რას ნიშნავს გარდაცვლილი ადამიანის სიზმარში ნახვა: ეზოტერიკოსი გვირჩევს, უნდა ვინერვიულოთ თუ არა
1767991226
ბევრი ლეპტოპს ტელეფონის ან სხვა გაჯეტების დასამუხტად იყენებს, როგორც ექსპერტები ამბობენ, დამუხტვის პროცესი არა მხოლოდ ძალიან ნელია, არამედ შეიძლება თავად ლეპტოპის ბატარეასაც ავნოს.
HowToGeek-ის ექსპერტებმა განმარტეს, რატომ არის ლეპტოპი ცუდი დამტენი?
მიუხედავად იმისა, რომ ტელეფონის ლეპტოპთან შეერთება მოსახერხებელია, დამუხტვის სიჩქარე ძალიან დაბალია. USB-პორტები სიმძლავრით შეზღუდულია: USB-A, როგორც წესი, მხოლოდ 2.5–4.5 ვტ-ს იძლევა, ხოლო USB-C Power Delivery-ის მხარდაჭერის გარეშე მაქსიმუმ 15 ვტ-ს. მაშინაც კი, თუ კაბელი და მოწყობილობა სწრაფ დამუხტვას უჭერს მხარს, ლეპტოპი ხშირად ვერ უზრუნველყოფს ამას. უფრო მეტიც, თუ ლეპტოპი ძილის რეჟიმშია ან გამორთულია, გაჯეტის დამუხტვამ შეიძლება ლეპტოპის ბატარეა კიდევ უფრო სწრაფად დაცალოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ ტყუილად ხარჯავთ დროსაც და ლეპტოპის ბატარეის რესურსსაც.
მართალია, უსადენო ყურსასმენების, მაუსების და სხვა პერიფერიული მოწყობილობების დამუხტვა ლეპტოპის საშუალებით შესაძლებელია, მაგრამ ამას ძალიან დიდი დრო სჭირდება. შესაბამისი დამტენი ან კედლის როზეტი ბევრად უფრო სწრაფ და ეფექტურ დამუხტვას უზრუნველყოფს.