ხილული რამდენიმე დღეში გახდება... - ასტრონომები უნიკალურ მოვლენას პროგნოზირებენ, რომელიც 100 წელიწადში მხოლოდ ერთხელ ხდება

პლანეტები

22 იანვარს მზის გარშემო ერთ ხაზში სამივე პლანეტა - ვენერა, მარსი და მერკური განლაგდება. ასეთი თითქმის იდეალური სიმეტრიის მქონე მიახლოება უნიკალურად მიიჩნევა, სულ მცირე, მიმდინარე საუკუნის მასშტაბით.

ასტრონომების განმარტებით, პლანეტები მზიდან მინიმალურ საშუალო კუთხოვან დაშორებაზე, დაახლოებით სამი გრადუსის მანძილზე აღმოჩნდებიან და მასთან ერთად თითქმის სწორ, რომბის ფორმის ფიგურას შექმნიან. მსგავსი კონფიგურაცია უკიდურესად იშვიათია: ვენერის, მარსისა და მერკურის შემდეგი, შედარებით გაწელილი თანხვედრა მხოლოდ 2038 წლის სექტემბერშია მოსალოდნელი.

ამ დროისთვის კოსმოსური კორონოგრაფების გადაღებულ კადრებში უკვე ჩანს მერკური. ვენერა და მარსი კი მზესთან ზედმეტად ახლო მდებარეობის გამო ჯერ არ იკვეთება და ხილული რამდენიმე დღეში გახდება, რის შემდეგაც ეს ასტრონომიული „წყობა“ სწრაფად დაიწყებს დაშლას.