მარსზე მარჯნის ფორმის ქვები აღმოაჩინეს

მარსზე მარჯნის ფორმის ქვები აღმოაჩინეს

მარსმავალმა Curiosity გეილის კრატერში გადაიღო ქვის ფოტო, რომელიც მარჯანს ჰგავს. NASA-ში განმარტეს, რომ აღმოჩენის ფორმა წყლის პროცესებთან და ეროზიასთან არის დაკავშირებული, რაც პლანეტაზე მილიარდობით წლის წინ მიმდინარეობდა.

კამერამ Mars Hand Lens Imager ქვა აპარატიდან რამდენიმე სანტიმეტრში, მისიის 4608 დღეს დააფიქსირა. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ წყლის მინერალებმა ქანში არსებული ხვრელები შეავსეს, წყლის აორთქლების შემდეგ კი კრისტალიზაცია დაიწყო. დროთა განმავლობაში ქარმა და ქვიშის ქარიშხლებმა დაანგრიეს ზედაპირი და ქვას უჩვეულო ნაკვთები შესძინეს.

მსგავსი ობიექტები წარსულში მარსზეც და დედამიწაზეც არაერთხელ აღმოუჩენიათ. მათი ფორმა ხშირად იწვევს პარეიდოლიას - ეფექტს, რომლის დროსა ადამიანი შემთხვევით კონტურებში ნაცნობ ფორმებს ხედავს. ამასთან, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეს არ არის ორგანული ნარჩენები, არამედ წყლის მონაწილეობით ფორმირებული მინერალური წარმონაქმნები.

მეცნიერების თქმით, ახალი აღმოჩენა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მარსზე მდინარეები და ტბები არსებობდა.