გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ბიჭის ფოტოს აქვეყნებს და წერს:
,,ახლა ვზივარ ტაქსიში, უკანა სავარძელზე, მძღოლი ახალგაზრდა ბიჭია, უსმენს გემოვნებიან ელექტრო მუსიკას (დაბალ ხმაზე), აცვია გემოვნებით, კუბოკრული პერანგი, ქუდი მოხდენილად, კისერზე ტატუ, წვერი მოვლილი, მანქანა ძველი მაგრამ სუფთა.
გამარჯობის მეტი არაფერი უთქვამს, მაგრამ ვგრძნობ, რომ კარგი ადამიანია, პატივს ვცემ მის შრომისმოყვარეობას, მშვიდობით და ბედნიერად მოიხმაროს ის რასაც შოულობს.
ეს თაობა არც ნარკომანია, არც წყალწაღებული და არც ბოროტია, უბრალოდ კარგი თაობაა თავისი მრავალი წახნაგით.
ვეცადოთ ადამიანებს დადებითად ვუყუროთ და უმიზეზოდ ნუ შევიძულებთ.
P.S. ვიდრე ამ სტატუსს ვწერდი, კლასიკური როკითაც დაამშვენა მგზავრობა (Deep Purple, Scorpions) ", - წერს გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში.