ბავშვებში სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულების ჩამოყალიბების საქმეზე კალიფორნიაში დღეს კომპანია „მეტას“ წინააღმდეგ სასამართლო პროცესი იწყება

16 წყალმდე ბავშვებს სოცქსელები აეკრძალათ

აშშ-ის ოთხი შტატი კომპანია „მეტას“ სასამართლოში უჩივის ბავშვებში „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამზე“ დამოკიდებულების ჩამოყალიბებისთვის.

სასამართლო პროცესი კალიფორნიაში დღეს იწყება. პროცესზე ასევე დაიკითხება „მეტას“ დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი.

როგორც კალიფორნიის, კოლორადოს, კენტუკისა და ნიუ-ჯერსის შტატების სარჩელშია ნათქვამი, „მეტამ“ შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება აღნიშნული სოციალური ქსელების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და გამიზნულად აქცია აპლიკაციები არასრულწლოვნებში დამოკიდებულების გამომწვევად.

შტატების სახელით ადვოკატები აცხადებენ, რომ მშობლების თანხმობის გარეშე 13 წელს ქვემოთ ასაკის ბავშვების შესახებ მონაცემების შეგროვებით „მეტა“ კონფიდენციალურობის კანონს არღვევს.

შტატები ზარალის ანაზღაურებისთვის 200 მილიარდი დოლარის ოდენობით თანხასა და „მეტას“ პლატფორმებზე არსებითი ცვლილებების შეტანას მოითხოვენ.