1794648791
ამ ვადის გასვლის შემდეგ კონტენტი საბოლოოდ წაიშლება... - Google მომხმარებლებს აფრთხილებს
5 დეკემბრიდან მომხმარებლებს სანაგვე ყუთიდან ფაილების აღსადგენად, ნაცვლად ადრინდელი 60 დღისა, მხოლოდ 30 დღე ექნებათ.
ამ ვადის გასვლის შემდეგ კონტენტი საბოლოოდ წაიშლება, - წერს გამოცემა Player. აღნიშნულია, რომ მანამდე Google Photos შემთხვევით წაშლილი ფოტოებისა და ვიდეოების აღდგენის საშუალებას ორი თვის განმავლობაში იძლეოდა. ეს მომხმარებლებს აძლევდა შესაძლებლობას, დაებრუნებინათ მნიშვნელოვანი ფაილები მაშინაც კი, თუ მათ დაკარგვას მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ შეამჩნევდნენ.
თუმცა, 5 დეკემბრიდან სანაგვე ყუთში წაშლილი კონტენტის შენახვის ვადა განახევრდება. ახალი წესები გავრცელდება მხოლოდ იმ ფოტოებსა და ვიდეოებზე, რომლებიც ამ თარიღიდან დაიწყებს წაშლას. ამასთან, Google არ გამოიყენებს ცვლილებებს უკუქცევითი ძალით, ანუ ფაილები, რომლებიც მომხმარებლებმა 5 დეკემბრამდე წაშალეს, აღდგენისთვის კვლავ წინა წესით, 60 დღის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.
ცვლილებებთან დაკავშირებით, კომპანია მომხმარებლებს ურჩევს, უფრო ყურადღებით მართონ ფოტოთეკა და გამოიყენონ არქივირების ფუნქცია.
ამგვარად, კადრების გადატანა, რომელთა ყოველდღე ნახვაც მომხმარებელს არ სურს, მაგრამ სამომავლოდ მათ შენახვას გეგმავს, არქივში იქნება შესაძლებელი. ეს მნიშვნელოვანი ფოტოებისა და ვიდეოების შემთხვევით წაშლის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.










