დილით ბავშვებმა ნახეს, დედას ვეღარ ვაღვიძებთო... - 29 წლის ახალგაზრდა ქალი მოულოდნელად გარდაიცვალა
1757785140
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების მიღწევებზე უკვე ბევრი დაიწერა და ითქვა, თუმცა, ფართო საზოგადოებისთვის ყველაზე საინტერესო მაინც მათი პირადი ცხოვრებაა.
დღეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელის პირად ცხოვრებაზე, გიორგი გოჩოლეიშვილზე გიამბობთ. 23 წლის ფეხბურთელის უმშვენიერესი მეორე ნახევარი ანა ოქრუაშვილია. წყვილი ერთ შვილს, ვაჟს ზრდის, რომელიც მარტში შეეძინა. პატარას ალექსანდრე დაარქვეს.
View this post on Instagram
„წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ! ეს ჩემი პირველი შვილია და უბრალოდ, ვერ ვპოულობ სიტყვებს სიხარულის გამოსახატად,“ - წერდა ახალშობილის მამა.
გიორგი და ანა უკრაინაში ცხოვრობენ.
2022 წლის ნოემბერში გოჩოლეიშვილმა უკრაინის პრემიერლიგის გრანდ დონეცკის „შახტართან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ათვლაც 2023 წლის 1-ელ იანვარს დაიწყო.
მისი დებიუტი კლუბის რიგებში 2023 წლის 28 თებერვალს საფეხბურთო კლუბ „მინაის“ წინააღმდეგ შედგა.