ზოოპარკში, ბეჰემოთი, რომელიც 7 წლის განმავლობაში მამრი ეგონათ, მდედრი აღმოჩნდა (იაპონია)

ბეჰემოთი

იაპონიის ზოოპარკში, ბეჰემოთი, რომელიც 7 წლის განმავლობაში მამრი ეგონათ, მდედრი აღმოჩნდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

12 წლის ბეჰემოთს, სახელად გენ-ჩანს დნმ-ის ტესტის მას შემდეგ ჩაუტარეს, რაც მომვლელებმა შენიშნეს, რომ მას მამრისთვის დამახასიათებელი ქცევები არ ჰქონდა.

BBC-ის ინფორმაციით, გენ-ჩანი იაპონიაში 2017 წელს მექსიკის ზოოპარკიდან ჩაიყვანეს, დოკუმენტების მიხედვით ის მამრი იყო.