სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
1758915992
ჩვენ ბავშვობიდანვე გვასწავლიდნენ, რომ ცისარტყელა შვიდი ძირითადი ფერისგან შედგება და ეს ფერებია: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი და იისფერი, სქესობრივი კავშირი დაამყარა, რაც პარალელურ რეჟიმში მისსავე სოციალურ ქსელში აიტვირთა და გავრცელდა. ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ნ.ჩ ბრალდებულის სახით დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს“ , – ნათქვამია ინფორმაციაში.
თუმცა, სინამდვილეში, ეს სია უფრო მითია, ვიდრე მეცნიერული ფაქტი. როგორც გარკვა, ცისარტყელა მილიონობით ელფერს შეიცავს, რომელთაგანაც ბევრი ადამიანის თვალისთვის უხილავია. ცისარტყელა ბუნების ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი მოვლენაა, რომელიც მაშინ ჩნდება, როცა მზის სხივები ჰაერში გაფანტულ წვიმის უმცირეს წვეთებს ეჯახება. ამ დროს მზის სინათლე გარდატეხას, დისპერსიასა და არეკვლას განიცდის. როდესაც მზის სხივი წყლის წვეთს გაივლის, ის მიმართულებას იცვლის, შემდეგ კი იფანტება და შემადგენელ ფერებად იშლება.
ბოლოს სინათლე წვეთის შიდა ზედაპირიდან ირეკლება და ისევ გარეთ გამოდის, ქმნის რა უწყვეტ სინათლის ტალღათა შერწყმას, რომელსაც ცისარტყელად აღვიქვამთ. ცისარტყელას შვიდი ფერისგან შემდგარი, ტრადიციული მოდელი გენიალური ინგლისელი მეცნიერის, ისააკ ნიუტონის სახელს უკავშირდება. ნიუტონმა, რომელიც სინათლის ბუნებას სწავლობდა, რიცხვი შვიდი ნაწილობრივ ფილოსოფიური და ნაწილობრივ მუსიკალური მოსაზრების საფუძველზე აირჩია. მიუხედავად იმისა, რომ მისი მოდელი იმ ეპოქისთვის რევოლუციური აღმოჩნდა და საგანმანათლებლო და თვალსაზრისით დღემდე სასარგებლოა, ის ბუნების ამ სასწაულის ბუნებას მაინც ზედმეტად ამარტივებს.
სინამდვილეში, ცისარტყელას ათასობით ელფერი და ფერთა შორის გარდასვლები აქვს. ეს გადასვლები იმდენად ნაზია, რომ იმის დადგენა, სად მთავრდება ერთი ფერი და იწყება მეორე, თითქმის შეუძლებელია. ჩვენი თვალი მხოლოდ შეზღუდულ სპექტრს აღიქვამს, ამიტომ ცისარტყელას ფერთა მხოლოდ მცირე ნაწილს ვხედავთ. ასე რომ, როცა მომავალში ცისარტყელას დაინახავთ, გაიხსენეთ - ეს არა შვიდი, არამედ მილიონობით ფერის საოცარი ნაზავია, რომელიც ბუნების უსასრულო სილამაზესა და სირთულეს კიდევ ერთხელ გვახსენებს.
28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1759000644
ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
1758918909