ChatGPT-ის უფასო ვერსიაში რეკლამა გამოჩნდება - რას ნიშნავს ეს

ChaGPT

კომპანია OpenAI-მ განაცხადა, რომ ჩატ-ბოტ ChatGPT-ის უფასო ვერსიაში და მოდელ Go-ში რეკლამა გამოჩნდება. ამის შესახებ ინფორმაცია OpenAI-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სარეკლამო ინტეგრაციების ტესტირება „უახლოეს კვირებში“ დაიწყება. კომპანიის მტკიცებით, რეკლამა ჩატ-ბოტის პასუხებზე გავლენას არ მოახდენს და ის ყოველთვის მკაფიოდ იქნება მონიშნული. OpenAI ასევე პირობას დებს, რომ არ გაყიდის მომხმარებლების მიმოწერას ChatGPT-თან და მათ მონაცემებს რეკლამის დამკვეთებზე. გარდა ამისა, მომხმარებლებს ნებისმიერ დროს შეეძლებათ პერსონალიზაციის გამორთვა და რეკლამისთვის გამოყენებული მონაცემების წაშლა.

კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ პრემიუმ-ანგარიშების მქონე მომხმარებლები ჩატ-ბოტს რეკლამის გარეშე გამოიყენებენ.

„ჩვენ გავითვალისწინებთ უკუკავშირს და დროთა განმავლობაში გავაუმჯობესებთ რეკლამის გამოჩენის ფორმებს, თუმცა მომხმარებლის პირველ ადგილზე დაყენებისა და ნდობის შენარჩუნების მიმართ ჩვენი ერთგულება უცვლელი დარჩება“, - ნათქვამია განცხადებაში.