდება

მსრინავი მანქაქნა

სლოვაკური კომპანია Klein Vision-ის მიერ შემუშავებული ჰიბრიდული თვითმფრინავი და მანქანა სახელწოდებით AirCar შესაძლოა ბაზარზე უკვე 2026 წელს გამოვიდეს. ამის შესახებ IFLScience წერს.

გამოცემამ გაიხსენა, რომ 2021 წელს, ამ სატრანსპორტო საშუალების პირველმა ვერსიამ სლოვაკეთის სატრანსპორტო ორგანოსგან ოფიციალური ვარგისიანობის სერტიფიკატი მიიღო ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) სტანდარტების შესაბამისად. მაშინ ტრანსპორტმა 70-საათიანი ფრენა წარმატებით შეასრულა, ასევე წარმატებული იყო მისი 200-ზე მეტი აფრენა-დაშვება. 

2021 წლის 28 ივნისს კომპანიამ პირველი საქალაქთაშორისო რეისიც კი განახორციელა - 35-წუთიანი რეისი ნიტრას საერთაშორისო აეროპორტიდან ბრატისლავას საერთაშორისო აეროპორტამდე.

ამ ავტომობილის მეორე ვერსია ტესტირებას ზაფხულში გაივლის და შესაძლოა მალე კომერციულ გაყიდვაში გამოვიდეს.

აღსანიშნავია, რომ ამ სატრანსპორტო საშუალების კუდი და ფრთები შეკუმშული ან გაფართოებულია იმის მიხედვით, როგორ რეჟიმშია ტრანსპორტი - მანქანის თუ თვითმფრინავის. მას შეუძლია მიაღწიოს სიჩქარეს საათში 200 კილომეტრამდე მიწაზე, ხოლო საათში 250 კილომეტრზე მეტი ჰაერში. მისი ფრენის დიაპაზონი 1000 კილომეტრია.

Klein Vision-ის თანადამფუძნებლის, ანტონ ზაიატსის თქმით, AirCar 2-ის ღირებულება შესაძლოა 800 000-დან 1 მილიონ დოლარამდე მერყეობდეს.