ასტროლოგიურად იშვიათი მოვლენა ხდება - ზოდიაქოს 4 ნიშანი დიდ ცვლილებებს იგრძნობს
1777061592
მეცნიერებმა Texas A&M University-ში შეიმუშავეს ინოვაციური ცხვირის სპრეი, რომელიც წინასწარი კვლევების მიხედვით ამცირებს ტვინის ანთებას და აუმჯობესებს მეხსიერებას. ეფექტი შესაძლოა მიიღწეს მხოლოდ ორი დოზით და რამდენიმე თვე გაგრძელდეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
კვლევა უკავშირდება ე.წ. „დაბერების ნეიროანთებას“ - პროცესს, რომელიც დაკავშირებულია ასაკთან და გავლენას ახდენს კოგნიტურ ფუნქციებზე. ახალი სპრეი შეიცავს მიკროსკოპულ ვეზიკულებს, რომლებიც მიკრორნმ მოლეკულებს პირდაპირ ტვინში მიაწვდიან, სადაც ისინი ამცირებენ ანთებას და აუმჯობესებენ უჯრედების მუშაობას.
ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ მკურნალობამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მეხსიერება. მკვლევრების აზრით, ეს მეთოდი მომავალში შესაძლოა გამოყენებულ იქნას ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ალცჰაიმერი.
მიუხედავად იმედისმომცემი შედეგებისა, ტექნოლოგია ჯერ კიდევ კვლევის ეტაპზეა და ადამიანებზე დამატებით გამოცდას საჭიროებს.