Vogue-მა კრიშტიანუ რონალდუსა და ჯორჯინა როდრიგესი ქორწილის ექსკლუზიური ფოტოები გამოაქვეყნა

რონალდო და ჯორჯინაა

Vogue-მა კრიშტიანუ რონალდუსა და ჯორჯინა როდრიგესი ქორწილის ექსკლუზიური ფოტოები გამოაქვეყნა. 

ცერემონია 11 აგვისტოს გაიმართა - წყვილის პირველი შეხვედრიდან ზუსტად 10 წლის თავზე. მაშინ ჯორჯინა მადრიდში, Gucci-ს მაღაზიაში კონსულტანტად მუშაობდა. ღონისძიებას მხოლოდ წყვილის 5 შვილი და 4 ახლო მეგობარი ესწრებოდა. მოგვიანებით ოჯახმა ჯვრისწერის კურთხევაც მიიღო.

ჯორჯინას თეთრი ბოლო კაბა, ჟაკეტი და თეთრი პერანგი ეცვა და ლუქს-კლასის Chopard-ის ბრენდის სამკაული ეკეთა. კრიშტიანუმ კი არჩევანი ღია ფერის პიჯაკზე, შარვალსა და პერანგზე გააკეთა.